მესამე დასი

მესამე დასი — პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

ისტორია

შეიქმნა 1892 წლის დეკემბრის დამლევს ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით გამართულ ზესტაფონის კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეგნატე ნინოშვილი, მიხა ცხაკაია, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი, ილია კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, ე. ვაწაძე, რ. კალაძე, არსენ წითლიძე, ისიდორე კვიცარიძე.

კრებამ უარყო ნოე ჟორდანიას მიერ შედგენილი ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის პროგრამის პროექტი და მიიღო ამ დროს ვარშავაში მყოფი ფილიპე მახარაძის წერილობითი წიდადადება სოციალ-დემოკრატიული პროგრამის შემუშავების შესახებ. საბოლოოდ ნოე ჟორდანიამ მოამზადა მესამე დასის პროგრამა, რომელიც პირველად საჯაროდ წაიკითხა სილიბისტრო ჯიბლაძემ 1894 წლის მაისში, ეგნატე ნინოშვილის დაკძრალვაზე, სოფელ ჩანჩეთში.

დასში არსებობდა კონსენსუსი სოციალური საკითხების მიმართ. შიდა დისკუსიების და დაპირისპირების საგანი იყო ეროვნული საკითხი. ამ საკითხზე მესამე დასში ოთხი პოლიტიკური მიმართულება არსებობდა. ერთი ინტერნაციონალისტური მიმართულება სრულიად უარყოფდა ეროვნულ საკითხს და ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ყოველგვარ დანაწილებას და ავტონომიებს. ამ მიმართულების ლიდერი იყო ირაკლი წერეთელი. მეორე, უფრო ზომიერი პოზიცია ეჭირა ნოე ჟორდანიას, რომელიც აღიარებდა ეროვნული საკითხის მნიშვნელობას. მესამე მიმართულების ლიდერი იყო აკაკი ჩხენკელი, რომელიც უფრო აქტიურად აყენებდა ეროვნულ საკითხს. მისი მიდგომა ემყარებოდა ევროპული, განსაკუთრებით, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიების პლატფორმებს. ავტონომისტური მიმართულება ეჭირა ვლადიმერ დარჩიაშვილს, რომლის ხედვები მოიცავდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტონომიას. მისი ხედვები დასის ძირითადი ხაზის იდეებისგან ძალზე დაშორებული აღმოჩნდა, რის გამოც დარჩიაშვილი ფაქტობრივად პარტიის სხვა ლიდერებისგან გარიყული აღმოჩნდა. მესამე დასში აგრეთვე გაერთიანებული იყვნენ რადიკალი მარქსისტებიც. ამ მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ალექსანდრე წულუკიძე. 1903 წლის შემდეგ ამ მიმართულების მიმდევრები ლენინიზმის მხარდამჭერებს შეუერთდნენ.

იხილეთ აგრეთე

ლიტერატურა

  • ლომაშვილი ფ., გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 596—597.
  • ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მესამე დასი ისტორიამესამე დასი იხილეთ აგრეთემესამე დასი ლიტერატურამესამე დასი რესურსები ინტერნეტშიმესამე დასი სქოლიომესამე დასიამიერკავკასიასაქართველოსოციალ-დემოკრატია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვნების კვირამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაალკოჰოლური სასმელისაქართველო XVIII საუკუნეშისამკუთხედიმერაბ კოსტავაისრაელიფეხბურთიშოთა რუსთაველიფერნანდო მაგელანიკანონი (ნორმატიული აქტი)საქართველოს სოფლებიგერმანიაგიორგი ანწუხელიძემართლმადიდებლობასაქართველო XIII საუკუნეშიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ჰიდრავლიკანარკოტიკივაჟა-ფშაველაზუგდიდიდუნაივენერაიასამანიბატონებიგლობალიზაციაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოხეოფსის პირამიდაქართული ვაზის ჯიშებიუდაბნო69 (სექსუალური პოზა)აზერბაიჯანიმასტურბაციასოკოებიეპითეტიგისტოლასისხლის მიმოქცევის სისტემალომი (ასტროლოგია)ბერძნული მითოლოგიაზაქარია ფალიაშვილინეიმარიჯიმარაწიგნი სიბრძნე სიცრუისადედამიწაოპერაკლიმატის ცვლილებაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ზაფხულიკილომეტრისინონიმებიდავით IV აღმაშენებელიფილოსოფიაინგლისიიტალიადედამიწის ისტორიაბაგრატიონებიელ კლასიკოთეიმურაზ Iზამთარიდისკრიმინაციაალექსანდრე I დიდისულხან-საბა ორბელიანიაღმოსავლეთი საქართველოღამურახმოვანიფინეთითბილისიკვიპროსიასურეთიქუთაისიგურიატაო-კლარჯეთიგამარჯვების დღეკაცია-ადამიანი?!არგონავტებიალექსანდრე მაკედონელი🡆 More