ლუკა მახარებელი

წმინდა ლუკა მახარებელი (ებრ.

לוקא, ბერძ. Λουκᾶς) — ტრადიციით ითვლება ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორად. კათოლიციზმში ის მხატვრების, ექიმებისა და მკურნალების მფარველი წმინდანია და მის დღედ 18 ოქტომბერი ითვლება.

ლუკა მახარებელი
წმინდა ლუკა მახარებელი
ლუკა მახარებელი
წმინდა ლუკა მახარებელის ანგელოზი

ცხოვრება

  • ლუკას სახარების ბერძნულენოვან პროლოგში (II საუკუნე) მოცემულია მისი ბიოგრაფიული ცნობები: ლუკა წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ეროვნებით სირიელი, პროფესიით ექიმი. ის მოციქულთა მოწაფე და მიმდევარი გახდა და პავლეს დაჰყვებოდა თან ამ უკანასკნელის წამებამდე. ლუკა ღვთის სამსახურში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, უცოლშვილოდ და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. ცნობილია, რომ ლუკა არ ყოფილა იუდეველი. მიუხედავად მისი არაებრაული წარმოშობისა ის საკმაოდ კარგად იცნობდა საღმრთო შჯულს. ებრაელები იუდეველთა სარწმუნოების მიმღებ წარმართებს „კარიბჭის ხიზნებს (მწირებს )“ უწოდებდნენ, ხოლო ამ წარმართთაგან წინადაცვეთილნი - „სიმართლის ხიზნებს “. ქრისტიანულ ეკლესიაში პირველი იყო ეთიოპიელი დედოფლის დიდმოხელე-საჭურისი;
ლუკა მახარებელი 
„და აჰა ესერა კაცი ჰინდოჲ საჭურისი ძლიერი კანდაკესი დედოფლისა მის ჰინდოეთისაჲ, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ. -(საქ. მოც. 8:27-40)

რომაელი ასისთავი კორნილიუსი;

ლუკა მახარებელი 
„კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, 2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. 3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე! -(საქ. მოც. 10:1-3)

ერთ-ერთი იერუსალიმის პირველ შვიდ დიაკონთაგანი - ნიკოლოზი...

ლუკა მახარებელი 
„და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი -(საქ. მოც. 6:5)

მოციქულმა ლუკამ მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში, რომელიც საგანმანათლებლო კერად იყო ცნობილი, ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო, სადაც დაეუფლა მკურნალობასაც. მას ასევე მიიჩნევენ უბადლო მხატვრად და ზოგადად მცოდნე ადამიანად. მას შემდეგ, რაც უფლის მოძღვრებამ გალილეიდან სირიაშიც ჩააღწია, ლუკაც ჩამოვიდა და შეუერთდა ქრისტეს.

ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“ - რედ. ბ. ხარაიშვილი, თბილისი 2008 წ.


Tags:

ლუკა მახარებელი ცხოვრებალუკა მახარებელი ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატებილუკა მახარებელი იხილეთ აგრეთველუკა მახარებელი ლიტერატურალუკა მახარებელიახალი აღთქმაბერძნული ენაებრაული ენაკათოლიციზმილუკას სახარება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თეიმურაზ Iელენე ახვლედიანიბაში-აჩუკიზურმუხტისომხეთის ისტორიაგანათლება საქართველოშიბახტრიონი (პოემა)თამარ მეფერომბიალბერტ აინშტაინიწითელი წიგნისაქართველო XV საუკუნეშიენერგიაკავკასიონიარგონავტებიათენისულხან-საბა ორბელიანიკონსერვატიზმიაუტიზმისიყვარულიდავით სარაჯიშვილირუსული დამწერლობაჰაერიგიორგი მამარდაშვილიდელფინებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)დავით სოსლანიანგარიშთა გეგმანახშირწყლებიშინაური ძაღლისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიკარტოფილიღამურაგველებიუკრაინამიქელანჯელო ბუონაროტიმუნიპაბლო პიკასოუნგრეთიზოდიაქოარაბთა გაერთიანებული საამიროებიფსიქოლოგიაიოსებ სტალინიამერიკასაქართველოს გეოგრაფიაადმირალი (პეპელა)მერკურიჭადრაკიბუნების დაცვა26 აპრილიიაპონიაზმნიზედაწმინდა ნინოჯვაროსნული ლაშქრობებიგაზაფხულიერთიანი ნაციონალური მოძრაობაგლობალური დათბობაჯონჯოლისოლიკო ვირსალაძეკლიმატის ცვლილებამსოფლიოს შვიდი საოცრებაზვიად გამსახურდიაბაბუაწვერამარჩბივი (ასტროლოგია)მარო მაყაშვილიბულგარეთიბახტრიონის ბრძოლავარდების რევოლუციანოდარ დუმბაძევიქტორ დოლიძე29 აპრილითრომბოციტებითბილისის ისტორიარაჭავარლამ ლიპარტელიანიქართლი🡆 More