მცხეთის საეპისკოპოსო

მცხეთის საეპისკოპოსო — პირველი ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

დაარსდა IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში. მისი დაარსება დაკავშირებულია ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან. თავდაპირველად ეპისკოპოსები იგზავნებოდნენ ქ. კონსტანტინოპოლიდან. ისინი მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებენ. მცხეთის საეპისკოპოსოს ტერიტორია V საუკუნამდე მთლიანად მოიცავდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-ეთნიკურ ფარგლებს. ყველა ადგილობრივი ეკლესია მცხეთის ეპისკოპოსს ემორჩილებოდა. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროიდან (V ს.), კერძოდ ქართლში ახალი საეპისკოპოსოების დაარსებისა და კათალიკოსობის შემოღების შემდეგ, მცხეთის საეპისკოპოსო დარჩა საკათალიკოსობაში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ. რომლის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი (მაცხოვრის სახელობისა) იყო მცხეთაში. ამ დროიდან მცხეთის საეპისკოპოსოს იურისდიქცია დავიწროვდა — ვრცელდებოდა მხოლოდ მდინარეებს რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსოს მეთაურს ეწოდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი (მცხეთის საეპისკოპოსოს საკათედრო ეკლესია იხსენიება სამთავროს სახელითაც, როგორც „მთავრის“ — მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია). იერარაქიულად ქართლის ეპისკოპოსს კათალიკოსის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა (გვიანდელ პერიოდში — მეოთხე), მთავარ როლს ასრულებდა კურთხევის რიტუალში. საქართველოს რუსეთთან შეერთეის შემდეგ მცხეთის საეპისკოპოსო ადმინისტრაციული წესით გააუქმეს (1811) და მის ნაცვლად დააარსეს სამთავროს დედათა მონასტერი.

ლიტერატურა

Tags:

დიდი ლიახვიეპარქიავახტანგ გორგასალიიბერიაკონსტანტინოპოლიმდინარემთავარეპისკოპოსიმცხეთარელიგიარეხულასამთავროქრისტიანობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ასლან აბაშიძებიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიმიხეილ სააკაშვილილავრენტი ბერიადიდგორის ბრძოლასაქართველოს სამეფომდგრადი განვითარებაბუდუ ზივზივაძექართული ფილმების სიამადაგასკარისამოქალაქო საზოგადოებანიკო ფიროსმანიკირჩხიბი (ასტროლოგია)სტიბიუმისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკრიშტიანუ რონალდუძაღლიკუბური მეტრიფრინველთა მიმოფრენაარალის ზღვაენცეფალოპათიასვანური კოშკიძალავარდების რევოლუციააზერბაიჯანიტელეფონების ნომრები საქართველოშიჩერნობილის კატასტროფაგეორგიევსკის ტრაქტატისაქართველოს გეოგრაფიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითიოთამ ზედგენიძეჰარი პოტერიებრაელებიცენტრალური პროცესორინიუ-იორკისაქართველო IX-X საუკუნეებშიშველიქრისტესისხლაქრომოსომამონღოლებიკორუფციასახელმწიფო საზღვარიიაკობ გოგებაშვილიაქლემითავისუფლების მოედანი (თბილისი)კარლეს პუჩდემონისვანეთილიმფოციტებიდუბაირომის დაარსებაქართლის გაქრისტიანებარითმანარკოტიკიალპური დანაოჭებაოგანესონიბიბლიაკვორუმითბილისის კურორტების ჯგუფიგიორგი II (საქართველოს მეფე)დუბაის საამიროჭადრაკირენესანსიოსმალეთის იმპერიის ისტორიაზაქარია ფალიაშვილითაშმიჯაბიბაში-აჩუკი (ფილმი)ნიამორიკიბოსნაირნისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებილობიირანიგერმანიაშავი ზღვაალჟირიკალათბურთისილიციუმი🡆 More