მრავალთავი

მრავალთავი, ძველი ქართული ლიტურგიკული კრებული, სადაც თავმოყრილია საუფლო და წლის დიდი საეკლესიო დღესასწაულებისათვის განკუთვნილი საკითხავები.

სახელწოდება, რომელიც პირველად დადასტურებულია „სინურ მრავალთავში“ (864), შეერქვა „ოთხთავის“ ანალოგიით. მრავალთავის ბერძნული მოდელია „პანეგირიკონი“, რომელიც თითქმის ყოველთვის შეიცავს ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ჰომოლიებს. მოგვიანებით ქართული მრავალთავი გამდიდრდა ჰაგიოგრაფიული მასალითაც.

მრავალთავი
მრავალთავი

ჩვენამდე მოღწეულია მრავალთავის 10 ხელნაწერი, მათ შორის აღსანიშნავია უძველესი მრავალთავის ფრაგმენტები (ხელნაწერი S-3902, ა. შანიძემ, 1927), „სინური მრავალთავი“ (გამოსცა ა. შანიძემ, 1959), „უდაბნოს მრავალთავი“ (ხელნაწერი A -1109), „სვანური მრავალთავი“ (X საუკუნე, ხელნაწერი A-19), „პარხლის მრავალთავი“ (X საუკუნე, ხელნაწერი A-95), „კლარჯული მრავალთავი“ (ხელნაწერი A-144) და სხვა. მრავალთავის ყველა ნუსხა ნაკლულია. სავარაუდოა, რომ მრავალთავი თავდაპირველად შეიცავდა 228 დასახელების 480 ტექსტს. ი. აბულაძისა და აკაკი შანიძის გამოკვლევების მიხედვით, მრავალთავის საკითხავთა კოლექცია ეკუთვნის ქართულ თარგმანთა უძველეს ფენას. მრავალთავი თარგმნილია ბერძნულიდან, ნაწილი სომხურიდან, უფრო მცირე ნაწილი — სირიულიდან და არაბულიდან. მრავალთავების ენობრივ-ტექსტოლოგიური ანალიზი და ვარიანტთა დიდი სახესხვაობა მოწმობს, რომ VI-VII საუკუნეებში საქართველოში დიდი რაოდენობით უნდა ყოფილიყო გავრცელებული ამ ტიპის კრებულები. ქართულმა მრავალთავებმა რიგ შემთხვევაში ბერძნულზე უკეთ შემოგვინახა ორიგინალის სახე, ზოგჯერ კი მხოლოდ ქართული ძეგლების მიხედვით შეიძლება დაკარგული ბერძნული მოდელის აღდგენა (მაგ., პეტრე იერუსალიმელის, ბარნაბა იერუსალიმელის, ეპიფანე კვიპრელის, იუსტინე კეისრის, კირილე იერუსალიმელის, იოანე ოქროპირის საკითხავები, წინდა ნინოს სახელით ცნობილია ჰომილიები და სხვა). კრებულის იერუსალიმურ წარმომავლობას გვიდასტურებს როგორც საკითხავების ავტორთა ვინაობა, ისე მრავალთავებში დაცული ლიტურგიკული წელიწადის რიგი, რომელიც დიდ მსგავსებას ავლენს უძველესი ქართულ იადგარების, ლექციონარისა და იოანე-ზოსიმეს კალენდრებთან. ჩანს, V საუკუნეში არსებობდა ერთიანი იერუსალიმური კალენდარული წესი, რომელიც აისახა ძველ ლიტურგიკული ძეგლების ქართულ ტარგმანებში უახლესი გამოკვლევების მიხედვით, მრავალთავების ქართულად თარგმნისა და გავრცელების ხანად ვახტანგ გორგასლის ეპოქა უნდა ვივარაუდოთ და, ამდენად, თვით მრავალთავი ქართული თარგმნით ლიტერატურის ერთ-ერთ უძველეს ძეგლად მივიჩნიოთ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დათა თუთაშხია (ფილმი)YouTubeბალისტიკაისრაელ-ჰამასის ომი (2023)საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020აკაკი წერეთელისიონიზმიიური გაგარინისტოკჰოლმის სინდრომიდედამიწის დღექიოსემ სულთანიზვიად გამსახურდიააუტიზმიფიოდორ დოსტოევსკიჯაბა კანკავათბილისის მეტროპოლიტენიბარბარიზმინეპალირუსუდანიიულიუს კეისარისაქართველოს თავდაცვის ძალებიიაპონიალიეტუვაანანურის ციხეწყალიქვეყნების სიაორალური სექსირიცხვითი სახელიEuropebetკაპიტალიზმიგათენებამდე (ტელესერიალი)კანონი (ნორმატიული აქტი)თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრინაკიანი წელიწადიბაყაყურაცხელი ძაღლიკლასიკური მუსიკაგიორგი ქოჩორაშვილიედუარდ შევარდნაძეგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამგელიდემეტრე II თავდადებულიდუბაიჯიქიჰიპოთეზაებრაელებინატურალური რიცხვიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვავულკანური კრატერიაღდგომაბალისტიკური რაკეტათბილისისალადინიკახა კალაძემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითნოე ჟორდანია24 აპრილიპითაგორას თეორემაალავერდინახშირწყლებიინდონეზიაფემინიზმიიერუსალიმითამარ მეფეამფიბიებიანტარქტიდასაქართველოს ბრძოლების სიატიფლისი (ტელესერიალი)ქრისტიანობამერაბ კოსტავაქალწული (ასტროლოგია)ობობებისტუმარ-მასპინძელიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათევზებიიაკობ გოგებაშვილიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)დავით გურამიშვილი🡆 More