მოტოციკლი — ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს ორი ან სამი ბორბალი.
მოტოციკლები გამოიყენება როგორც სამგზავოდ ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით. მოტოციკლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა მსოფლიოში, მათი საერთო რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 1000 ადამიანზე 33 მოტოციკლი მოდის. მოტოციკლების საერთო რაოდენობის 58% თავმოყრილია განვითარებად ქვეყნებში. ხოლო 33% იაპონიასა და აშშ–ში.
პირველი მოტოციკლი შეიქმნა 1885 წელს გერმანიაში. გერმანელი გამომგონებლების: გოთლიბ დაიმლერის და ვილჰელმ მაიბახის მიერ. პირველი მოტოციკლი უსაფრთხოების კუთხით ველოსიპედისაგან არ განსხვავდებოდა.
პირველ მსოფლიო ომამდე მოტოციკლების უმსხვილესი მწარმოებელი იყო ინდოეთი ოცი ათასი მოტოციკლი წელიწადში. 20-იან წლებში ეს პატივი გადავიდა ჰარლი-დევიდსონის ხელში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ BSA ჯგუფი გახდა უმსხვილესი მიმწოდებელი, 75000 მოტოციკლი წელიწადში.
XXI საუკუნეში მოტოციკლების ინდუსტრიაში დომინირებს იაპონური მწარმოებლები, რომლებიც გარდა დიდი სიმძლავრის მოტოციკლებისა, ასევე უშვებენ მოტოციკლებს მცირე მოცულობის ძრავებით, დაახლოებით 300კ/ს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მოტოციკლი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.