ლოსი

ლოსი, ცხენირემი (Alces alces) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა.

მამალი ლოსის სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 570 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ლოსს აქვს გრძელი ფეხები, ვიწრო, წვეტიანი ჩლიქები, მოგრძო თავი, ხორციანი ზედა ტუჩი, დიდი, მოძრავი ყურები, ყელის არეში კანოვანი გამონაზარდი, რომელიც ბალნითაა დაფარული. მამლის რქები ნიჩბისებურია და გვერდებისაკენ განზიდული; დედალი ურქოა. ლოსის სხეული უხეში ბეწვითაა დაფარული. კისრის ზედა ნაწილსა და მინდაოში ბეწვი გრძელია და ფაფარს წააგავს. ზამთრობით ლოსი ფერად მუქი მურაა, ზაფხულობით თითქმის შავი, ფეხები თეთრი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის ტყის ზონაში. იჭრება ტყე-ტუნდრაში, ტყე-ველსა და ველებზე. იკვებება ხის ყლორტებით, ქერქით, ბალახეულით, ხავსით, სოკოებით და სხვა. გვხვდება ერთეულებად ან ქმნის 5-8 (ზოგჯერ 20-მდე) სულისაგან შემდგარ ჯგუფებს. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. ძვირფასი სარეწაო ცხოველია (იყენებენ ხორცს, ტყავს).

ლოსი
ლოსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ირმისებრნი
სახეობა:  ლოსი
ლათინური სახელი
Alces alces
დაცვის სტატუსი
ლოსისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 56003281

ლიტერატურა

Tags:

აზიაევროპაირმისებრნიჩრდილოეთი ამერიკაწყვილჩლიქოსნები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის დაარსებაარსებითი სახელიალეგორიატოტალიტარიზმიმარტივი რიცხვიასკარიდისებრნიბიძინა ივანიშვილისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისლოვენიაათონის ივერთა მონასტერისამოქალაქო საზოგადოებადაცული ტერიტორიაენცეფალოპათიამიხეილ ჯავახიშვილისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაზურაბ ჟვანიაბასიანის ბრძოლაარაგვიბაროკოალკოჰოლური სასმელიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითნაციონალ-სოციალიზმიაღდგომანიადაგიერლინგ ჰოლანითბილისის ეროვნული პარკივულკანისიღნაღიჰოლოკოსტიინტერვენციაერთიანი ნაციონალური მოძრაობაკახეთის აჯანყება (1659)ნიუტონის კანონებიქვეწარმავლებიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგიორგი I (საქართველოს მეფე)ნაცვალსახელივეფხვიიგლუპირველი მსოფლიო ომიგიორგი ჩაკვეტაძესამკუთხედისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018კვარციჰალოგენებიანა ნაცვლიშვილილუდვიგ ვან ბეთჰოვენი1924 წლის აგვისტოს აჯანყებახორვატიადედამიწის ისტორიაპოლონეთისაქართველო XVII საუკუნეშისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიიმპრესიონიზმიკონსტიტუციასაქართველოს სამეფომსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითიგავ-არაკითახვისაქართველოს რევოლუციური კომიტეტიმიგრაციაცადამაყვანამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიუფლისციხესიონის ტაძარიეგზისტენციალიზმირომბიდისკრიმინაციაკიბოსნაირნიტურიზმიპოპ-მუსიკალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიისკო დასენიოლიმპიური თამაშები69 (სექსუალური პოზა)კანადააფრიკაპორტუგალია🡆 More