მაკრინუსი

მარკუს ოპელიუს მაკრინუსი (ლათ.

Marcus Opellius Macrinus; დ. დაახლ. 165 — გ. ივნისი, 218) — რომის იმპერატორი 217 წლის აპრილიდან 218 წლის ივნისამდე. იყო პირველი ადამიანი, რომელიც რომს სენატორის სტატუსის გარეშე მართავდა.

მაკრინუსი
მარკუს ოპელიუს მაკრინუსი

დაიბადა ნუმიდიის კესარიაში, წარმოშობით იყო არაწარჩინებული ოჯახიდან. იმპერატორ კარაკალას მმართველობისას იყო პრეტორიელების პრეფექტი. მონაწილეობა მიიღო იმპერატორის მკვლელობისათვის დაგეგმილ შეთქმულებაში. განრისხებულმა პრეტორიანელებმა, რომლებსაც კარაკალა უყვარდათ, შეთქმულების მონაწილეები დახოცეს, გარდა მაკრინუსისა, რომელმაც თავისი მონაწილეობის დაფარვა მოახერხა. იმპერატორად გამოაცხადეს Pius Feli-ის ტიტულით. წამოიწყო წარუმატებელი ლაშქრობა პართიის წინააღმდეგ და იძილებული გახდა რომაელთათვის არახელსაყრელი ზავი დაედო მასთან. არმია მისით უკმაყოფილო იყო; გარდა ამისა, მისი აზიური ჩვეულებები და სისათუთე საყოველთაო გაკიცხვას იწვევდა. კარაკალას დეიდამ, მესამ მოახერხა და არმია ბასიანუსისადმი (მომავალი ჰელიოგაბალუსი) კეთილად განაწყო და ჯარისკაცებმა იგი საბოლოოდ იმპერატორად გამოაცხადეს. მათ წინააღმდეგ მაკრინუსმა ულპიუს იულიანი გაგზავნა, თუმცა მებრძოლებმა ეს უკანასკნელი მოკლეს და მაკრინუსის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ბასიანუსის მხარეზე დადგნენ. ბრძოლა ანტიოქიასთან გაიმართა, თუმცა მაკრინუსი მის დამთავრებას არ დაელოდა და გაიქცა; მაშინ კი პრეტორიანელებმაც მიატოვეს იგი. ბასიანუსის მებრძოლები ქალკედონში წამოეწივნენ მას და კაპადოკიაში გადაიყვანეს. მოკლეს გაქცევის მეორე მცდელობის დროს.

ლიტერატურა

მაკრინუსი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

165217218ივნისილათინური ენარომის იმპერატორი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიურრეალიზმიმენსტრუაციავიკისაწყობიერთა ლიგასაჭმლის მომნელებელი სისტემაასურეთირაბათის ციხემდინარემეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისაქართველოს სატელეფონო კოდებიდავით გურამიშვილიმეიოზიქანი (გეოლოგია)ინგლისური ენადავით სარაჯიშვილიფილოსოფიაარგონავტებიჭიანჭველასებრნიFacebookილია IIმეორე მსოფლიო ომიცილებიტრეფიკინგინიკორწმინდაფერმენტებიზოროასტრიზმისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისინონიმებიშველიმარსიჭაბუა ამირეჯიბიჩარლი ჩაპლინიექვთიმე თაყაიშვილიპუნიკური ომებიფეხბურთის წესებიმწვერვალიალუდა ქეთელაურისაქართველოს მმართველთა სიაThe Beatlesჰოლოკოსტიამეთვისტოთემურლენგიხარებასომხეთიმაიმუნებიდედამიწაზაფხულივახტანგ I გორგასალითითაობაკანიკანადაალცჰაიმერის დაავადებაკანონიერი ქურდიფუტიC ჰეპატიტილომი (ასტროლოგია)ბაგრატის ტაძარიაქემენიანთა იმპერიაკაპიტალიზმისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაცისფერყანწელებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიალიბერალიზმიგაერთიანებული ერების ორგანიზაციამერაბ მამარდაშვილიკახეთიმაცივარიპაბლო პიკასოირლანდიამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიამფიბიებიხმოვანიანტონიმიეთიკაფსიქოლოგიარელიგიააბრეშუმის ჭია🡆 More