მერილ სტრიპი

მერი ლუის სტრიპი (ინგლ.

Mary Louise Streep), უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი (ინგლ. Meryl Streep) (დ. 22 ივნისი, 1949) — ამერიკელი კინო, თეატრისა და ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ სამგზის ლაურეატი.

მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი 2014 წელს
დაბადების სახელი მერი ლუის სტრიპი
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1949 (1949-06-22) (74 წლის)
ნიუ-ჯერსი, აშშ
რეზიდენცია სოლსბერი, კონექტიკუტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1971-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ჯონ კაზალე (1976-78)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)
საუკეთესო მსახიობი ქალი
სოფის არჩევანი (1982)

რკინის ლედი (2011)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
ფრანგი ლეიტენანტის ქალი (1981)
სოფის არჩევანი (1982)
რკინის ლედი (2011)
საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში
ეშმაკი ატარებს პრადას (2006)
ჯული და ჯულია (2009)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)

ადაპტაცია (2002)
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში
ფრანგი ლეიტენანტის ქალი (1981)

რკინის ლედი (2011)

ბიოგრაფია

რეკლამების მსახიობი მერი სტრიპისა და ფარმაცევტი ჰარი ვილიამ სტრიპის ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში. სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული ფესვები ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა. ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.

მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში „სევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში „ჯულია“ ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან. სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო „ირმებზე მონადირე“ (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ეს ჯილდო მან მომდევნო წელს აიღო ფილმისათვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო მინისერიალისთვის: „განადგურება“. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. 1982 წელს კი მან უკვე მთავარი როლისთვის მიიღო ოსკარი ფილმში „სოფის არჩევანი" განსახიერებული სოფი ზავისტოვკის როლში.

2002 წელს თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი დაუბრუნდა თეატრს, სადაც ითამაშა სპექტაკლში „თოლია“. იმავე წელს სტრიპმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ადაპტაცია“ და საათები“. ორივე როლისთვის მან კრიიკოსთა მოწონება და ჯილდოები დაიმსახურა.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1977 ჯულია Julia ანა მარი
1978 ირმებზე მონადირე The Deer Hunter ლინდა
1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ Kramer vs. Kramer ჯოანა კრამერი
1979 მანჰეტენი Manhattan ჯილ დეივისი
1981 ფრანგი ლეიტენანტის ქალი The french lieutenant's woman სარა/ანა
1982 სოფის არჩევანი Sophie's Choice სოფი ზავისტოვსკი
1983 სილქვუდი Silkwood კარენ სილქვუდი
1984 შეყვარებულები Falling in Love მოლი ჯილმორი
1985 აფრიკიდან Out of Africa კარენ ბლიქსენი
1987 ნარშავა Ironweed ჰელენ არჩერი
1988 ყვირილი სიბნელეში A Cry in the Dark ლინდა ჩემბერლენი
1989 ეშმაკი ქალი She-Devil მერი ფიშერი
1990 ბარათები უფსკრულის ნაპირიდან Postcards from the Edge სუზან ვეილი
1992 სიკვდილი ხდება მისი Death Becomes Her მადელინ ეშტონი
1995 მედისონის ოლქის ხიდები The Bridges of Madison County ფრანჩესკა ჯონსონი
1996 მარვინის ოთახი Marvin's Room ლი
1998 ჭეშმარიტი ღირებულებები One True Thing კეიტ გულდენი
1999 გულის მუსიკა Music of the Heart რობერტა გასპარი
2002 ადაპტაცია Adaptation სუზან ორლინი
2002 საათები The Hours კრისტინა ვოგანი
2004 მანჯურიის კანდიდატი The Manchurian Candidate სენატორი ელეანორ შოუ
2004 ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა Lemony Snicket's A Series of Unfortunate Events დეიდა ჯოზეფინა
2006 ეშმაკი ატარებს პრადას The Devil Wears Prada მირანდა პრისლი
2008 მამა მია! Mamma Mia! დონა შერიდანი
2008 ეჭვი Doubt და ალოიზ ბუვიე
2009 მარტივი სირთულეები It's Complicated ჯეინ ადლერი
2009 ჯული და ჯულია Julie & Julia ჯული ჩაილდი
2011 რკინის ლედი The Iron Lady მარგარეტ ტეტჩერი
2012 იმედის ნაპერწკლები Hope Springs კეი სოემსი
2013 აგვისტო: ოსეიჯის ოლქი August: Osage County ვაიოლეტ ვესტონი
2014 მიმცემი The Giver უფროსი უხუცესი
2014 ადგილობრივი The Homesman ალთა კარტერი
2014 ტყეში Into the Woods ჯადოქარი
2015 რიკი და ფლეში Ricki and the Flash რიკი
2015 სუფიტრატი Suffragette ემელინ პანკჰურსტი
2015 Shout Gladi Gladi Shout Gladi Gladi მთხრობელი
2016 ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი Florence Foster Jenkins ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი
2017 ჩვენი აღზევება We Rise მთხრობელი
2017 კარის მცველები Little Door Gods მთხრობელი
2017 ფოსტა The Post კატერინა გრეჰემი

ჯილდოები

კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით „ირმებზე მონადირე“ რობერტ დე ნიროსთან და „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს სამი ოსკარი, რვა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი BAFTA-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 19 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოთხსენებული კინოჯილდო.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

მერილ სტრიპი დანიშნული იყო „ირმებზე მონადირის“ ვარსკვლავზე, ჯონ კაზალეზე, სანამ ეს უკანასკნელი არ გარდაიცვალა ძვლის კიბოთი 1978 წლის 12 მარტს. ამავე, 1978 წლის სექტემბერში მერილი დაქორწინდა მოქანდაკე დონ გამერზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრი იგივე ჰენკი (დაბადებული 1979 წელს), მერი ვილა იგივე მამი (დაბადებული 1983 წელს), გრეის ჯეინი (დაბადებული 1986 წელს) და ლუიზა ჯაკობსონი (დაბადებული 1991 წელს). მამი გამერმა პროფესიად მსახიობობა აირჩია და მისი დებიუტი 2005 წელს შედგა სპექტაკლში „მისტერ მარმელადი“, სადაც ლუსის როლი ითამაშა, ბროდვეიზე, ლაურა პელსის თეატრში.

რესურსები ინტერნეტში

მერილ სტრიპი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

მერილ სტრიპი ბიოგრაფიამერილ სტრიპი ფილმოგრაფიამერილ სტრიპი ჯილდოებიმერილ სტრიპი პირადი და ოჯახური ცხოვრებამერილ სტრიპი რესურსები ინტერნეტშიმერილ სტრიპი სქოლიომერილ სტრიპი194922 ივნისიინგლისური ენაოსკარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლევან თედიაშვილიგია ყანჩელიეკვატორიზვიგენებიბახტრიონის ბრძოლატროპიკული ტყეებიინდონეზიური სამზარეულოუჯრედიკაზრეთიოაზისიტაილანდიმალდივის რესპუბლიკის სამზარეულოდისკრიმინაციავიეტნამიკონტინენტიმცენარეებიაკაკი წერეთელიმსოფლიოს მოსახლეობაამირანი (მითოლოგია)სასწორი (ასტროლოგია)წიწვოვნებიჰიპერბოლა (ენა)მთაპოლონეთიემპათიაშოვინიზმიჭინჭარიმორალინაპოლეონ ბონაპარტისულხან-საბა ორბელიანიმცხეთა-მთიანეთის მხარექეთო და კოტე (ფილმი)წრეწირიელინიზმიილია IIევერესტიმონანიება (ფილმი)მეგრული ენანარკოტიკიმზელუდვიგ ვან ბეთჰოვენიშუშანიკის წამებაკავკასიაისლანდიასამხრეთის ოკეანედიოკლეტიანემერაბ დვალიშვილიქართული საბჭოთა ენციკლოპედიადედამიწანივთიერებაქართული მითოლოგიაედუარდ შევარდნაძერიჩარდ როჯერსიკავკასიონიოცდაათწლიანი ომიინგლისის რევოლუციადემეტრე Iგოდერძი ჩოხელიბუნებრივი გადარჩევასისხლირომეო და ჯულიეტარომის რესპუბლიკაფაშიზმისოხუმიისრაელიეგვიპტის მუზეუმი (კაირო)საქართველოს დამოუკიდებლობის დღეგარემოს დაბინძურებაჰექტარირომივაჟა აზარაშვილიმეგობრობაქუთაისიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაავსტრიაუილიამ შექსპირისაქართველო XVIII საუკუნეშიტერენტი გრანელი🡆 More