ლიდია

ლიდია (ბერძ.

ლიდიელები ხეთურ-ლუვიური ტომების მონათესავენი იყვნენ. ლიდიელებს დასავლეთ მცირე აზიაში უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში უნდა ეცხოვრათ. ლიდიურს (კარიულტან ერთად) ინდოევროპული ენების ანატოლიური (ხეთურ-ლივიური) ჯგუფის ხეთურ ქვეჯგუფს აკუთვნებენ. ლიდიას ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონდა. მდიდარი იყო ოქროს საბადოებით. ლიდიაში მაღალ დონეზე იდგა მიწათმოქმედება და ხელოსნობა; კერამიკული და საიუველირო ნივთების, ფერადი ქსოვილებისა და ტყავის ნაწარმის დამზადება. ლიდიას მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და კულტურული კონტაქტები ჰქონდა როგორც მცირე აზიის ხალხებთან, ასევე ეგეოსურ სამყაროსთან, მატერიკის საბერძნეთთან, ეგვიპტესთან, სირია-ფინიკიასთან და ბაბილონთან. ლიდიელებს მიაწერენ ძვ. წ. VII საუკუნეში პირველი მონეტის მოჭრას.

ლიდია
ლიდიის სამეფო ძვ. წ. VI ს-ში, მეგე კრეზის დროს

ძვ. წ. VIII საუკუნის დასასრულამდე ლიდია ფრიგიის ქვეშევრდომი იყო, ძვ. წ. VII ს. დამდეგიდან გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო (დედაქალაქი – სარდისი). მას სათავეში მერმნადების დინასტია ედგა, რომლებმაც ბერძნული ტრადიციის თანახმად, ჰერაკლიდების ადგილი დაიკავა. ლიდიელებმა მოიგერიეს კიმირიელთა და თრაკიელ ტომთა რამდენიმე შემოსევა, შემდეგ მცირე აზიაში პირველობისათვის ბრძოლა დაიწყეს. კრეზმა (ძვ.წ. 560-546 წწ.) თითქმის მთელი მცირე აზია შემოიმტკიცა. ძვ. წ. 546 წელს სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ლიდია და იგი აქემენიდთა სპარსეთის ერთ-ერთ პროვინციად იქცა. ძვ. წ. IV საუკუნეში ლიდია ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ძვ. წ. III-II სს-ში იგი ჯერ სელევკიდების ქვეშევრდომი იყო, შემდეგ – პერგამონის სამეფოსი, ხოლო ძვ. წ. 133 წელს რომის პროვინცია „აზიის“ ნაწილი გახდა.

ლიტერატურა

Tags:

ბერძნული ენაეგვიპტეინდოევროპული ენებილიდიური ენამცირე აზიაოქროსირიაფინიკია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შიდა ქართლისიოგუნინილოსიანტონიმინეიტროფილებიდავითგარეჯაიოჰან სებასტიან ბახიმთვარის დაბნელებამედუზებითბილისის ისტორიაშავი ზღვის თევზების სიადუნაისეტყვაამირანი (მითოლოგია)წიგნი სიბრძნე სიცრუისაუდაბნომეტაფორაგიორგი მიქაუტაძეისლამიბზობანათურალონდონიძილის პარალიზისსრკ-ის დაშლასაქართველოს სამეფოგანმანათლებლობამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიმორალიექვთიმე თაყაიშვილიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასტამბოლიხორვატიაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი24 აპრილისაქართველო XV საუკუნეშისაფრანგეთიმცენარეებიდუბაიმეიოზიაფრიკის ქვეყნების სიარუმინეთიანტარქტიდასოციალიზმიესპანეთისაქართველოს დაცული ტერიტორიებიმარიხუანალურჯი ვეშაპიბათუმიფეხბურთის წესებივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ნახშირწყლებიფაშიზმიმიტოზიატომიალეგორიასიონის ტაძარიგისტოლავახტანგ VIკორუფციამილიმეტრიქრისტიანობაკარლეს პუჩდემონიფარსმან II ქველისაქართველო XIII საუკუნეშიმუსიკასტიბიუმიგელათის მონასტერივეფხვიაფხაზეთის ომი (1992-1993)გიორგი მამარდაშვილიილია ჭავჭავაძეხმოვანიკუთხეჯონჯოლიქრომოსომათახვიელენე ახვლედიანი🡆 More