მაინი (გერმ.
Main) — მდინარე გერმანიაში. რაინის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 524 კმ, აუზის ფართობი 27,2 ათასი კმ². წარმოიქმნება მდინარეების როტერ-მაინისა და ვაისერ-მაინის შეერთებით; პირველს სათავე აქვს ფრანკონიის ალბის კალთებზე, მეორეს — ფიხტელის მთებში. წყალდიდობა იცის ზამთარში და გაზაფხულის დასაწყისში, წყალმოვარდნები — ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 170 მ³/წმ-ში. სანაოსნოა შესართავიდან 400 კმ-ზე. მაინის აუზი ლუდვიგის არხით უკავშირდება დუნაის წყლის სისტემას. ხეობა მჭიდროდ არის დასახლებული. დიდი ქალაქებია: ვიურცბურგი, მაინის ფრანკფურტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მაინი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.