მოლდოვის ქალაქების სია ან მოლდოვის ქალაქები — მოლდოვის ქალაქის ოფიციალური სტატუსის მქონე დასახლებული პუნქტები.
მოლდოვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 100-ე სტატია ქალაქს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად განსაზღვრავს. ნომერ 764-ე კანონის (27.12.2001) მე-6 სტატიაში, „მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ“ ნათქვამია, რომ ქალაქი წარმოადგენს სოფელთან შედარებით ეკონომიკურად და სოციალურ-კულტურულად უფრო განვითარებულ დასახლებას, რომელიც აერთიანებს საქალაქო დასახლებას, აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საწარმოო ან სავაჭრო სტუქტურები, ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი დაკავებულია სამრეწველო წარმოებაში, მომსახურების სფეროში, ინტელექტუალური საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებში, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
კანონი ქალაქის მუნიციპალიტეტად აღიარების შესაძლებლობას იძლევა. მუნიციპალიტეტი — ქალაქური სახის, დასახლების პუნქტი, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცხოვრებაში და აქვს მნიშვნელოვანი სავაჭრო სტრუქტურები, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებები. ასეთი სტატუსი მიკუთვნილია ქალაქებისთვის: კიშინიოვი, ბელცი, ბენდერი, კომრატი, ტირასპოლი.
სულ მოლდოვაში 66 ქალაქია, რომლებშიც 1854.9 ათასი ადამიანი ცხოვრობს. უმრავლესობას შეადგენენ ქალაქები 10 ათას მაცხოვარზე ნაკლები რაოდენობით — 30 ქალაქი, 10 ათასიდან 20 ათასამდე მაცხოვრით — 21 ქალაქი, 20 ათასიდან 50 ათასამდე მაცხოვრით — 11 ქალაქი, 50 ათასიდან 100 ათასამდე მაცხოვრით — 3 ქალაქი. ქვეყნის უდიდესი ქალაქია — 671.8 ათას მაცხოვრიანი დედაქალაქი კიშინიოვი.
ქვემოთ მოცემულ სიაში ჩამოწერილია მოლდოვის რესპუბლიკის ყველა ქალაქი. ჩამონათვალი შეიცავს ინფორმაციას მოსახლეობის რაოდენობის, ფართობის, დასახლების დაარსების თარიღის და გეოგრაფიული კოორდინატების შესახებ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მოლდოვის ქალაქების სია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.