მაჭახელი

მაჭახელი, მიჭიხიანი — ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

მაჭახელი არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მაჭახელა.

ამჟამად მაჭახელი ორადაა გაყოფილი, მდ. მაჭახელის დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა საქართველოში.

მაჭახელი
მაჭახელი 1900-იანი წლების ერთვერსიან რუკაზე

გეოგრაფია

მაჭახელი იწყება სოფელ მაჭახლისპირიდან და მდებარეობს მდინარე მაჭახლისწყლის აუზში, რომელიც აჭარისწყლის მომდევნო ხეობაა ჭოროხის აუზში. მაჭახლისწყლის შენაკადებია: მინდიეთის წყალი და ეფრატის ღელე.

ისტორია

ამ მხარეში ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს დრომდე თითქმის უწყვეტად მოდის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მაჭახელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, ჭოროხის ხეობის მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მაჭახლის ხეობის წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული უძველეს ქართულ ხელნაწერ დოკუმენტში, რომელიც ცნობილია „მაჭახლის ხეობის სულთა მატიანის“ სახელწოდებით. მასში აღნიშნულია მაშინდელი გვარ-სახელები, ადგილის სახელები, ტოპონიმები.

XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ოსმალებმა დაიპყრეს მთელი სამცხე-საათაბაგო. ამავე პერიოდიდან ლაზეთთან ერთად აჭარა-მაჭახელი ჩამოაცილეს საქართველოს; მიტაცებული ტერიტორიები სანჯაყებად (ოლქებად) დაყვეს. თავდაპირველად ცალკე სანჯაყს წარმოადგენდა მაჭახელი, რომელიც ჩილდირის ვილაიეთში შედიოდა. მოგვიანებით მაჭახელი კაზას სახით შევიდა ლაზისტანის სანჯაყში. 1865 წელს მაჭახელში შედიოდა 26 სოფელი, ცხოვრობდა 4485 ადამიანი. გავრცელებული იყო ყველ-კარაქის წარმოება და იარაღის დამზადება.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, მაჭახელი საქართველოს სხვა ისტორიულ ტერიტორიებთან ერთად გადაეცა რუსეთს. ამ ომის შემდეგ მაჭახლის მოსახლეობის დიდი ნაწილი თურქეთში გადაიხვეწა: მუჰაჯირობა განაპირობა რუსეთის ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილმა მძიმე პირობებმა: საზღვრისპირა რეგიონებში რუსეთი სომხებს უფრო ენდობოდა, ამავე დროს, სულთნის თურქეთს იაფი მუშახელი ესაჭიროებოდა.

დღეს მაჭახელის ერთი ნაწილი, ზემო მაჭახელი, კვლავ თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემადგენლობაშია; კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შედის: ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი, ცხემლარა, სკურდიდი, აჭარისაღმართი, ქედქედი, სინდიეთი, ჟანივრი, გორგაძეები, საფუტკრეთი და სხვ. თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია: ხერთვისი (აქ ერთმანეთს ერთვის მინდიეთისა და ეფრატის ღელეები), მინდიეთი, აკრია, ქვაბისკავი, ზედვაკე, ეფრატი.

ისტორიული ძეგლები

მაჭახელი მდიდარია ქვისთაღოვანი ხიდებით. ცნობილია: აჭარისაღმართის, ცხემლარის, ჩხერის, ზვარიას და გორგაძეთის ხიდები. აჭარისაღმართის ხიდმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ზემო მაჭახელში გვხვდება: ხერთვისის და ევფრატის („ყრუ ხიდი“) ხიდები.

ლიტერატურა

  • კახიძე ნ., მაჭახლის ხეობა, ბათ., 1974;
  • სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წგნ. 1, ბათ., 1956.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მაჭახელი გეოგრაფიამაჭახელი ისტორიამაჭახელი ისტორიული ძეგლებიმაჭახელი ლიტერატურამაჭახელი რესურსები ინტერნეტშიმაჭახელი სქოლიომაჭახელითურქეთისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საჰარაუქმე დღეები საქართველოშიპითაგორას თეორემაავსტრალიაბელგიამართკუთხედიალექსანდრე I დიდიჩარლზ Iანგარიშთა გეგმამერკურიჭაბუა ამირეჯიბითავისუფლების ქანდაკებადუბაის საამიროლონდონისაქართველოს სამხედრო წოდებებითავისუფლების დიდი ქარტიავახტანგ VIბახტრიონი (პოემა)შამქორის ბრძოლა (1195)თვალიბაგრატიონებიკილოგრამილოცვა ეფრემ ასურისაბაბილონისაქართველოს პარლამენტიამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკასაქართველოს თავდაცვის ძალებიჯიხვიმარო მაყაშვილიდავით კაჭარავამელანომავიკისაწყობისიოგუნიერთა ლიგათეატრიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამდგრადი განვითარებაკეთილშობილი ირემიმსოფლიოს შვიდი საოცრებაირაკლი ღარიბაშვილიშინაური კატააშშ-ის პრეზიდენტების სიაალკოჰოლიზმიჩარლი ჩაპლინიმარჩბივი (ასტროლოგია)ყინწვისის მონასტერისქესობრივი აქტივასკულიტინიდერლანდებისომხეთის ისტორიადავითგარეჯასიღნაღიქართული სამზარეულოდედამიწის ისტორიაჰოლოკოსტიგიორგი სააკაძებუდიზმიგლიცინიამეტაბოლიზმინიანგებიიაპონიაპუნიკური ომებიმიქელანჯელო ბუონაროტიდავით კლდიაშვილიქართლის სამეფოსინონიმებიგიორგი III (საქართველოს მეფე)გია ყანჩელიჰიპერბოლა (ენა)კილომეტრიაზიაგიორგი XIIჰაერის დაბინძურებაევროკავშირივატერლოოს ბრძოლალურჯი ვეშაპინაციონალიზმი🡆 More