მდინარე მურეი

მურეი (ინგლ.

სიგრძე 2530 კმ (მდ. დარლინგთან ერთად — 3490 კმ), აუზის ფართობი 1600 ათასი კმ². სათავეს იღებს ავსტრალიის ალპების თოვლიან კალთებზე, კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის — კოსციუშკოს (2228 მ) მთის ძირში. მიედინება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ მორგანთან ახლოს უხვევს სამხრეთით და ჩაედინება ენკაუნტერის ყურეში (ინდოეთის ოკეანის ავსტრალიის დიდი ყურის ნაწილი). მთავარი შენაკადებია: მარამბიჯი, დარლინგი (მარჯვენა) და მიტა-მიტა, ოვენსი, გოულბერნი, ლოდონი (მარცხენა). სამდინარო სისტემის დინებათა საერთო სიგრძე 89 ათასი კმ-ია. წყალშემკრები აუზის მდინარეები უპირატესად წვიმის წყლებით იკვებება. ნალექებს ხშირად თავსხმის ხასიათი აქვს. წვიმების პერიოდში მდინარეებში წყლის დონე სწრაფად იზრდება, რაც ხშირად წყალმოვარდნებს იწვევს. წლის მშრალ დროს შენაკადების უმეტესობა შრება და მთავარ მდინარემდე ვერ აღწევს, მურეი ძლიერ მცირდება. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი ქვემო წელზე 258 მ³/წმ-ია (ჩამონადენის წლიური მოცულობა — 8,1 კმ³, ბუნებრივ პირობებში შეადგენდა 23,9 კმ³-ს), მაქსიმალური — 2044 მ³/წმ, მინიმალური — 12 მ³/წმ. შესართავის ოლქი (ფართობი 1400 კმ²) მოიცავს ქვემო მურეის კალაპოტს, ალეგზანდრინისა და ალბერტის მტკნარწყლიან ტბებს, კურონგის ლაგუნას (სიგრძე 100 კმ-ზე მეტი, სიგანე 100 მ-დან 5 კმ-მდე), რომელიც ენკაუნტერის ყურისგან გამოყოფილია იანგჰაზბენდის ნახევარკუნძულით (120 კმ სიგრძისა და 2–3 კმ სიგანის ვიწრო ცელა). სერ-რიჩარდისა (შესართავის ოლქიდან ჩრდილო-დასავლეთით) და იანგჰაზბენდის (სამხრეთ-დასავლეთით) ნახევარკუნძულებს შორის მოქცეულია ვიწრო სრუტე — მურეის უშუალო გასასვლელი ოკეანეში, რომელიც ჩვეულებრივ მდინარის შესართავად ითვლება. ენკაუნტერის ყურეში მოქცევათა უდიდესი ნიშნული 2,2 მ-ია, შესართავში — 1,3 მ. კურონგის ლაგუნა ფრინველთა საბინადრო და საბუდარი ადგილია, კერძოდ ავსტრალიური ვარხვების დიდი კოლონიისა. მურეის ჩამონადენის შემცირებამ ლაგუნაში წყლის მარილიანობის გაზრდა გამოიწვია, 1980-იანი წლებიდან მასში მნიშვნელოვნად შემცირდა გადამფრენ ფრინველთა და თევზის მრავალი სახეობის რაოდენობა.

მურეი
მდინარე მურეი
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
სათავე ავსტრალიის ალპები
სიგრძე 2530 კმ
აუზის ფართობი 1600 ათ. კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მურეი ვიკისაწყობში

მურეის ჩამონადენი რეგულირდება წყალსაცავებით, რომელთაგან უდიდესებია: დარტმუთი (3,9 კმ³), ჰიუმი, მალუეილა, ვიქტორია. ყველა წყალსაცავის დანიშნულებაა გაზაფხულზე მთებში თოვლის აქტიური დნობის დროს მომატებული დინების პერიოდში წყლის დაგროვება შემდგომში წლის მშრალ პერიოდებში (ზაფხული – შემოდგომა) გასახარჯად, წყლის გამოყენება მიწების მოსარწყავად, სამრეწველო და საქალაქო წყალმომარაგებისათვის, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და რეკრეაციის მიზნებისთვის. მდინარის რეჟიმს ასევე არეგულირებს მრავალი დაბალდაწნევიანი კაშხალი და რაბი. ჰიდროტექნიკური სისტემა „თოვლიანი მთები“ (აგებულია 1974 წელს), რომელიც მოიცავს წყალსაცავებს, ჰესებს, გვირაბებს ჩამონადენის გადასასროლად, მდინარეების მურეის, დარლინგისა და მარაბრიჯის შუამდინარეთის რწყვის საშუალებას იძლევა. მურეის ზემო წელზე მდებარეობს კოსციუშკოს ეროვნული პარკი. მდინარეზე განლაგებულია ქალაქები (დინების მიმართულებით) ოლბერი, ეჩუკა, სოუნ-ჰილი, მილდიურა, რენმარკი, მურეი-ბრიჯი, გულვა.

სქოლიო

Tags:

ავსტრალიაავსტრალიის ალპებიავსტრალიის დიდი ყურედარლინგი (მდინარე)ინგლისური ენაინდოეთის ოკეანეკოსციუშკომარამბიჯიცელა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი მიქაუტაძეფერნანდო მაგელანიკუთხესაქართველოს დამოუკიდებლობის დღებერძნული მითოლოგიასიოგუნიათი მცნებათბილისის ისტორიაბათუმის ბოტანიკური ბაღიკარტოფილიბახტრიონი (პოემა)მცხეთასანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)არაბობა საქართველოშითვალინილოსიელენე ხოშტარიარომის დაარსებააბსცისააშშ-ის ისტორიადავით IV აღმაშენებელისეფსისისტოიციზმიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდასაქართველოს პარლამენტინაღვლის ბუშტიდოფამინისიმკვრივეიუდაიზმინიკოლოზ ბარათაშვილისტუმარ-მასპინძელითემურლენგირუმინეთიასწლიანი ომიგეორგიევსკის ტრაქტატი23 აპრილითავისუფლება (ფილოსოფია)ადამიანის ჩონჩხიქრისტიანობამამუკა მდინარაძეკაცხის სვეტითამარ მეფემსოფლიო მიზიდულობის კანონირომბიცივი ომიდუბაილეკიანობაფრინველებიაკაკი წერეთელიმარჩბივი (ასტროლოგია)ლოცვა ეფრემ ასურისადავით IIIსაქართველოს სამეფოშვეიცარიადუბაის საამირომონანიება (ფილმი)აფხაზებიკლიმატიკილიმანჯაროაბრეშუმის ჭიაქართული ენამინერალების სიადისკრიმინაციაპუნიკური ომებიჟანრი ლოლაშვილიირაკლი კობახიძემეწყერიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველოს დაცული ტერიტორიებიდუნაიდეციმეტრიბაბილონიდიდი პანდარუსეთისისხლის მიმოქცევის სისტემაშუა საუკუნეებივერძი (ასტროლოგია)კონგო🡆 More