გამომცემლობა მერანი

„მერანი“ — როგორც საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამომცემლობა დაარსდა 1921 წელს თბილისში.

1925-1931 წლებში გამომცემლობას ეწოდებოდა „ქართული წიგნი“, 1932-1942 — „ფედერაცია“, 1943-1962 — „საბჭოთა მწერალი“. 1963 წელს გამომცემლობები „საბჭოთა მწერალი“, „ზარია ვოსტოკა“ და „ხელოვნება“ გაერთიადნენ ერთ დიდ გამომცემლობად და ეწოდა „ლიტერატურა და ხელოვნება“, რომელსაც 1968 წელს, გამომცემლობა „ხელოვნების“ გამოყოფის შემდეგ, დაერქვა „მერანი“. გამომცემლობას ჰქონდა ქართული და რუსული რედაქციები. „მერანის“ პერიოდული გამოცემები იყო ალმანახები „კრიტიკა“ და „საუნჯე“.

გამომცემლობა მერანი
გამომცემლობის შენობა.

შენობა

გამომცემლობა „მერანი“ თბილისში, რუსთაველის გამზირის N42-ში მდებარეობს.

შენობა, რომელშიც უწინ გაზეთის „ზარია ვოსტოკა“ რედაქცია იყო მოთავსებული 1926-30 წლებში აიგო არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით და კონსტრუქტივიზმის ნიმუშს წარმოადგენს.

შოთა რუსთაველის გამზირზე ნაგებობის ოთხსართულიანი ნაწილი გამოდის, რომელიც ერთიანი დიდი ჰორიზონტალური სარკმლებით არის განხსნილი. რუსთაველის შესახვევისკენ შენობა ხუთსართულიანი ნაწილით არის მიმართული, მისი ფართო სწორკუთხა ღიობების რიტმს ბოლო სართულის შეისრული თაღები ასრულებს.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0

Tags:

საუნჯე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლავრენტი ბერიაბაყაყიკავკასიამადაგასკარინოდარ დუმბაძევულკანიბუნებრივი რესურსებიბიოლოგიური სისტემატიკაკარტოფილიგაზაფხულისაქართველო XVII საუკუნეშიხინკალისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024გიორგი II (საქართველოს მეფე)ჩუტყვავილაკრასუსირამადანიმელაისლამიაია-სოფიას ტაძარისქესობრივი აქტიიერუსალიმიუფლისციხემტკვარიგიორგი V ბრწყინვალენიკო ნიკოლაძესოლომონ Iმენსტრუაციარუსეთ-საქართველოს ომი (2008)მერაბ კოსტავაკანონიერი ქურდიდუბაის საამიროთერგდალეულებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ყიზილბაშებიიოანე კლემაქიალექსანდრე ჭავჭავაძეგოგირდიქრისტეფორე კოლუმბინაკრძალისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისვანეთიადამიანიმშვილდოსანი (ასტროლოგია)უქმე დღეები საქართველოშითევდორე კველთელიბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალიკახი კავსაძესოციალიზმიმგელიკვადრატული კილომეტრისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში9 აპრილის ტრაგედიაჯაყოს ხიზნებიარაგვიქაქუცა ჩოლოყაშვილიმართლმადიდებლობაპი (რიცხვი)ელინიზმივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალითხის რქა (ასტროლოგია)ნიჰილიზმიქართვლის დედაფოტოსინთეზიიოანე-ზოსიმეხევისბერი გოჩარუსთავიირაკლი ჩარკვიანიდედოფალასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიძალასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიაბას I (ირანი)ნოე ჟორდანიანიუტონის კანონებისალადინი🡆 More