მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) (ინგლ.
gross domestic product - GDP), ასევე ერთობლივი შიდა პროდუქტი (ეშპ) — ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება. მშპ ეროვნული შემოსავლებისა და წარმოების ზომის გამოთვლის ერთ-ერთი მეთოდია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი, თუმცა ამ მეთოდს გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს. ეკონომიკურ ფორმულებში მშპ-ს ხშირად აღნიშნავენ ლათინური Y-ით.
მშპ ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებაა, რომელიც იწარმოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ პერიოდში.
მშპ შეიძლება გამოიხატოს ეროვნული ვალუტით და, თუ საჭიროა გადაანგარიშდება გაცვლითი კურსის მიხედვით უცხოურ ვალუტაში, და შეიძლება წარმოდგენილი იყოს მსყიდველობითი უნარით (PPP) (უფრო ზუსტი საერთაშორისო შედარებებისათვის).
This article uses material from the Wikipedia ქართული article მთლიანი შიდა პროდუქტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.