ნიგალი

ნიგალი, ლიგანი, ლივანა — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში, მაჭახელის სამხრეთით.

ნიგალი
ნიგალი მესხეთის VIII-X საუკუნეების რუკაზე.

ისტორია

წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში ნიგალის სახელწოდებით. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: " და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით...". შემდგომში ლივანად მიაჩნდათ მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია.

1549 წელს ლივანა ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. ლივანას კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. 1860-იან წლებში ის შევიდა არზრუმის ვილაიეთში, მაგრამ მოსახლეობა სულთანს სთხოვდა კვლავ ტრაპისონის ვილაიეთში დაბრუნებას. 1865 წელს ლივანაში სულ იყო 1 ქალაქი — ართვინი და 114 სოფელი. ცხოვრობდა 18170 ადამიანი, აქედან 16559 მუსლიმი, 1229 კათოლიკე სომეხი, 280 გრიგორიანელი და 102 ბერძენი. მოსახლეობას მოჰყავდა ფეტვი, ქერი, ყურძენი, ზეთისხილი, აწარმოებდნენ შებოლილ ხორცს, ყველ-კარაქს, ტილოს, ქაღალდს, ბამბის წინდებს, აგურს, კრამიტს, დენთს.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ დროისთვის ნიგალის ადგილობრივი მოსახლეობა გამაჰმადიანებული იყო, თუმცა შენარჩუნებული ჰქონდა ქრისტიანული დროის მეხსიერება, ასევე საუბრობდნენ ქართულ ენაზე.

ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში (სოფლები: ქვედა მარადიდი, კირნათი, მაჭახლისპირი, გვარა, მირვეთი, შუშანეთი, კობალეთი, ძაბლავეთი, ზედა კირნათი), დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.

ისტორიული ძეგლები

ხეობის ისტორიული ძეგლებია: გვარას ციხე (საქართველო), ართვინის, მამანათის, სინკოითის, მელოს, ქვამჩირეთის ციხეები, მამაწმინდის ეკლესია, სვეტის ნაეკლესიარი, თაღოვანი ხიდები (ყველა თურქეთშია).

იხილეთ აგრეთვე

  • ლივანური კილო

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 225.
  • ბერიძე, ე., ნიგალი : ისტორ.-ეთნოგრ. და ლინგვ.-ტოპონ. ასპექტები. შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ., ქართ. ფილოლ. დეპარტამენტი - თბ. : შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი, 2009
  • სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (აჭარის ასსრ), წგნ. 1, ბათ., 1958;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნიგალი ისტორიანიგალი ისტორიული ძეგლებინიგალი იხილეთ აგრეთვენიგალი ლიტერატურანიგალი რესურსები ინტერნეტშინიგალი სქოლიონიგალიმაჭახელიმდინარეჭოროხი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეიკოციტებიბუნებრივი რესურსებისაქართველოს ფაუნალავრენტი ბერიასაქართველოს ბრძოლების სიაშავი ზღვის თევზების სიაშავი ზღვამარტივი რიცხვიზუგდიდიჯიმარამალტაპოლიმერებიფილტვებისისხლის მიმოქცევის სისტემაბელგიაავტორიტარიზმიფელაციარომის დაარსებამეორე მსოფლიო ომიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდათორნიკე ერისთავიგერგეტის სამების ეკლესიამცხეთის ჯვრის მონასტერივახტანგ I გორგასალითურქეთის ისტორიაცენტნერითვალიკლიმენტი წიტაიშვილიThe Beatlesმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაფემინიზმისაბერძნეთიიბერიასიმბოლიზმიეოზონოფილებიკურო (ასტროლოგია)ეგვიპტის პირამიდებიჭადრაკიხინკალითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიანბანიაია-სოფიას ტაძარიბაქტერიებისუვერენიტეტიჯალალედინიბუდიზმიილია IIტერენტი გრანელიზებულონიალპებიდავით IV აღმაშენებელიჰემოგლობინიპორტუგალიაიმერეთიმონა ლიზატოლგვერდა სამკუთხედიმერაბ კოსტავატელეფონების ნომრები საქართველოშიხევისბერი გოჩაუფლისციხეარაბთა გაერთიანებული საამიროებიბრუნებატაო-კლარჯეთიიესო ქრისტეკოპენჰაგენიზამთარიეთიკაშუა საუკუნეებისქესობრივი აქტიაღმოსავლეთი საქართველოსანტიმეტრიგიორგი მიქაუტაძელიბერალიზმისაქართველოს პარლამენტიალმასილაშა ტალახაძემასტურბაცია🡆 More