მატყლი

მატყლი — ძუძუმწოვრების ბეწვიანი საფარი, რომელსაც აქვს ძაფად დაგრეხისა და მოთელვის თვისებები.

მატყლისთვის დამახასიათებელია დაბალი თბოგამტარობა, ტენის ჭარბად შთანთქმა, მაღალი ცვეთამტანობა. მატყლის ბოჭკო რქოვანი წარმონაქმნია. განასხვავებენ მატყლის ბოჭკოს ჯგუფებს: წმინდანს, უხეშს, გარდამავალსა და „მკვდარს“.

მატყლი
გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი მატყლი
მატყლი
სხვადასხვა ტიპის მატყლი

წმინდა ყველაზე წვრილი და დაკლაკნილი ბოჭკოა; უხეში უფრო მსხვილი, ნაკლებად კლაკნილია და გულს შეიცავს; გარდამავალს საშუალო ადგილი უკავია წმინდასა და უხეშ ბოჭკოს შორის; „მკვდარი“ ბოჭკო ძალზე უხეში და მტვრევადია.

მატყლის ძირითადი ტექნიკური თვისებებია: სიმსხო, სიგრძე, კლაკნილობა, სიმაგრე, ჭიმვადობა, დრეკადობა, ელასტიკურობა, ფერი, მბზინვარება. ცხვრის მატყლს განასხვავებენ შემადგენელი ბოჭკოების თანაფარდობის მიხედვით. ერთგვაროვანი მატყლი შედგება ერთი ტიპის წმინდა ან ნახევრად წმინდა ბოჭკოსაგან, არაერთგვაროვანი ანუ ნაირბეწვიანი — წმინდა, გარდამავალი, უხეში და ზოგჯერ მკვდარი ბოჭკოებისაგან. ერთგვაროვან მატყლში წმინდა და ნახევრად წმინდა ბოჭკოები ჯგუფდება და შტაპელით იკვრება; არაერთგვაროვანში კულულებად იკვრება წმინდა, ნახევრად წმინდა და უხეში ბეწვები. შტაპელები ან კულულები ცალკეული ბეწვებით კანძად ებმება. მატყლის დიდ უმეტესობას ცხვარი იძლევა, შემდეგ აქლემი, თხა და სხვა ცხოველბი. 1976 წელს ცხვრის მატყლის მსოფლიო წარმოება 2,6 მლნ. ტ შეადგენდა. 1976 წელს საქართველოში აწარმოეს 5,2 ათ. ტ მატყლი. სამრეწველო სტანდარტების მიხედვით არსებობს ნორმალური, გაყვითლებული, ჩეჩქიანი, ბირკიანი, ზადიანი და სხვა მატყლი. ფერის მიხედვით — თეთრი, ღია ნაცრისფერი, ფერადი. პრაქტიკული გამოყენება აქვს აგრეთვე თხისა და აქლემის მატყლს.

წარმოება

მატყლის წარმოების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით შეადგენს 1,3 მილიონ ტონას წელიწადში, რომლისგანაც დაახლოებით 60% მიდის ტანისამოსის საწარმოებლად. მატყლის ყველაზე დიდ მწარმოებელს წარმოადგენს ავსტრალია, სადაც უმეტესად აშენებენ მერინოსის ჯიშის ცხვარს.

მატყლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებია:

  1. მატყლი  ავსტრალია: 25%
  2. მატყლი  ჩინეთი: 18%
  3. მატყლი  აშშ: 17%
  4. მატყლი  ახალი ზელანდია: 11%
  5. მატყლი  არგენტინა: 3%
  6. მატყლი  თურქეთი: 2%
  7. მატყლი  ირანი: 2%
  8. მატყლი  გაერთიანებული სამეფო: 2%
  9. მატყლი  ინდოეთი: 2%
  10. მატყლი  სუდანი: 2%
  11. მატყლი  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა: 1%

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მატყლი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

მატყლი წარმოებამატყლი იხილეთ აგრეთვემატყლი ლიტერატურამატყლი რესურსები ინტერნეტშიმატყლიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერთა ლიგა (უეფა)მარტინ ლუთერიეოზონოფილებიტყერითმაასურელი მამებიწყარო (გეოგრაფია)ლათინური ენადემოკრატიაამეთვისტო9 აპრილის ტრაგედიაარსებითი სახელიქაშვეთის ეკლესიაქართლის სამეფოყარაჩოხელივაჟა-ფშაველაფოთოლიბახტრიონის ბრძოლაიუდაიზმიავსტრალიაქვეწარმავლებიპარიზიგიორგი მამარდაშვილისოკოებიზღვაბაგრატიონებიმარხვაშიდსიისლანდიაბარსელონარაფაელიიგლუწიგნი სიბრძნე სიცრუისაისააკ ნიუტონიწინადადებასამკუთხედიპელერევაზ ინანიშვილირუსეთ-საქართველოს ომი (2008)კილიან მბაპესაქართველოს გეოგრაფიაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიკომუნიზმინეიტრონული ვარსკვლავიპუნიკური ომებისტადიონიპირველი მსოფლიო ომირომის იმპერიაბუნებაკილოგრამიაღმოსავლეთი საქართველომყინვარწვერიაშშ-ის ისტორიასტუმარ-მასპინძელიაფრიკის ქვეყნების სიაქართველებინიკელომითბილისური ეზოიგიმუნიაბანოთუბანიკუნილინგუსისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკახორვატიაკონსტანტინოპოლის დაცემააჭარაკონსტანტინე I დიდიეგვიპტის პირამიდებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიგრიგოლ ხანძთელიგაერთიანებული სამეფობულგარეთივახტანგ I გორგასალიკრასუსი🡆 More