მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე (დ.
28 აგვისტო, 1922, ბათუმი — გ. 8 იანვარი, 2018, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“. მისი ძმა იყო რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.
მარიკა ლორთქიფანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 აგვისტო, 1922[1] |
დაბ. ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ[1] |
გარდ. თარიღი | 8 იანვარი, 2018[1] (95 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი[2] |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი[1] |
შვილ(ებ)ი | გიორგი ოთხმეზური |
ჯილდოები | ღირსების ორდენი[3], საქართველოს სახელმწიფო პრემია[3], ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია[3] და ღირსების ორდენი[4] |
დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა - „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.
1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
მარიამ ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში, 2018 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძეის გვერდით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარიკა ლორთქიფანიძე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.