მეცხვარეობა

მეცხვარეობა — მეცხოველეობის დარგი, რომლის ამოცანაა ცხვრის მოშენება ძვირფასი ნედლეულისა (მატყლი, მაჟდაკი, ტყავი) და საკვები პროდუკტების (ხორცი, რძე, ქონი) მისაღებად.

მატყლისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი ქსოვილი, ნოხი, ნადაბი, ქეჩა, ცხვრის ტყავისაგან — ქურქი და ბეწვეული, რძისაგან — მაღალი ხარისხის ყველი (თუშური, როქფორი, პიკარინო, ბრინზა და სხვა ნაწარმი).

მეცხვარეობა
ცხვარი პატაგონიაში, არგენტინა
მეცხვარეობა
ავსტრალიური მერინოსი

მეცხვარეობას დასაბამი მიეცა წინა ისტორიულ პერიოდში, როდესაც ადამიანმა გამოიყენა მოშინაურებული ცხვრის პროდუქტები. შინაური ცხვრის წინაპარს (გარეულ ცხვარს) მატყლი არ აქვს. მსოფლიოში დღეისათვის გავრცელებულ 500-ზე მეტ ცხვრის ჯიშიდან მხოლოდ 43-ს არ აქვს მატყლი. უმატყლო ცხვრისაგან შერჩევის გზით მიიღეს უხეშმატყლიანი ცხვარი. ახალ წელთაღრიცხვაზე რამდენიმე საუკუნით ადრე მცირე აზიაში გამოიყვანეს წმინდა და ნახევრადწმინდა მატყლიანი ცხვარი; შუა აზიაში ხალხური სელექციით გამოიყვანეს ადრემწიფადი ცხვრის ერთგვაროვანგანმატყლიანი ჯიშები, რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ნახევარწმინდამატყლიან სახორცე-სამატყლე მეცხვარეობას.

ძირითადი პროდუქტების მიხედვით არჩევენ წმინდამატყლიან, ნახევრადწმინდამატყლიან, ნახევრადუხეშმატყლიან და უხეშმატყლიან მიმართულებებს. მათში განასხვავებენ სახორცე-სამატყლე, სამატყლე-სამაჟდაკე, სამატყლე-სახორცე-სარძეო და სხვა მიმართულებებს.

საქართველოში მეცხვარეობა წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. ბუნებრივი სავარგულების რაციონალური გამოყენების შესაბამისად, ძველთაგანვე ჩამოყალიბდა 3 სისტემა: სამრეწველო-მომთაბარე, სამრეწველო-სტაციონარული და სამომხმარებლო-საკარმიდამო. პირველი გავრცელებულია თუშეთში, კახეთში, ხევსურეთში, მთიულეთში, ქართლში; მეორე — მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში; მესამე — ძირითადად დასავლეთ საქართველოში. ძველი ქართული ცხვრის შეჯვარებით ცაკელთან და დუმიან (ცხიმკუდიან) ჯიშებთან ხალხური სელექციის გზით შეიქმნა თუშური ცხვარი, რომელმაც გავლენა მოახდინა ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ცხვრის ჯიშებზე. დასავლეთ საქართველოში ხალხური სელექციის გზით შეიქმნა იმერული ცხვარი.

ლიტერატურა

Tags:

მატყლიმეცხოველეობარძეყველიშინაური ცხვარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანა კალანდაძეგველის-მჭამელიარსებითი სახელინილოსიტყეფონეტიკაგიორგი IV ლაშაგერმანიაფემინიზმინორვეგიაგოგირდიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიმერწყულიიმერეთინატვრის ხე (ფილმი)ცივი ომიბუკონსერვატიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგაერთიანებული ერების ორგანიზაციააბრეშუმის ჭიამედუზებიკავკასიამზე22 აპრილი21 აპრილიჯვაროსნული ლაშქრობებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიტუბერკულოზიMemento moriტიფლისი (ტელესერიალი)ჯინსების თაობაკახეთის მხარესაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობასიონის ტაძარიამეთვისტოარაპენეტრაციული სექსიშუა საუკუნეებიქართლის გაქრისტიანებაქართლიდედოფალადემეტრე Iჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაარწივიწითელასარკაზმისაჭმლის მომნელებელი სისტემაღვიძლიტრაპეციაჩინეთის დიდი კედელიბრაზილიაჯაყოს ხიზნებიგაპიროვნებანოე ჟორდანიააჭარის ისტორიააგნოსტიციზმისაქართველოს სახელმწიფო დროშაკოლიბრებიმარიამ მეგვიპტელითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიუილიამ შექსპირიხატია დეკანოიძეაფრიკის ქვეყნების სიაეროზიააჭარააფხაზეთის ომი (1992-1993)მასონობაეთიოპიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიგეოპოლიტიკაფეხბურთის წესებინახშირწყლებიგიორგი XIIმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშითბილისის მეტროსადგურების სიანარკოტიკიდინოზავრებიგამარჯვების დღებენიტო მუსოლინი🡆 More