ლიუბლიანა

ლიუბლიანა (სლოვენ.

Ljubljana, გერმ. Laibach, იტალ. Lubiana) — სლოვენიის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. ლიუბლიანისა და სავას შესართავთან, ცენტრალურ სლოვენიაში, ალპებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. მოსახლეობა: 265.881 (2002) (495.000 ურბანული აგლომერაციის ჩათვლით).

ქალაქი
ლიუბლიანა
Ljubljana
ლიუბლიანა
ტრომოსტოვიე და პრეშერენის მოედანი
დროშა გერბი
ლიუბლიანა ლიუბლიანა

ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 46°03′05″ ჩ. გ. 14°30′20″ ა. გ. / 46.05139° ჩ. გ. 14.50556° ა. გ. / 46.05139; 14.50556
მმართველი ზორან იანკოვიჩი
დაარსდა 1144
პირველი ხსენება 1144
ფართობი 275.0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 298
ოფიციალური ენა სლოვენური ენა
მოსახლეობა 292,988 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 1,712 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 1000
საავტომობილო კოდი LJ
ოფიციალური საიტი ljubljana.si
ლიუბლიანა — სლოვენია
ლიუბლიანა
ლიუბლიანა ზალცბურგის სამთავარეპისკოპოსო (1112–1555)

ლიუბლიანა ჰაბსბურგთა მონარქია (1555–1804)
ავსტრიის იმპერიის დროშა ავსტრიის იმპერია (1804–1809, 1814–1867)
ლიუბლიანა ილირიული პროვინციები (1809–1814; დედაქალაქი)
ლიუბლიანა (1867–1918)
ლიუბლიანა სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო (1918)
იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის სამეფო (1918–1941)
ლიუბლიანა იტალიის სამეფო (1941–1945; occupied)
ლიუბლიანა მესამე რაიხი (1943–1945; de facto)
ლიუბლიანა იუგოსლავია (1945–1991)

სლოვენიის დროშა სლოვენია (1991–დღემდე)

მდებარეობს 46.03°N, 14.30°E გადაკვეთაზე და ზღვის დონიდან 298 მ სიმაღლეზე. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 0 °C დეკემბერში და 21.9 °C ივლისში. წლიური ნალექი ~1350 მმ-ია.

სახელი

არსებობს ქალაქის სახელის წარმოშობის უამრავი ვერსია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, საწყისი სლოვენურ სიტყვა люблена-შია საძებნელი, ზოგი კი ფოქრობს, რომ ლათინურ სიტყვა aluviana-ში, ზოგს კი გერმანული სიტყვა Laibach მიაჩნია პირველადად.

ისტორია

ქალაქის მიდამოები რომის იმპერიის ფარგლებში იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 34 წელს რომის კოლონია ემონამ, თანამედროვე ლიუბლიანიდან მოშორებით, ქალაქის უფლება მიიღო. ახ. წ. V საუკუნეში ტერიტორია ბარბაროსებმა დაიპყრეს. VI საუკუნიდან აქ სლავური ლუვიგანაა განლაგებული, რომელიც X საუკუნეში უნგრელებმა დაიპყრეს.

ლიუბლიანის პირველი წერილობით მოხსენიება 1144 წელს განეკუთვნება. 1260 წელს მდინარე ლიუბლიანიცაზე პირველად მოიხსენიება როგორც ქალაქი. სწორედ იმხანად გახდა ლიუბლიანია კრაინის ადმინისტრაციული ცენტრი. 1276 წელს ტიროლის გრაფების ხელშია. 1335 წლიდან 1918 წლამდე — კრაინის მთავარი ქალაქია, რომელიც ჰაბსბურგებს ექვემდებარებოდა. 1809-1813/1815 წწ ფრანგული ილირიის პროვინციის ცენტრია. XIX—XX სს სლოვენიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრია.

1918 წელს იუგოსლავიის სამეფოს შექმნისთანავე ლიუბლიანა სამეფოში შემავალი სლოვენიის დედაქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებულია იტალიელების მიერ 1941—1943 წლებში, ხოლო 1943—1945 წლებში გერმანელების მიერ. ომის დასრულებისთანავე ლიუბლიანა სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი, ხოლო 1991 წლიდან დამოუკიდებელი სლოვენიის დედაქალაქი გახდა.

არქიტექტურა

ლიუბლიანა 
ლიუბლიანას ციხესიმაგრე

იმის მიუხედავად, რომ ლიუბლიანაში მოზრდილი შენობებიც დგას, განსაკუთრებით ქალაქის განაპირას, სლოვენიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრი მაინც ხელუხლებელი რჩება. აქ წარმოდგენილია ბაროკოსა და არტ-ნუვოს მიქსი. ქალაქი გრაცისა და ზალცბურგის მკაცრი ავსტრიული მოდური სტილის მკვეთრ გავლენას განიცდის. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა XII საუკუნეში აგებული ლიუბლიანის ციხესიმაგრეა, რომელიც მდინარე ლიუბლიანიცას გადაჰყურებს. ციხესიმაგრე მარკგრაფების რეზიდენცია იყო.

ტრანსპორტი

ლიუბლიანა მსხვილი სატრანსპორტო კვანძია და ევროპის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარეობს. თანამედროვე გზატკეცილებით იტალიას, ადრიატიკის სანაპიროს, ხორვატიას, უნგრეთსა და ავსტრიას, ასევე შიდარესპუბლიკურ მსხვილ ქალაქებს უკავშირდება. ლიუბლიანის საქალაქო-საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომპანია LPP-ის ავტობუსებისგან შედგება. მიმდინარეობს განხილვა ცენტრალური ქუჩების ტრამვაით მომსახურების შესახებ, რამეთუ უკანასკნელმა ტრამვაიმ ქალაქში 1956 წელს შეწყვიტა მუშაობა ავტომობილების ჭარბი ნაკადის გამო, განსაკუთრებით კი პიკის საათებში.

ლიუბლიანის საერთაშორისო აეროპორტი ბრნიკი (სლოვენ. Letališče Ljubljana, LJU), (Letališče Brnik) ქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრზე მდებარეობს. განვითარებულია ქალაქგარე ავტობუსებისა და მატარებლების ქსელი.

განათლება

  • ლიუბლიანის უნივერსიტეტი
  • სლოვენიის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია. (სლოვენ. Slovenska akademija znanosti in umetnosti, SAZU) (ინგლ. Slovenian Academy of Sciences and Arts, SASA).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლიუბლიანა სახელილიუბლიანა ისტორიალიუბლიანა არქიტექტურალიუბლიანა ტრანსპორტილიუბლიანა განათლებალიუბლიანა რესურსები ინტერნეტშილიუბლიანა სქოლიოლიუბლიანაალპებიგერმანული ენადედაქალაქიიტალიური ენასავასლოვენიასლოვენური ენახმელთაშუა ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიცხენისწყალილუვრისაქართველო XV საუკუნეშისახელმწიფოლომიჭინჭარიდისკრიმინაციასაქართველო IV საუკუნეშიაკაკი წერეთელიდაუნის სინდრომიადამიანიბაგრატ III (საქართველოს მეფე)რომის რესპუბლიკავიქტორ გოცირიძესუვერენიტეტიმიტოზიმერწყულიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)დედაენააგენტიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშივეფხისტყაოსანიდუნაი15 აპრილითეთნულდიჯემალ ქარჩხაძენიკო ფიროსმანიალმასისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდიმიტრი ყიფიანიოპერაციული სისტემაილია ჭავჭავაძეაბანოთუბანირუსეთის იმპერიადავით სარაჯიშვილისსრკ-ის დაშლაელენე ახვლედიანიგაპიროვნებაქრომოსომაეგრისის სამეფობარბარიზმიკრავაი ჯაყელირიონიდემეტრე II თავდადებულისაქართველო XVIII საუკუნეშიენდომეტრიოზითითაობაშალვა პაპუაშვილიკილომეტრიელექტრობაირანის ისტორიაუინსტონ ჩერჩილისაქართველოს კლიმატისაკურამზეშხარატუტე ლითონებიარგონავტებიყაზახეთიტრეფიკინგიარალის ზღვაოლიმპიური თამაშებიოპერატიული მეხსიერებაირაკლი კობახიძეტყე14 აპრილისაჰარასაბერძნეთიბრაზილიანიჰილიზმიფოთიბაბუაწვერარაკეტაესპანეთიმგელიგურამ პეტრიაშვილი (მწერალი)საქართველოს ფაუნა🡆 More