მანდილი

მანდილი — ქალის კომპლექსური თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი.

გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლეთ საქართყველოს მთიანეთში (ხევსურეთი და თუშეთი). გრძელი, ყელსახვევის მსგავსი ხევსურული მანდილი შინ ნაქსოვი შავი ან ლურჯი შალისაგან (ტოლი) მზადდებოდა და სათაურასთან ერთად იხმარებოდა. ხევსურული მანდილი ორი სახისა იყო: „ცალქერქა“ და „ორქერქა“. „ცალქერქას“ ერთი ბოლო ფესვით მთავრდებოდა, მეორე კი „შიბით“ ან „ნაჭრელით“ ჰქონდა ნაქარგი.

მანდილის შუაში „სამხატი“ (3 ჯვარი) იყო ამოქარგული, თავზე მოხვევისას „სამხატი“ შუბლზე უნდა მოქცეულიყო. თუშური სამკუთხა მანდილი, შავი ქიშმირის ან სატინისაგან მზადდებოდა. ერთი ყური შედარებით პატარა ჰქონდა. ხევსურეთსა და თუშეთში მანდილი გათხოვილი ქალის სავალდებულო თავსაბურავად ითვლებოდა. გაუთხოვარი ქალისათვის მისი ტარება არ იყო სავალდებულო. თუში ქალი მანდილს ხმარობდა ცალკე ან კუჭურასთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მანდილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა: მოჩხუბართა შეტაკების დროს მანდილის ჩარევა წყვეტდა შუღლს.

ლიტერატურა

  • ბეზარაშვილი ც., ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1974;
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;

Tags:

თავსაბურავითუშეთისათაურაქალიხევსურეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ინგლისის რევოლუციასვანეთიკაცია-ადამიანი?!დედა ენაზაქარია ფალიაშვილიკომუნიზმიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდარომის რესპუბლიკავერცხლირეფერენდუმიანგარიშთა გეგმამიხეილ ჯავახიშვილირკინაბატონებიკვარცივეფხვიმარსიფრინველებიედუარდ შევარდნაძერუმინეთიმსოფლიოს შვიდი საოცრებავარლამ ლიპარტელიანილეიკოციტოზიძაღლისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარენაპოლეონ ბონაპარტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიეოზონოფილებიგიორგი V ბრწყინვალეცხელი ძაღლიმუსიკაბუდიზმიათენიინგლისივენერაიტალიაგლობალური დათბობაორგაზმიმწვერვალიარაგვიმსოფლიო მიზიდულობის კანონინილოსიწიგნილიონელ მესირუსუდანიჯიხვიმარტივი რიცხვიმილიმეტრიმთვარის დაბნელებაგიორგი IV ლაშავულკანიბელგიაარისტოტელებაში-აჩუკიამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკაჯემალ ქარჩხაძეფუტურიზმისისხლის მიმოქცევის სისტემასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაჰიპერბოლა (ენა)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი69 (სექსუალური პოზა)ენცეფალოპათიაბარსელონაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაეიფელის კოშკიცისფერყანწელებიპირველი მსოფლიო ომიდანიაგიორგი მაზნიაშვილიკაცხის სვეტიბაყაყიშუა საუკუნეებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაბელარუსიშამქორის ბრძოლა (1195)🡆 More