მელიტონ ბარათაშვილი

მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი (დ.

1795, თბილისი — გ. 1860, ოსიაური, ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თარჯიმანი, სახელმწიფო მოხელე, რომანტიკოსი პოეტის - ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის მამა.

ბიოგრაფია

მელიტონ ბარათაშვილი 
მელიტონ ბარათაშვილის საფლავი სოფელ ოსიაურში

მელიტონ ბარათაშვილი, ბარათაშვილთა გვარის შთამომავალი, არ იყო მდიდარი მემამულე. იგი გამოირჩეოდა ხელგაშლილობით, პურადობით და როგორც მისი ცოლის, ეფემია ორბელიანის ძმა გრიგოლ ორბელიანი აღნიშნავს, იყო ,,მყვირალა და ანჩხლი". მელიტონის მამა, ნიკო ბარათაშვილი (გარდ. 1803 წელს) ანტირუსული ორიენტაციის პიროვნება იყო და არ შერიგებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ამიტომ მან მრავალჯერ დაიმსახურა იმპერიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალების რისხვა. მელიტონი კი შემრიგებლური პოლიტიკით გამოირჩეოდა. ის კარგად ფლობდა რუსულსა და აღმოსავლურ ენებს, ამიტომ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ახერხებდა. მან ჯერ მაიორის ჩინს მიაღწია, ხოლო შემდეგ სამოქალაქო სამსახურში გადაინაცვლა. უმუშავია საიდუმლო მრჩევლადა და თარჯიმნად, ხოლო შემდგომ თბილისის თავადაზნაურთა წინამძღოლადაც დაწინაურებულა. მელიტონი 1837 წელს საქართველოში ჩამობრძანებული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის თარჯიმანიც ყოფილა. მელიტონს ორი ვაჟი (ნიკოლოზ ბარათაშვილი და დავითი, რომელიც მცირეწლოვანი გარდაცვლილა) და ოთხი ქალიშვილი (ეკატერინე, ბაბალე, ნინო (ნინუცა), სოფიო (აპლიპუტილა) ჰყოლია. მელიტონ ბარათაშვილი 1860 წლის ზამთარს, ოსიაურში, ქალიშვილის, ბაბალე და დიმიტრი ვეზირიშვილის ოჯახში, ვეზირიშვილების სასახლეში ატარებდა და იქვე გარდაცვლილა. იგი დაკრძალულია სოფელ ოსიაურის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

  • „ლიტერატურის ისტორია“, თბილისი, „საქართველოს მაცნე“, 2013, გვ. 40-41

Tags:

17951860თბილისიოსიაურიქართველებიხაშურის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერეკლე IIცადამაყვანამტკვარიუფლისციხეჰემოფილიანერვული სისტემასაქართველო IV საუკუნეშიზაფხულიშველინატურალური რიცხვისაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიდავითგარეჯაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითუცხოური აგენტების კანონიზმნიზედაალავერდიარგონავტებიარსებითი სახელიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმორალიკაცხის სვეტისაქართველოს დაცული ტერიტორიებიირლანდიალიტრისაქართველო XVIII საუკუნეშიმენსტრუაციადეციმეტრირუსთავიგიორგი VII (საქართველოს მეფე)გიორგი IV ლაშაკავკასიური ნაგაზიზვავიიაპონიაფინეთიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიკუთხეკილომეტრიარაბთა სახალიფომარო მაყაშვილითბოგამტარობაადმირალი (პეპელა)მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითაია-სოფიას ტაძარიერლინგ ჰოლანისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეძველი ეგვიპტეჩინეთიპითაგორას თეორემასაჰარასპილოსებრნითბილისის ზღვახრესილის ბრძოლაგიორგი სააკაძეალექსანდრე დუგინიქანი (გეოლოგია)YouTubeპოლონეთიმსოფლიოს მოსახლეობავერცხლიკონსტანტინოპოლიჩარლი ჩაპლინითეთრი დათვიოლიმპიური თამაშებიგერგეტის სამების ეკლესიაავსტრალია (კონტინენტი)ევროპული საბჭოლიბერალიზმიხვიჩა კვარაცხელიამეწყერირესპუბლიკათხის რქა (ასტროლოგია)ექვთიმე თაყაიშვილივაჟა-ფშაველაცოტნე დადიანიკუბური მეტრი🡆 More