მაკვანეთი: სოფელი საქართველოში

მაკვანეთი — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

მოიცავს სოფლებს: ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი (ცენტრი) და გოგიეთი. მაკვანეთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა.

თემი
მაკვანეთი
მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა
მაკვანეთის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ფართობი 13,29 კმ²
მოსახლეობა 1632 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 122 კაცი/კმ²

ისტორია

მაკვანეთი არის სოფლების ზემო მაკვანეთისა და ქვემო მაკვანეთის ძველი სახელწოდება. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს. აქვე ცხოვრობდა ნაკაშიძეების ერთი შტო, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მაკვანეთში სასახლე ჰქონდა მოწყობილი. მამუკა ნაკაშიძე მოხსენიებული იყო სოფელში მდგარი მთავარანგელოზის ეკლესიის მთავარანგელოზის ვერცხლის ხატის ქვემო არშიაზე. აღნიშნული წარწერა XVIII საუკუნის დასაწყის მიეკუთვნება. ნაკაშიძეების სახელი დღემდე აქვს შემორჩენილი ერთ-ერთ გორაკს.

მთავარანგელოზის ხის ტაძარი, გორმაღალზე იდგა და ქვის გალავანი ჰქონდა. 1828 წლისთვის მის სამრევლოში 58 კომლი შედიოდა.XIX საუკუნეში გოგიეთთან ერთად შედიოდა შემოქმედის სასოფლო საზოგადოებაში. 1890 წელს სოფელში თედორე კიკვაძემ გახსნა სკოლა. 1891 წლიდან სკოლა ნიკო ჯანაშიამ გადაიბარა. 1894 წელს სკოლა ოფიციალურად დაამტკიცეს. 1903 წელს ის ორკლასიანი გახდა, ხოლო 1930-იან წლებში უკვე შვიდწლიანი სკოლა იყო. 1938 წელს აშენდა საექიმო პუნქტი და სოფლის კლუბი.

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამუსიკო სკოლა. 1963-1964 წლებში მიმდინარეობდა მაკვანეთი-გოგიეთის საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც არ დაასრულებულა. 1977 წელს მაკვანეთის კოლმეურნეობა ფლობდა 158 ჰა ჩაისა და 23 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

მაკვანეთის განძი

1979 წლის სექტემბერში, მაკვანეთის უბან შეტაულაში აღმოჩნდა ვერცხლის ოთხი პოლონური მონეტა. მონეტები XVII საუკუნის 20-იან წლებს (16221624) განეკუთვნება და მოჭრილია სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. მაკვანეთის მონეტებისდან სამი მათგანი ერთსახოვანია, ხოლო მეოთხე განსხვავებულია მათგან. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ორი, ხოლო 1958 წელს ჭანჭათში ამდენივე ვერცხლის პოლონური მონეტა.

მდინარე აგიდაყვა

მაკვანეთის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე აგიდაყვა, რომელიც აჭისწყალს ერთვის. მდინარის სახელწოდების შესახებ არსებობს ლეგენდა: ერთხელ მდინარეს ზემოდან ჭაბუკის გვამი ჩამოუტარებია. მოსახლეობა მიცვივდა სანახავად. იმდენი მისულიყო მდინარის პირას, რომ რიგი დადგა. უკან მდგომნი იძახდნენ, ერთი მაჩვენეთ, ვინ დაყვა მდინარეს, ჩემიანი ხომ არ არის. წინ რომ გააღწევდნენ, მოტირალები ჭაბუკის გვამზე მიუთითებდნენ და შესძახებდნენ, აგია იგი უბედური, აგი დაყვაო.

მოსახლეობა

1901 წელს სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 113 კომლს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვემო მაკვანეთი ზემო მაკვანეთი გოგიეთი
1908 770
1911 მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა  819
1971 მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა  1851
1977 მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა  1869
2002 მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა  2274 1002 842 130
2014 მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა  1632 801 831 797 684 151

ცნობილი ადამიანები

მაკვანეთი: ისტორია, მაკვანეთის განძი, მდინარე აგიდაყვა 
მაკვანეთის ეკლესია

მაკვანეთში მრავალი სახალხო მომღერალი და ლოტბარი დაიბადა, მათ შორის ერქომაიშვილების გვარის ცნობილი წარმომადგენლები ვლადიმერ, ანანია, და არტემ ერქომაიშვილები. ასევე გიორგი იობიშვილი და ილარიონ სიხარულიძე.

ასევე სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

მაკვანეთი ისტორიამაკვანეთი ს განძიმაკვანეთი მდინარე აგიდაყვამაკვანეთი მოსახლეობამაკვანეთი ცნობილი ადამიანებიმაკვანეთი ლიტერატურამაკვანეთი სქოლიომაკვანეთიგოგიეთიზემო მაკვანეთიოზურგეთის მუნიციპალიტეტიქვემო მაკვანეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული გვარიალავერდიეგრისის დიდი ომიიაპონიაწმინდა გიორგინიუტონის კანონებიქართლის ცხოვრებაკონტინენტიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმზის სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაინსულტიყივანახველაგაზაფხულისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაგელათის მონასტერიშაორის წყალსაცავიმცენარეებისაქართველო IV საუკუნეშიგიორგობავლადიმერ ლენინიზოდიაქოთვითმმართველობაბესლანის ტერაქტიზევსიეგვიპტეებრაული დღესასწაულებიწითელაბასიანის ბრძოლანოე ჟორდანიაბიშკეკითუშეთიპარალელოგრამი69 (სექსუალური პოზა)აჭარასვანეთითირკმელიკუბური მეტრიდავით სარაჯიშვილირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაბორჯომირუსუდანილარიაფრიკის ქვეყნების სიასაქართველო XIII საუკუნეშიგიორგი ლეონიძებათუმითორნიკე ერისთავიგიორგი V ბრწყინვალევიტამინებიატომიდიდგორის ბრძოლაშინაური კატამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაებრაული დღესასწაულები (2000-2050)გოდერძი ჩოხელიხევსურეთიC ჰეპატიტიმღრღნელებიუდაბნოჯალალედინიასურეთიმონოთეიზმიკახეთის მხარესოკოებისაქართველოს პრეზიდენტილავრენტი ბერიაისლანდიასოფლის მეურნეობაშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასაფრანგეთი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაკანონი (ნორმატიული აქტი)თებულოსმთაბზობამონანიება (ფილმი)მედეა (მითოლოგია)🡆 More