მეჰელის ცხვირნალა

მეჰელის ცხვირნალა (ლათ.

Rhinolophus mehelyi) — ხელფრთიანების სახეობა ცხვირნალისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში. დამახასიათებელია საშუალო ზომა, ფერმკრთალი ტუჩები და მონაცისფრო-მოყავისფრო ყურები. ბეწვი შედარებით ხშირია, მონაცისფრო-მოთეთრო ფერისაა.

მეჰელის ცხვირნალა
მეჰელის ცხვირნალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rhinolophus mehelyi
დაცვის სტატუსი
მეჰელის ცხვირნალამოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 19519
გავრცელება
მეჰელის ცხვირნალა

მუცლის ბეწვი თითქმის მთლინად თეთრია, ხოლო ზურგისა — მონაცისფრო-მოყავისფრო. მკვეთრად არის გამოყოფილი ზურგისა და მუცლის მხარეები. სხეულის სიგრძე 5,5-6,4 სმ, წონა 10-18 გრ. ფრთების შლილი 33-34 სმ. გამოქვაბულების ბინადარია, უპირატესობას ანიჭებს კირქვიან ადგილებს, იქ სადაც წყალია. მეჰელის ცხვირნალა როგორც ცნობილია, ბუდობს სხვა ნალცხვირა ღამურებთან ერთად. თავისუფლად არის ჩამოკიდებული მღვიმეების ჭერზე. სანადიროდ გამოდის მობინდებისას, მსხვერპლს იჭერს დაბლა მიწაზე, აგრეთვე ბუჩქებსა და ხეებზე.

გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონებში. გვხვდება ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, სერბია და ჩერნოგორიაში, მაროკოში, ტუნისში, ეგვიპტეში, ალჟირში, ლიბიაში, თურქეთში, კვიპროსში, ირანში, ერაყში, ისრაელში, იორდანიაში, ავღანეთში. მეჰელის ცხვირნალა გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ, მცხეთის მიდამოებში. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.

სახელი ეწოდა უნგრელი ზოოლოგის ლაიოშ მეჰელის (1862-1953) პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აღმოსავლეთი ევროპაახლო აღმოსავლეთილათინური ენაცხვირნალისებრნიხელფრთიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკეთრიდისკრიმინაციადიმიტრი სამხარაძესაშოჩინეთიფოთიცადამაყვანათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრინაციონალური საკალათბურთო ასოციაციასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიწალკალადო ასათიანიწნევაევროპა-აზიის საზღვარიქალწული (ასტროლოგია)ერთა ლიგაჩარლი ჩაპლინიეზიდებიშრი-ლანკასაქართველოს სამოქალაქო ომიპარაცეტამოლიენერგიატრეფიკინგიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაქართული ენაპრიზმაქართული სამზარეულოწინადაცვეთახორვატიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხმელთაშუა ზღვაარაბობა საქართველოშიარაბთა გაერთიანებული საამიროებისაუდის არაბეთიკორნელი კეკელიძელიბერალიზმისტერეოტიპილეონარდო და ვინჩილიტრიბიბლიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)გიორგი ჩაკვეტაძემტირალას ეროვნული პარკისანტიმეტრითემურლენგიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისაქართველო XV საუკუნეშიქართული ღვინოსაქართველოს დაცული ტერიტორიებიდემოკრატიატოლერანტობაანბანიბორჯომიNBA-ის პლეი-ოფინატურალური რიცხვიაბო თბილელის წამებაქუთაისიმაჰმადიქართული დამწერლობასვანური კოშკიდემეტრე II თავდადებულიFacebookმსოფლიოს შვიდი საოცრებაპირველი რესპუბლიკის მოედანიოქროს საწმისიგიორგი მამარდაშვილიშიდსიბორჯღალაგაპიროვნებატაივანიბიპოლარული აშლილობასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისმიხეილ ჯავახიშვილი🡆 More