ლიბერალური დემოკრატია

ლიბერალური დემოკრატია, ასევე დასავლური დემოკრატია — პოლიტიკური იდეოლოგია და მმართველობის ფორმა, სადაც წარმომადგენლობითი დემოკრატია მოქმედებს კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებით.

მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვან პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება სხვადასხვა სამთავრობო შტოებად, კანონის უზენაესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრება, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება და პოლიტიკური თავისუფლება ყველა ადამიანისთვის. XX საუკუნის მდგრადი გაფართოების პერიოდის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატია მხოფლიოში გაბატონებული პოლიტიკური სისტემა გახდა.

ლიბერალურ დემოკრატიას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა კონსტიტუციური ფორმა, ეს შეიძლება იყოს კონსტიტუციური მონარქია (ავსტრალია, ბელგია, კანადა, დანია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, და დიდი ბრიტანეთი) ან რესპუბლიკური (ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იტალია, ირლანდია, მექსიკა, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები). მას შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო სისტემა (ავსტრალია, კანადა, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, ირლანდია, იტალია, სინგაპური და გაერთიანებული სამეფო), საპრეზიდენტო სისტემა (ინდონეზია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები) ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა (საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა და რუმინეთი).

როგორც წესი, ლიბერალურ დემოკრატიას ახასიათებს საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომელიც ყველა ზრდასრულ მოქალაქეს აძლევს ხმის მიცემის უფლებას განურჩევლად ეთნიკური ჯგუფის, სქესის, თანამდებობის, რასის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, შემოსავლის, სოციალური სტატუსის ან რელიგიისა. ამასთან ერთად, ზოგიერთ ლიბერალურ დემოკრატიად მიჩნეულ ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა უფრო მეტი შეზღუდული საარჩევნო უფლება. დღესაც ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც მიიჩნევა ლიბერალურ დემოკრატიად არ აქვს საყოველთაო საარჩევნო უფლება. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ხანგძლივ პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, ეს არის პოლიტიკა რომლის წესებიც არღვევს ადამიანის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ამომრჩეველთა იდენთიფიკაციის კანონები მრავალი ქვეყანაში საჭიროებს დადებით იდენთიფიკაციას ხმის მიცემის დაწყებამდე. არჩევნების გზით გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას იღებს არა ყველა მოქალაქე, არამედ ისინი ვინც ელექტრორატის წევრები არიან და მონაწილეობენ კენჭისყრით ამომრჩველთა მონაწილეობა.

ლიბერალურ დემოკრატიული კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათს. ხშირად კონსტიტუციის მიზანი განიხილება, როგორც მთავრობისათვის უფლებამოსილების შეზღუდვა. ლიბერალური დემოკრატია ხაზს უსვამს ხელისუფლების დანაწილებას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მთავრობის შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემის შენარჩუნებას. ლიბერალურ დემოკრატიული ქვეყნები ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მნიშვნელობას, რომელიც იცავს კანონის უზენაესობის პრინციპს. მთავრობის უფლებამოსილება ლეგიტიმურად ხორციელდება მხოლოდ წერილობითი, საჯაროდ ცნობილი კანონების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია და ხორციელდება დადგენილი წესით. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა სახელმწიფო მოწყობის მიხედვით არის ფედერალური, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ვერტიკალური გამიჯვნა, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მმართველობითი უფლებამოსილებების დაყოფით მუნიციპალურ, პროვინციულ და ეროვნულ მთავრობებს შორის (გერმანია, სადაც ფედერალური მთავრობა იღებს მთავარ საკანონმდებლო პასუხისმგებლობას და ფედერაციულ აღმასრლებელ დავალებას ასრულებენ ქვეყნები).

წარმოშობა

ლიბერალური დემოკრატია სათავეს იღებს XVIII საუკუნიდან, ამ პერიოდს განმანათლებლობის ხანასაც უწოდებენ. იმ დროს ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა მონარქიული მმართველობის იყო, სადაც პოლიტიკურ ძალაუფლებას მონარქები ან არისტოკრატები ფლობდნენ. დემოკრატიის ღირებულებები სერიოზულად არ განიხილებოდა, რადგან კლასიკურ ანტიკურ დროში გავრცელებული იყო რწმენა, რომ დემოკრატიები არასტაბილურად და ქაოსურად იქმნებოდა პოლიტიკაში ხალხის ცვალებადი ახირების გამო. მოგვიანებით ითვლებოდა, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგებოდა ადამიანის ბუნებას, რადგან ადამიანებს, როგორც ჩანს, ძლიერი ლიდერი სჭირდებოდათ, რომ შეეკავებინათ მათი დესტრუქციული იმპულსები. მრავალი ევროპელი მონარქი თვლიდა, რომ მათი ძალაუფლება ღმერთის მიერ განწესებული იყო და მათი მმართველობის უფლების ეჭვქვეშ დაყენება გმობა მკრეხელობის ტოლფასად მიიჩნეოდა.

ამ ჩვეულებრივ შეხედულებებს თავიდან დაუპირისპირდა განმანათლებელთა შედარებით მცირე ჯგუფი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი, ამიტომ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირი ვერ გაამართლდება „კეთილშობლურ სისხლს“, ღვთისაგან სავარაუდო პრივილეგირებულ კავშირს ან რაიმე სხვა მახასიათებლს, რომლითაც ერთი ადამიანი სხვებზე მაღლა დგება. შემდგომ ისინი ამტკიცებდნენ, მთავრობები არსებობს იმისთვის რომ ხალხს ემსახუროს და არა პირიქით, რომ კანონები უნდა ვრცელდებოდეს როგორც ხალხზე, ასევე მათზეც ვინც ხალხს მართავს (ეს კონცეფცია ცნობილია როგორც კანონის უზენაესობა).

ამ იდეების ნაწილი XVII საუკუნეში ინგლისში ჩამოყალიბდა. როდესაც შეიქმნა თავისუფლების დიდი ქარტია, და კანონი პეტიცია უფლებათა შესახებ 1628 წელს, ასევე 1679 წელს ჰაბეას კორპუს აქტის მიღებით დაწესდა გარკვეული თავისუფლებები სუბიექტებისათვის. პოლიტიკური პარტიის იდეა ჩამოყალიბდა ჯგუფებთან ერთად, რომელმაც 1647 წელს პუტნის დებატების დროს განიხილა პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლებები. ინგლისის სამოქალაქო ომის (1642–1651) და 1688 წლის დიდებული რევოლუციის შემდეგ, 1689 წელს ამოქმედდა უფლებათა ბილი, რომელიც განსაზღვრავდა გარკვეულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ყოველივე ამან ბრიტანეთში მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებაში ინდივიდების პოზიციისა და ინგლისის პარლამენტის მზარდი ძალაუფლების მხრივ.

XVIII საუკუნის ბოლოს, იმ დროის წამყვანმა ფილოსოფოსებმა გამოაქვეყნეს ნაშრომები, რომლებიც გავრცელდა ევროპის კონტინენტზე და მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ იდეებმა და შეხედულებებმა გამოიწვია ამერიკის რევოლუცია და საფრანგეთის რევოლუცია, რამაც გააჩინა ლიბერალიზმის იდეოლოგია და ჩამოაყალიბა მმართველობის ფორმები, რომლებიც ცდილობდა განმანათლებელ ფილოსოფოსთა იდეების პრაქტიკაში გამოყენებას. მმართველობის არცერთი ფორმა არ იყო ზუსტად ის, რასაც ჩვენ დღეს ლიბერალურ დემოკრატიას ვეძახით, (ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება იმაშია, რომ ხმის მიცემის უფლება კვლავ შეზღუდული იყო მოსახლეობის ნაწილისათვის და მონობა კვლავ იურიდიულ ინსტიტუტად რჩებოდა). ამ მხრივ საფრანგეთის მცდელობა აღმოჩნდა მოკლევადიანი, მაგრამ ეს იყო პირველი მოდელი, რის მიხედვითაც მოგვიანებით ლიბერალური დემოკრატია გაიზარდა. ვინაიდან მმართველობის ამ ფორმების მომხრენი ცნობილი იყვნენ როგორც ლიბერალები, თავად მმართველობის ფორმაც ცნობილი გახდა, როგორც ლიბერალური დემოკრატია.

პირველი ლიბერალური დემოკრატიის მოდელის დაარსებისას, თავად ლიბერალები განიხილებოდნენ, როგორც უკიდურესი და საკმაოდ საშიში ზღვარი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას. კონსერვატორი მონარქები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ლიბერალიზმს და დემოკრატიას, საკუთარ თავს ტრადიციულ ფასეულობათა და ბუნებრივი წესრიგის დამცველად თვლიდნენ და მათი კრიტიკა დემოკრატიის მიმართ გამართლებული ჩანდა, როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტმა კორტროლი აიღო საფრანგეთის პირველ რესპუბლიკაზე, მოახდინა მისი რეორგანიზაცია საფრანგეთის პირველ იმპერიად და დაიწყო ევროპის უმეტესი ნაწილის დაპყრობა. ნაპოლეონი საბოლოოდ დამარცხდა და ევროპაში წმინდა ალიანსი ლიბერალიზმის ან დემოკრატიის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბდა. ამასთან ერთად, ლიბერალური დემოკრატიის იდეალები მალე გავრცელდა ფართო საზოგადოებაში და XIX საუკუნის განმავლობაში ტრადიციული მონარქია იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. XIX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული ბრიტანეთის იმპერიის სამფლობელო გახდა ლიბერალური დემოკრატიის ლაბორატორია. კანადაში 1840-იან წლებში, ხოლო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1850-იანი წლებიდან, მამაკაცის საარჩევნო უფლების საფუძველზე და ფარული კენჭისყრის შედეგად საპარლამენტო მთავრობა დამყარდა და 1890-იანი წლებიდან მიღებულ იქნა ქალთა საარჩევნო უფლება.

რეფორმები და რევოლუციები დაეხმარა ევროპის უმეტეს ქვეყანას, რომ ლიბერალური დემოკრტია იქაც გავრცელებულიყო. ამავდროულად, არაერთი ლიბერალური იდეოლოგია განვითარდა, რომელმაც შეითვისა ლიბერალური დემოკრატიის კონცეფცია. შეიცვალა პოლიტიკური სპექტრი; ტრადიციული მონარქია სულ უფრო და უფრო ხდებოდა განხილვის საგანი და ლიბერალური დემოკრატია კი მკვიდრდებოდა. XIX საუკუნის ბოლოს ლიბერალური დემოკრატია აღარ იყო მხოლოდ „ლიბერალური“ იდეა, იქცა იდეად, რომელსაც მრავალი სხვადასხვა იდეოლოგია უჭერდა მხარს. პირველი მსოფლიო ომის და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლიბერალურმა დემოკრატიამ დაიაკავა დომინანტური პოზიცია და ახლა პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მას მხარს უჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური დემოკრატია თავდაპირველად განმანათლებლობის ხანის ლიბერალებმა წამოიწყეს, XX საუკუნეში დემოკრატიასა და ლიბერალიზმს შორის ურთიერთობა თავიდანვე სადავო და პრობლემატური იყო. წიგნში „თავისუფლება და თანასწორობა ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში“ ჯასპერ დუმენმა აღნიშნა, რომ ლიბერალური დემოკრატიისთვის თავისუფლება და თანასწორობა აუცილებელია. კვლევითი ინსტიტუტი „თავისუფლების სახლი“ დღეს ლიბერალურ დემოკრატიას განსაზღვრავს, როგორც საარჩევნო დემოკრატიას, რომელიც ასევე იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს.

უფლებები და თავისუფლებები

დემოკრატიულ ქვეყნებს პრაქტიკაში აქვთ გარკვეული თავისუფლებების შეზღუდვები. არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი შეზღუდვები, როგორიცაა საავტორო უფლებები და ცილისწამების წინააღმდეგ კანონი. შეიძლება შეიზღუდოს ანტიდემოკრატიული გამოსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევის მცდელობა და ტერორიზმის პოპულარიზაცია ან გამართლება. ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებში ევროპასთან შედარებით უფრო მეტად ასეთი შეზღუდვები ვრცელდებოდა კომუნისტებზე. ახლა ისინი უფრო ხშირად გამოიყენება ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც აღიქმება, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობად ან სიძულვილის ენის გამავრცელებლად. ამის მაგალითებია ანტიტერორისტული კანონი, ჰეზბოლას სატელიტური მაუწყებლობის დახურვა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული ზოგიერთი კანონი.

ამასთან ერთად, ბევრ მთავრობას რომელიც დემოკრატიულად ითვლება ანტიდემოკრატიულად მიჩნეულ გამოთქმებზე შეზღუდვები აქვს დეწესებული, მაგალითად როგორიცაა ჰოლოკოსტის უარყოფა და სიძულვილის ენის გავრცელება. პოლიტიკური ორგანიზაციების წევრებს, რომელთაც კავშირი აქვთ ტოტალიტარიზმთან (როგორც წესი, კომუნისტი, ფაშისტი ან ნაციონალ-სოციალისტები) შეიძლება ჩემოერთვათ ხმის მიცემის და სამსახურში გარკვეული უპირატესობით სარგებლობის უფლება. ასევე, შეიძლება აიკრალოს ქცევა, რომელიც მიიჩნევა დისკრიმინაციულად. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშესაფრის მფლობელების მიერ პიროვნებისათვის უარის თქმა რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. მაგალითისათვის, კანადაში მბეჭდავმა, რომელმაც უარი თქვა კანადელი ლესბოსელი და გეი აქტივისტებისათვის მასალების დაბეჭდვაზე, დააჯარიმეს 5,000 აშშ დოლარით, გადაახდევინეს 100,000 აშშ დოლარი და ადამიანის უფლებების სასამართლომ დამტებით დააკისრა 40,000 აშშ დოლარის გადახდა. უფლებები, რომლებიც ერთ ქვეყანაში ფუნდამენტურად ითვლება, შესაძლოა უცხო იყოს სხვა ქვეყნის მთავრობებისათვის. მაგალითად კანადის, ინდოეთის, ისრაელის, მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციები ორმაგი საფრთხისგან თავდაცვის გარანტიას იძლევა, ეს უფლება არ არის გათვალისწინებული სხვა სამართლებრივ სისტემებში. ასევე, სამართლებრივი სისტემები, რომლებიც სასამართლო პროცესზე პოლიტიკურად არჩეულ ნაფიც მსაჯულებს იყენებენ, როგორიცაა შვედეთში, განიხილება (ნაწილობრივ) პოლიტიზებულ სასამართლო სისტემად, რომელიც აშკარად უცხოა დემოკრატიული ქვეყნებისათვის. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სასამართლო პროცესების პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად არის შექმნილი. ანალოგიურად, ბევრი ამერიკელი მიიჩნევს, რომ იარაღის შენახვისა და ტარების უფლება მნიშვნელოვანი რევოლუციური უფლებაა პოტენციურად შეურაცხმყოფელი მთავრობის წინააღმდეგ, ხოლო სხვა ქვეყნები ამას ძირითადად არ აღიარებენ (მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, ფიზიკური პირისათვის იარაღის მფლობელობის გამო მკაცრი შეზღუდვები აქვს დაწესებული გაერთიანებულ სამეფოს.).


წინაპირობები

მართალია, ისინი არ არიან მმართველობითი სისტემის ნაწილი, მაგრამ ნაწილობრივ ინდივიდუალურმა უფლებებმა და ეკონომიკურმა თავისუფლებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი საშუალო კლასის, ფართო და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ისინი ხშირად განიხილება, როგორც ლიბერალური დემოკრატიის წინაპირობები (ლიპსეტი, 1959 წელი).

ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიული უმრავლესობის მიერ მმართველობის ძლიერი ტრადიცია, მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შემოღება დიქტატურიდან დემოკრატიაში გადასასვლელად იშვიათად არის საკმარისი; ამისათვის საჭიროა პოლიტიკური კულტურის ფართო ცვლილება და დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტების ეტაპობრივი ფორმირება. არსებობს მრავალი მაგალითიც, ლათინურ ამერიკის ქვეყნებში, რომლებმაც მხოლოდ დროებით ან შეზღუდული ფორმით შეძლეს დემოკრატიის შენარჩუნება, სანამ ფართო კულტურული ცვლილებები არ დაიწყეს, დემოკრტიულ განვითარებას ვერ მიაღწიეს.

დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია „ერთგული მოწინააღმდეგის“ კონცეფცია, რომელიც გულისხმობს რომ შესაძლოა პოლიტიკური მოწინააღდეგეები ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ მათ უნდა აღიარონ ერთმანეთის ლეგიტიმურობის საკითხი. ეს პროცესი განსაკუთრებისთ რთულად მისაღწევია იმ ერებში, სადაც ისტორიულად ძალადობის გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება. არსებითად ეს ტერმინი ნიშნავს, რომ ყველა მხარე დემოკრატიის ძირითადი ღირებულებების მიმართ საერთო ვალდებულებას იზიარებს. საზოგადოებაში მიღებული ძირითადი წესები ხელს უნდა უწყობდოს ტოლერანტობას საჯარო დებატებს დროს. ასეთ საზოგადოებაში, არჩევნებში დამარცხებული მხარე აღიარებს ამომრჩველთა ნებას და ხელისუფლების გადაბარება ხდება მშვიდობიანი გზით. დამარცხებულები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, რადგან იციან რომ არც სიცოცხლეს და არც თავისუფლებას არ დაკარგავენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას ჩვეულებრივად განაგრძობენ. ისინი ერთგულნი არიან, არა მთავრობის კონკრეტული პოლიტიკის მიმართ, არამედ თვით სახელმწიფოს ფუნდამენტურობის და დემოკრატიული ღირებულების მიმართ.


ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოს ირგვლივ

რამდენიმე ორგანიზაცია და პოლიტიკის ექსპერტი იკვლევს თავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნების მონაცემებს. მათ შორის ყველაზე ცნობილი შეიძლება იყოს პოლიტიკური მონაცემების ერთობლიობა რომელისაც აწარმოებს „თავისუფლების სახლი“ და ლარი დეიმონდი.

რამდენიმე ორგანიზაციას შორის და სახელმიწოფოს შორის არსებობს შეთანხმება, ისეთი როგორიცაა „თავისუფლების სახლის“, რომ ევროკავშირის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, იაპონია, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი, კანადა, მექსიკა, ურუგვაი, კოსტა რიკა, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ლიბერალური დემოკრატული ქვეყნები არიან. ამჟამად მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამაინი ინდოეთში ცხოვრობს. უმეტესად ლიბერალურ დემოკრატიას ვხვდებით დასავლეთის ქვეყნებში (გამონაკლისია იაპონია, ტაივანი, ინდოეთი და სამხრეთ კორეა).

„თავისუფლების სახლი“ მიიჩნევს, რომ ოფიციალურად დემოკრატიული მთავრობა აფრიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში პრაქტიკულად არადემოკრატიულია. რადგან, ჩვეულებრივ მმართველ მთავრობას ძლიერი გავლენა აქვს არჩევნების შედეგებზე. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი საჯმაოდ დიდია.

ოფიციალურად არადემოკრატიული მმართველობის ფორმები, როგორიცაა ერთპარტიული მმართველობა და დიქტატურა, უფრო მეტად გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

სულ ახლახან, „თავისუფლების სახლის“ 2019 წლის ანგარიშში აღინიშნა ლიბერალური დემოკრატიის მქონე ქვეყნების რაოდენობა, „პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების“ შემცირებაზე დაყრდნობით 13 წლის განმავლობაში- 2005 წლიდან 2018 წლამდე.

დემოკრატიის სახესხვაობების 2019 წლის ანგარიში

დემოკრატიის სახესხავობების (varieties of democracy) 2019 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, თუ როგორ განაგრძობს ზრდას ავტოკრატიზაციის პროცესი. ბრაზილია, ამერიკის შეერთებული შტატები და უნგრეთი იმ 24 ქვეყანას შორის არიან, რომლებმაც „ავტოკრატიული მესამე ტალღა“ გადაიტანა. დემოკრატიის სახესხვაობების მიხედვით ჩანს, თუ როგორ მოხდა ქვეყნების ავტოკრატიზაციის ზრდა, 2016 წლის 415 მილიონიდან 2018 წლის 2.3 მილიარდამდე. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პროცესის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნების 55%-ში კვლავ დემოკრატია მოქმედებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში 21-მა ქვეყანამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა დემოკრატიისკენ, მათ შორისა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, საქართველო და ტუნისი. ამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ დემოკრატია არ არის ჩაძირული, მაგრამ ნამდვილად იძირება, ხოლო ავტოკრატიზაცია გავლენას ახდენს დემოკრატიზაციის მხრივ ყველაზე მაღალ და საშუალო დონის სამ რეგიონზე: დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

ტიპები

პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემა

კენჭისყრით ადგილებს ნაწილდება რეგიონული უმრავლესობის მიხედვით. პოლიტიკური პარტია ან დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს, ადგილიც მისი იქნება. არსებობს სხვა დემოკრატიული საარჩევნო სისტემები, მაგალითად როგორიცაა პროპორციული წარმომადგენლობის სხვადასხვა ფორმა, რომელთა მიხედვითაც ადგილები ინდივიდუალური ხმების პროპორციის შესაბამისად ნაწილდება, რომელსაც ქვეყნის ან კონკრეტულ რეგიონის მასშტაბის მიხედვით პარტია იღებს.

ამ ორ სისტემას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, არიან თუ არა წარმომადგენელები, რომლებიც შეძლებენ ეფექტურად წარმოაჩინონ კონკრეტული რეგიონი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ან ყველა მოქალაქის ხმა ერთნაირი მნიშვნელობის უნდა იყოს თუ არა, იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობენ ისინი.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად გერმანია და ახალი ზელანდია, დავას ამ ორ ფორმას შორის ჭრის ქვედა პალატის და მათი ეროვნული საკანონმდებლო ორგანოების ადგილების მიხედვით. ადგილების პირველი კატეგორია ენიჭებათ რეგიონებში პოპულარობის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი ადგილები ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების პროპორციულად. ჩვეულებრივ ამ სისტემას უწოდებენწევრის შერეულ პროპორციულ წარმომადგენლობას. ავსტრალია ორივე სისტემას აერთიანებს. მათი შეხედულების მიხედვით, ამგვარად მთავრობა უფრო სტაბილურია, ხოლო პარტიები მრავალფეროვნად წარმართავენ საქმიანობას.

საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო სისტემა

საპრეზიდენტო სისტემა არის რესპუბლიკის ისეთი მმართველობის სისტემა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება ირჩევა საკანონმდებლო შტოსგან დამოუკიდებლად. საპარლამენტო სისტემა გამოირჩევა იმით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დამოკიდებულია პარლამენტის პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერაზე, რაც ხშირად ნდობის გამოცხადებით გამოიხატება.

დემოკრატიული მმართველობის საპრეზიდენტო სისტემა, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე მიღებულია ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. კონსტიტუციური მონარქიები არსებობს ჩრდილოეთ ევროპაში და ზოგიერთ ყოფილ კოლონიაში მაგალითად, ავსტრალია და კანადა. ასევე ესპანეთში, აღმოსავლეთ აზიასა და მსოფლიოს სხვადასხვა პატარა ერებში. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები, მაგალითად სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და ირლანდია, დამოუკიდებლობის დროს სხვადასხვა საპარლამენტო მმართველობის სისტემას ირჩევდა. საპარლამენტო სისტემა გავრცელებულია ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებში.


მიზეზები და კრიტიკა

ბურჟუაზიის დიქტატურა

მარქსისტები, კომუნისტები, ასევე ზოგიერთი სოციალისტი და ანარქისტი ამტკიცებენ, რომ ლიბერალური დემოკრატია კაპიტალისტური იდეოლოგიის პირობებში სოციალურ კლასზეა დაფუძნებული და შესაბამისად, არ შეიძლება იყოს იყოს დემოკრატიული ან მონაწილეობითი. ის მოიხსენიება როგორც ბურჟუაზიულ დემოკრატია, იმიტომ რომ პოლიტიკოსები საბოლოოდ მხოლოდ ბურჟუების უფლებებისთვის იბრძვიან.

კარლ მარქსის მიხედვით, სხვადასხვა კლასის ინტერესები პროპორციულ გავლენას წარმოადგენს, რომლის შეძენა შეუძლია კონკრეტულ კლასს (მოქრთამვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროპაგანდის წარმოება, ეკონომიკური შანტაჟი, შემოწირულობები პოლიტიკური პარტიების და მათი კამპანიებისთვის და ა.შ.). ამგვარად, ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატიების მიმართ საზოგადოების ინტერესი სისტემატურად ირღვევა იმ კლასების მიერ, რომლებიც საკმარისად მდიდარია წარმომადგენლობითი უპირატესობის მოსაპოვებლად.

ბურჟუაზიული კლასი მდიდრდება მუშათა კლასის მიერ გამომუშავებულის მითვისებით. ამ ნაბიჯით ბურჟუაზიული კლასი, მუშა კლასის ექსპლუატაციის ხარჯზე აგროვებს უფრო მეტ ქონებას, რაც დასაქმებულთა სამუშაო პირობებზე ცუდათ აისახება და ამიტომ ისინი უფრო მეტად ღარიბდებიან. სხვათა შორის, თავად ბურჟუებისთვსი ეს აწესებს თავისუფლების გარკვეულ ზღვარს. მარქსის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ხალხის მოტყუების ცინიკური, სისტემური მცდელობა, რომ მათ ნებას რთავენ, კვლავ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ ბურჟუაზიის წინასწარ განსაზღვრულ არჩევანს, რომლის პოლიტიკურ პარტიასაც უკეთესად შუძლია მათი ინტერესების დაცვა.არჩვენების შემდეგ ეს პარლამენტი, როგორც ბურჟუაზიული დიქტატურა, აწესებს რეგულაციებს, რომლებიც ბურჟუაების ინტერესებს აქტიურად უჭერს მხარს.

ვლადიმერ ლენინი ერთხელ ამტკიცებდა, რომ ლიბერალური დემოკრატია უბრალოდ გამოყენებული იყო დემოკრატიის ილუზიად, ბურჟუაზიული დიქტატურის შესანარჩუნებლად.

კამპანიის ღირებულება

პოლიტიკური კამპანიის ღირებულება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყნებში უპირატესობას ანიჭებს მდიდრებს, ანუ პლუტოკრატიის ფორმას, სადაც მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა მდიდარი პირების მხოლოდ მცირე რაოდენობასაც შეუძლია შეუძლია.

სხვა კვლევების მიხედვით, პლუტოკრატიის მიმართ გლობალური ტენდენცია გრძელდება სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორისა „კაპიტალისტური მეგობრული მთავრობები და საგადასახადო რეჟიმები“. ამასთან ერთად, „პოლიტიკური უფლებები რჩება ისე, როგორც იყო — ერთი ადამიანი, ერთი ხმა.“

ლიბერალურ დემოკრატიზე იერიში მიიტანა ზოგიერთმა სოციალისტმა როგორც ფარზე, რისი გაცნობიერებაც საზოგადოებას არ შეუძლია, რომ მათი ნება შეუსაბამოა პოლიტიკურ პროცესებთან. ამ პრობლემის გადაჭრა მკაცრ კამპანიის დაფინანსების კანონებს შეუძლია.

2006 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომისტი სტივენ ლევიტი თავის წიგნში „ფრიკონომიკა“ ამტკიცებდა, რომ არჩევნებში წარმატების მისაღწევად საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული დანახარჯი წარმატების გარანტორი არ არის. მან ერთმანეთს შეადარა სააარჩევნო კანდიდატების წარმატება, რომლებიც არაერთხელ მეტოქეობდნენ ერთსა და იმავე საქმეში, რაც ხშირად ხარჯების მიხედვით განსხვავდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნებზე. ამის მიხედვით იგი ასკვნის, რომ კანდიდატს, რომელმაც მაიმარჯვა არჩევნებში შესაძლებლობა აქვს დახარჯოს გაწეული ხარჯების ნახევარი და დაკარგოს ხმების 1%. იმავდროულად, დამარცხებულ კანდიდატს, რომელიც გაორმაგდება ხარჯებიც გაორმაგდება შეიძლება, რომ მის სასარგებლოდ ხმების 1% გადავიდეს.

2014 წლის 18 სექტემბერს მარტინ გილენსმა და ბენიამინ პეიჯის კვლევამ დაასკვნა: „მრავალმხრივი ანალიზი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ელიტები და ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ ბიზნეს ინტერესებს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკაზე, ხოლო საშუალოკლასიის მოქალაქეებსა და მასობრივი ინტერესის მქონე ჯგუფებს აქვთ უნიშვნელო გავლენა. მიღებული შედეგები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ეკონომიკურ-ელიტარული დომინირების მიკერძოებული პლურალიზმის თეორიებს, მაგრამ არა მაჟორიტარული საარჩევნო დემოკრატიის ან მაჟორიტარული პლურალიზმის თეორიებს“.

ავტორიტარიზმი

ლიბერალური დემოკრატია, როგორც კონცეფცია ჩამოყალიბებულია ავტორისა და მკვლევრის პიტერ ბაოფუს მიერ. ბაოფუს მიხედვით, გარკვეულ პირობებში ლიბერალური დემოკრატია შეიძლება იყოს უფრო ავტორიტარული, ვიდრე თვად ავტორიტარული რეჟიმები. იგი მიიჩნევს, რომ ლიბერალური დემოკრატია „არც ავტორიტარულია და არც ლიბერალური“. ის უნდა შეფასდეს, როგორც „ავტორიტარულ-ლიბერალურ-დემოკრატიული“. ბაოფუ ამტკიცებს, რომ ავტორიტარიზმი და ლიბერალური დემოკრატია არ უნდ იყოს ერთმანნეთის საწიააღმდეგო.

მედია

ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში მედიის როლის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მედიის საკუთრების კონცენტრაცია იწვევს დემოკრატიული პროცესების მნიშვნელოვან დამახინჯებას. „მასმედიის პოლიტიკურ ეკონომიკაში“, ედვარდ ს. ჰერმანი და ნოამ ჩომსკი თავიანთი პროპაგანდის მოდელის მიხედვით ამტკიცებენ, რომ კორპორატიული მედია ზღუდავს სადავო მოსაზრებების ხელმისაწვდომობას რაც ამტკიცებს, რომ იქმნება ელიტური მოსაზრებების ვიწრო სპექტრი. მათი აზრით, ეს არის მძლავრ კორპორაციებსა და მედიას შორის მჭიდრო კავშირის ბუნებრივი შედეგი.

მედია ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ადრეული მედია ინდუსტრიის გავლენიანი მებრძოლები გამოირჩეოდნენ ძირითადად ანტიდემოკრატიული შეხედულებებით და პოლიტიკაში მოსახლეობის ჩართულობას ეწინააღმდეგებოდნენ. ედვარდ ბერნასი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის დაწყებას ცდილობდა, მიიჩნევდა რომ „ხალხის სამართავად საჭიროა მათი მართვა ისე, როგორც ჯარისკაცის გონების და სხეულის“.

მსგავსს არგუმენტებს მხარდამჭერები ეხმაურებიან რომლებიც ამბობენ, რომ კონსტიტუციურად დაცული სიტყვის თავისუფლება საშუალებას აძლევს როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებს განიხილონ სხვადასხვა საკითხები. მათი აზრით, დემოკრატიულ ქვეყნებში მედიის გაშუქება უბრალოდ ასახავს საზოგადოების უპირატესობას და არ საჭიროებს ცენზურას. განსაკუთრებით მედიის ახალი ფორმებით, როგორიცაა ინტერნეტი, რომელიც არ არის ძვირი ფართო აუდიტორიისათვის.

ამომრჩევლის შეზღუდული მონაწილეობა

ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, იმედგაცრუება, გულგრილობა თუ უკმაყოფელბა სტატუს კვოს გამო, შეიძლება მნიშვნელოვან პრობლემად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში ამომრჩეველთა აქტივობის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება არჩევნების ფორმების მიხედვით, დაბალმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს კითხვები იმის შესახებ, ასახავს თუ არა შედეგები ხალხის ნებას. ამის გამომწვევი მიზეზები, შეიძლება თუ არა საზოგადოებაში არსებულ პრობლემებსა ან უკიდურეს შემთხვევაში საარჩევნო სისტემის ლეგიტიმურობის საკითხზე.

მთავრობის ან კონკრეტული ჯგუფების მიერ წამოწყებულმა კამპანიებმა, რომელიც მიმართული იქნება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდისკენ, შესაძლოა ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდა გამოიწვიოს. მაგრამ, ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს კონკრეტული პარტიის და კანდიდატის მხარდასაჭერად წარმოებული კამპანია და ზოგადი სახის კამპანია, რომლის მიზანი საზოგადოებაში აქტივობის გაზრდას ემსახურება.

რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია სავალდებულო კენჭისყრის ფორმა, რომელიც სხვადასხვა სახისაა. მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ზრდის არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხს და, შესაბამისად უზრუნველყობს პოლიტიკურ პრიცესებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. სავალდებული კენჭისყრის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ემყარება თავისუფლების შეზღუდვას, ბათილი, ცარიელი და შემთხვევითობის პრინციპით ხმების მიცემის რაოდენობის გაზრდას.

სხვა ალტერნატივებში შედის დაუსწრებელი ბიულეტენების გამოყენების გაზრდა, ხმის მიცემის პროცესის გამარტივების ან გაუმჯობესების მიზნით ელექტრონულად ხმის მიცემა გამოყენება.

ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები

ისტორიულად გარკვეული მიზეზების გამო, მრავალი სახელმწიფო არ არის კულტურულად და ეთნიკურად ერთფეროვანი. შეიძლება არსებობდეს მკვეთრად განსხვავებული ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური და კულტურული დაყოფა. რეალურად შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ჯგუფი ერთმანეთის მიმართ მტრულად იყოს განწყობილი. ამავდროულად შესაძლებელია, რომ პოლიტიკური პროცესები გამოყენებულ იქნას „მოწინააღმდგე“ ჯგუფის მიმართ.

საბჭოთა კავშირის დაშლას და საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ნაწილობრივ დემოკრატიზაციის პროცესს ყოფილ იუგოსლავიაში, კავკასიასა და მოლდოვაში საომარი მოქმედებები მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ კომუნიზმის დაცემასა და დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობის ზრდას თან ახლავს ტოტალური, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური, რევოლუციური ომების შემცირება, ასევე ლტოლვილთა და დევნილთა რაოდენობის და მკვეთრი შემცირება. ამასთან, ეს ტენდენცია შეიძლება მიეწეროს ცივი ომის დასრულებას და აღნიშნული კონფლიქტების ბუნებრივ ამოწურვას, რომელთა უმეტესობა საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გამოიწვია.

იელის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ემი ჩუა თავის წიგნში „მსოფლიო ცეცხლში“ ამბობს, რომ „როდესაც თავისუფალი ბაზრის დემოკრატია ხორციელდება ბაზარზე დომინირებული უმცირესობის თანდასწრებით, საპასუხო რეაქცია მისი უცვლელი შედეგია. როგორც წესი, ეს რეაქცია სამი ფორმიდან ერთ-ერთია. პირველი საპასუხო რეაქცია არის ბაზრების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე დომინირებული უმცირესობის სიმდიდრეს. მეორე არის საპასუხო მოქმედება დემოკრატიის წინააღმდეგ, ბაზარზე გაბატონებული უმცირესობის ძალების მიერ. მესამე არის ძალადობა, ზოგჯერ გენოციდი, რომელიც მიმართულია თავად ბაზარზე გაბატონებული უმცირესობის წინააღმდეგ“.

ბიუროკრატია

დემოკრატიის განუწყვეტლივი კრიტიკა ემსახურება იმას, რომ ხელს უწყობს არჩეულ წარმომადგენლებს კანონი შეცვალონ აუცილებლობის გარეშე. (როგორც აღწერილია ჰერბერტ სპენსერის წიგნში „ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. რამდენიმე თვალსაზრისით ეს განიხილება, როგრორც საზიანო. ახალი კანონები ზღუდავს მანამდე არსებულ თავისუფლებებს, კანონების სწრაფი ცვლილება კი ართულებს კანონის დაცვის საშუალებას. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კანონის გართულების მუდმივი პროცესი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მარადიულ ბუნებრივ კანონს. თუმცა, არ არსებობს თანხმობა იმის შესახებ, თუ რა არის ეს ბუნებრივი კანონი, კანონის დამცველთა შორისაც კი. დემოკრატიის მომხრეები მიანიშნებენ რთულ ბიუროკრატიასა და რეგულაციებზე, რომლებიც დიქტატურებში მოხდა, ისევე როგროც კომუნისტური სახელმწიფოების უმრავლესობაში.

ლიბერალურ დემოკრატიებში ბიუროკრატიას ხშირად აკრიტიკებენ გადაწყვეტილების მიღების შენელებისა და სირთულის გამო. ტერმინი „წითელი ლენტი“ არის ბიუროკრატიული ფუნქციონირების სინონიმი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის შედეგის სისწრაფეს.


მოკლევადიანი აქცენტი

განმარტების თანახმად, თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიული ქვეყნები მთავრობის რეგულარულ ცვლილებებს იწვევს. რამაც საერთო კრიტიკა გამოიწვია მათი მოკლევადიანობის მიმართ. ოთხ-ხუთ წელიწადში მთავრობა ახალი არჩევნების წინაშე დგას და მან უნდა იფიქროს როგორ მოიგებს ამ არჩევნებს. ეს პოლიტიკა ხელს უწყობს იმას, რომ ამომრჩევლისათვის სარგებლის მოტანა გრძელვადიან პოლიტიკასთნ შედარებით უფრო მოკლე პერიოშია შესაძლებელი. ამგვარად, შესაძლებელია საზოგადოებისათვის გრძევლადიანი პროგნოზის გაკეთება, რაც გააკრიტიკა კარლ პოპერმა.

დემოკრატიაში მოკლევადიანი აქცენტების გაკეთება შეიძლება ასევე იყოს მცირე კოლექტიური მეხსიერების შედეგი. მაგალითად, განვიხილოთ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსთვის მიყენებული ზიანი შემცირებას და უმუშევრობის დროებითი ზრდას. ამასთან ერთად, ეს რისკი ვრცელდება სხვა პოლიტიკურ სისტემებზეც.

ანარქისტ-კაპიტალისტმა ჰანს-ჰერმან ჰოპმა დემოკრატიული მთავრობის მოკლევადიანი ტერმინი ახსნა იმით, რომ ამჟამინდელი მმართველი ჯგუფი დროებით ხელმისაწვდომ რესურსებს რაციონალურად იყენებს, რაც ამ ჯგუფის წევრებს მაქსიმალურ ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს. მან ეს შეადარა მემკვიდრეობით მონარქიას, სადაც მონარქს სურს შეინარჩუნოს თავისი ქონების გრძელვადიანი კაპიტალის ღირებულება (ე.ი. მის მფლობელობაში არსებული ქვეყანა) და დაუპირისპირდეს დაუყონებლივ შემოსავლის მიღებს სურვილს. ამას ადასტურებს გარკვეულ მონარქიებსა (20-25%) და ლიბერალურ დემოკრატიებში (30-60%) გადასახადების შესახებ არსებული ისტრიული სახის ჩანაწერები.

მაჟორიტარიზმი

უმრავლესობის ტირანია არის შიში იმისა, რომ დემოკრატიულ მთავრობას, რომლიც ასახავს უმრავლესობის შეხედულებას, უმცირებოსის შევიწროების მიზნით, გარკვეული ზომების მიღება შეუძლია. მაგალითად, უმცირესობის, რომელიც ფლობს სიმდიდრეს, ქონების საკუთრებას უფლებას ძალაუფლებას, გარკვეული რასობრივი და ეთნიკური წარმოშობისა ან ეროვნების უმცირესობის შევიწროება. თეორიულად, უმრავლესობა არის ყველა მოქალაქის უმრავლესობა. თუ მოქალაქეებს ხმის მიცემას კანონი არ აიძულებს ჩვეულებრივ, მას ხმას აძლევს უმეტესობა. თუ ასეთი ჯგუფი წარმოადგენს უმცირესობას, მაშინ შესაძლებელია, რომ უმცირესობამ თეორიულად შეძლოს სხვა უმცირესობის ჩაგვრა, უმრავლესობის სახელით. ამასთანავე, ასეთი არგუმენტი შეიძლება ეხებოდეს როგორც პირდაპირ დემოკრატიას, ან წარმომადგენლობით დემოკრატიას. პირდაპირი დემოკრატიისას, სადაც ყველა მოქალაქე იძულებულია ხმას მისცეს, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში სიმდიდრე და ძალაუფლება, როგორც წესი, კონცენტრირებულია მცირე პრივილეგირებული კლასის ხელში, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე. რამდენიმე „დე ფაქტო“ დიქტატურას ასევე აქვს ხმის მიცემის სავალდებულო ფორმა, მაგრამ კენჭისყრა არ არის „თავისუფალი და სამართლიანი“, რისი საშუალებითაც ცდილობს გაზარდოს რეჟიმის ლეგიტიმურობის საკითხი. (მაგალითად ჩრდილოეთ კორეა).

უმცირესობის მიერ ან მათი სახელით განხორციელებული შესაძლო ზეწოლის მაგალითები:

  • ის უმცირესობა, რომელიც პოტენციურად გაწვევას ექვემდებარება, შესაძლოა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო.
  • ის უმცირესობა, რომელიც არის მდიდარი, ხშირად თავის ფულსა და გავლენას პოლიტიკური პროცესის მანიპულირებისთვის იყენებს, დანარჩენი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
  • ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აკრძალვები შემოიღო საჯარო სკოლებში პირადი რელიგიური სიმბოლოების შესახებ. ოპონენტები ამას რელიგიის თავისუფლების უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, მომხრენი კი ამას სახელმწიფოსა და რელიგიური საქმიანობის გამიჯვნას უკავშირებენ.
  • პორნოგრაფიის აკრძალვა, როგორც წესი განისაზღვრება იმით, თუ მზად არის უმრავლესობა.
  • სხვადასხვა იარაღის (მაგ. ხელკეტების, სპილენძის მუხლების, წიწაკის სპრეის, ცეცხლსასროლი იარაღის პირად საკუთრებაში ფლობა) კრიმინალად ითვლება რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაში (მაგ. გაერთიანებული სამეფო, ბელგია და სხვა), რაც საზოგადოებაში უსაფრთხოების დონის ზრდასთან, ძალადობის და მკვლელობათა რაოდენობის შემცირებასთან არის დაკავშშირებული.
  • ნარკოტიკების, კოფეინის, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება ძალიან ხშირად დანაშაულად ითვლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაპირველად ეს დაიწყო რასისტული და რელიგიური მიზეზებით.
  • ამ კონტექსტში ნახსენებია საზოგადოების დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ. რამდენიმე ათეული წლის წინ დემოკრატიებში ჰომოსექსუალური ქმედებები დანაშაულად ითვლებოდა და ზოგიერთ დემოკრატიაში ისინი დღესაც მიმდინარეობს, რაც უმრავლესობის რელიგიურ ან სექსუალურ ნორმების უპირატესობას ასახავს.
  • ათენის დემოკრატიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ძველად მონობა მიღებული იყო.
  • მდიდარ დასავლურ წარმომადგენლობით დემოკრატიებში ღარიბი მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენს და მათ არ შეუძლიათ ძალის გამოყენება სახელმწიფოში ცვლილებებისათვის. როდესაც იქმნება ღარიბი ფენა, უმრავლესობამ შეიძლება გამოიყენოს დემოკრატიული პროცესი, რათა ფაქტობრივად მოხსნას სახელმწიფო დაცვა.
  • „უმრავლესობის ტირანიის“ ხშირად მოყვანილი მაგალითია ის, რომ ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული „ლეგიტიმური“ გზით. დემოკრატიულ ვაიმარის რესპუბლიკაში 1933 წელს ნაცისტურმა პარტიამ ხმათა უდიდესი წილი მოიპოვა. დემოკრატიული სისტემის გაუქმების შემდეგ ჰიტლერის რეჟიმის მიერს მოხდა ადამიანის უფლებები მასშტაბურად დარღვევა.

დემოკრატიის მომხრეები „უმრავლესობის ტირანიასთან“ დაკავშირებით არაერთ დაცვით არგუმენტს იშველუებენ. ერთი იმის მტკიცებაა, რომ კონსტიტუციის არსებობა, რომელიც ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქის უფლებებს იცავს. ზოგადად, კონსტიტუციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვს არჩეული წარმომადგენლების უმრავლესობის შეთანხმებას, ან მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთაგან შეთანხმებას, რომ მტკიცებულება და პროცედურული სტანდარტები შესრულებულია სახელმწიფოს მიერ, ან ზოგჯერ რეფერენდუმი. ეს მოთხოვნები ხშირად გაერთიანებულია. ხელისუფლების დანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად, უმცირესობისთვის ართულებს საკუთარი ნების გამოხატვას. რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობას კვლავ შეუძლია ლეგიტიმურად აიძულოს უმცირესობა გარკვეულ საკიტხებში.

კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ უმრავლესობებსა და უმცირესობებს შეუძლიათ განსხვავებულად განსხვავებული ფორმის მიღება. ადამიანები ხშირად ეთანხმებიან უმრავლესობის შეხედულებას ზოგიერთ საკითხში და ეთანხმებიან უმცირესობის შეხედულებას სხვა საკითხებზე. შეიძლება შეიცვალოს შეხედულებაც, ამიტომ უმრავლესობის წევრებმა შეიძლება შეზღუდონ უმცირესობის ჩაგვრა, რადგან ისინი შეიძლება მომავალში თავად იყვნენ უმცირესობაში.მესამე საერთო არგუმენტი ისაა, რომ რისკების მიუხედავად უმრავლესობის წესი სხვა სისტემებთნ შედარებიტ უპირატრსია და უმრავლესობის ტირანიში ნებისმიერ შემთხვევაში უმცირესობის ტირანიის გაუმჯობესება ხდება. ზემოთ ხსენებული ყველა შესაძლო პრობლემა შეიძლება ასევე აღმოჩნდეს არადემოკრატიულ ქვეყნებში, დამატებით პრობლემასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს უმრავლესობაზე. დემოკრატიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ემპირიული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მეტი დემოკრატია მთავრობის მიერ შინაგან ძალადობასა და მასობრივ მკვლელობებს იწვევს. ეს ზოგჯერ ფორმულირებულია როგორც რუმელის კანონი.

პოლიტიკური სტაბილურობა

ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური სტაბილურობა დამოკიდებულია ძლიერ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალ არჩევნებს, კანონის უზენაესობას და ინდივიდუალურ თავისუფლებებს.

დემოკრატიის ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ იმგვარი სისტემის შექმნით, სადაც საზოგადოებას შეუძლია მთავრობის შეცვლა, სამრთლებრივი ბაზის შეცვლის გარეშე. დემოკრატია მიზნად ისახავს პოლიტიკური გაურკვევლობისა და არასტაბილურობის შემცირებას და მოქალაქეების დარწმუნებას, რომ რამდენადაც ისინი არ ეთანხმებიან ამჟამინდელ პოლიტიკას, მათ მიეცემათ რეგულარული შანსი შეცვალონ ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან, ან შეცვალონ პოლიტიკა, რომელთანაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს სასურველია სისტემას, სადაც პოლიტიკური ცვლილებები ხდება ძალადობის გზით.

ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო თვისებაა ის, რომ მათი ოპონენტები (ის ჯგუფები, რომელთაც სურთ ლიბერალური დემოკრატიის გაუქმება) იშვიათად იმარჯვებენ არჩევნებში. დამცვლები ამ ამ არგუნეტით ამარტლებენ იმას, რომ ლიბერალური დემოკრატია არსებითად სტაბილურია და მისი დამხობა შეიძლება მხოლოდ გარე ძალის გამოყენებით, ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სისტემა ბუნებრივადაა მოწყობილი, მიუხედავად მისი მიუკერძოებლობის პრეტენზიებისა.

წარსულში შიშობდნენ, რომ დემოკრატია შეიძლება ადვილად გამოიყენონ დიქტატორული მისწრაფებების მქონე ლიდერებმა, რომლებსაც შეეძლებათ თავად აირჩიონ ხელისუფლებაში. ამასთან, ისეთი ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნების რიცხვი დაბალია, რომლებმაც ხელისუფლებაში დიქტატორები აირჩიეს. როდესაც ეს მოხდა, ეს ჩვეულებრივ ხდება მას შემდეგ, რაც დიდმა კრიზისმა გამოიწვია მრავალი ადამიანის ეჭვი ამ სისტემაში ან ახალგაზრდა/ცუდად მოქმედ დემოკრატიებში. რამდენიმე მაგალითს წარმოადგენს ადოლფ ჰიტლერი დიდი დეპრესიის დროს და ნაპოლეონ III, რომელიც გახდა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და შემდეგ იმპერატორი.

ეფექტური რეაგირება ომის დროს

განმარტების მიხედვით, ლიბერალური დემოკრატია გულისხმობს, რომ ძალა არ არის კონცენტრირებული. კრიტიკის მიხედვით, სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება იყოს უარყოფითი შედეგის მომტანი ომის დროს, როდესაც საჭიროა სწრაფი და ერთიანი რეაგირება. როგორც წესი, საკანონმდებლო ორგანომ შეტევითი სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე თანხმობა უნდა განაცხადოს, თუმცა ზოგჯერ აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის გაკეთება თავადაც შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ინფორმირებისას. თუ დემოკრატიულ ქვეყანას თავს დაესხნენ, თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებისათვის, როგორც წესი, არ არის საჭირო თანხმობა. შესაძლოა ხალხმა ხმა მისცეს ჯარის გაწვევის წინააღმდეგ.

ამასთან, რეალური კვლევების თანახმად, დემოკრატიული ქვეყნები უფრო მეტად იმარჯვებენ ომებში, ვიდრე არა დემოკრატიული ქვეყნები. ამის ერთ-ერთი ახსნა პირველ რიგში დაკავშირებულია „პოლიტიკის გამჭვირვალობასთან და სტაბილურობასთან. რაც დგინდება იმაში, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს უკეთ შეუძლიათ მოკავშირეებთან თანამშრომლობა ომის წარმოებისათვის.“ სხვა კვლევები ამას უკავშირებს რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ან შერჩევით ომებს, სადაც გამარჯვების დიდი შანსი აქვთ დემოკრატიულ ქვეყნებს.

სტიმი და რეიტერი ასევე აღნიშნავენ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში ინდივიდუალურობის ხაზგასმა ნიშნავს, რომ მათი ჯარისკაცები უფრო მეტი მოტივაციით და უმაღლესი ხელმძღვანელობის ქვეშ იბრძვიან. დიქტატურიის დროს ხშირად ოფიცრებს ნიშნავენ პოლიტიკური ერთგულებისთვის და არა სამხედრო შესაძლებლობების მიხედვით. ისინი შეიძლება შეირჩეს მცირე კლასის ან რელიგიური/ეთნიკური ჯგუფიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს. არადემოკრატიულ ქვეყნებში ლიდერებს შეუძლიათ ძალადობრივი გზით რეაგირება მოახდინონ ნებისმიერს კრიტიკასა და დაუმორჩილებლობაზე. რამაც შეიძლება შეაშინოს ჯარისკაცები და ოფიცრები, რომ ნებართვის გარეშე გააკეთონ რაიმე. თანამედროვე ომებში ინიციატივის ნაკლებობა განსაკუთრებით საზიანოა. მტრის ჯარისკაცები შეიძლება უფრო ადვილად ჩაბარდნენ დემოკრატიულ ქვეყანას, რადგან ისინი შედარებით კარგი მოპყრობით ხასიათდებიან. ამის საპირისპიროდ, ნაცისტურმა გერმანიამ დახოცა ტყვე საბჭოთა ჯარისკაცების თითქმის 2/3, ხოლო კორეის ომში ჩრდილოეთ კორეამ ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცების 38%.

ინფორმაციის მიწოდება და პრობლემის გამოსწორება

დემოკრატიულ სისტემას შეიძლება გაუმჯობესებული ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას. არასასურველი ინფორმაცია შეიძლება უფრო ადვილად იგნორირებული იყოს დიქტატურებში, მაშინაც კი, თუ ეს არასასურველი ან საწინააღმდეგო ინფორმაცია იძლევა პრობლემების ადრეულ გაფრთხილების შესახებ. ანდერს ქიდენიუსმა 1776 წელს ამ მიზეზით პრესის თავისუფლების არგუმენტი წამოაყენა. დემოკრატიული სისტემა ასევე გთავაზობთ არაეფექტური ლიდერების და პოლიტიკის ჩანაცვლების გზას. ავტოკრატიის დროს კი, შესაძოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს პრობლებემი და ყოველგვარი კრიზისი.

კორუფცია

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური ინსტიტუტები ძალზე მნიშვნელოვანია კორუფციის გავრცელების დონის დასადგენად: (გრძელვადიანი) დემოკრატია, საპარლამენტო სისტემები, პოლიტიკური სტაბილურობა და პრესის თავისუფლება კორუფციის დაბალ მაჩვენებელს განაპირობებს. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობისათვის. ინდოეთის ინფორმაციის უფლების აქტმა უკვე მასობრივი გამოსვლები გამოიწვია ქვეყანაში, რომელიც ხშირად მთლიანად ცვლის ძალაუფლებას.

ტერორიზმი

რამდენიმე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტერორიზმი ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთ ქვეყნებში, რომელთაც შერეული სახის პოლიტიკური თავისუფლება აქვთ, რაც ისეთ ქვეყნებს მოიაზრებს, რომლებიც ავტოკრატიული მმართველობიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადადიან. ერები ძლიერი ავტოკრატიული მთავრობებით და მთავრობები, რომლებიც მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას იძლევა, ტერორიზმს ნაკლებად განიცდიან.

ეკონომიკური ზრდა და ფინანსური კრიზისი

სტატისტიკურად, დემოკრატიის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ერთ სულ მოსახლეზე მაღალ მშპ-თან.

ამასთან, არსებობს კამათი იმის თაობაზე, თუ ამისათვის რამდენი კრედიტი შეიძლება აიღოს დემოკრატიული სისტემამ. ერთი მოსაზრების მიხედვით, დემოკრატია ფართოდ გავრცელდა ინდუსტრიული რევოლუციის და კაპიტალიზმის შემოღების შემდეგ. მეორეს მხრივ, ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო ინგლისში, რომელიც თავის დროზე საკუთარ საზღვრებში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ერი იყო, მაგრამ ეს დემოკრატია ძალიან შეზღუდული იყო და არ ვრცელდებოდა კოლონიებზე, რომლებიც ბრიტანეთისთვის სიმდიდრის მოტანას უწყობდა ხელს.

რამდენიმე სტატისტიკური კვლევა მხარს უჭერს თეორიას, რომ ეკონომიკური თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი, რომელიც იზომება ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლების რამდენიმე ინდექსთან ერთად, განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. რაც თავის მხრივ ზრდის ზოგად კეთილდღეობას, ამცირებს სიღარიბეს და იწვევს დემოკრატიზაციის პროცესს.

ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი და ასევე არსებობს ინდივიდუალური გამონაკლისებიც, მაგალითად, მალი, რომელიც „თავისუფალი სახლის“ მიხედვით არის „თავისუფალი“, მაგრამ არის ნაკლებად განვითარებული ქვეყანა. ან კატარი, რომელსაც სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ აქვს ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ არასოდეს ყოფილა დემოკრატიული. ასევე არსებობს სხვა გამოკვლევებიც, იმის შესახებ, რომ დემოკრატიზაციის მაღალი მაჩვენებელი ზრდის ეკონომიკურ თავისუფლებას. ერთი საწინააღმდეგო მოსაზრება შეიძლება იყოს ის, რომ კანადასა და შვედეთის მსგავს ქვეყნებს ეკონომიკურ თავისუფლების მიუხედავად, ჩილესა და ესტონეთის ქვეყნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ დღეს კანადასა და შვედეთს მეტი მშპ-ზე ერთ სულ მოსახლეზე მათ აქვთ.ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში კანადა და შვედეთი სხვა ქვეყნებტან შედარებით წინ არიან, რაც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ძლიერი საკუთრების უფლებები და თავისუფალი ვაჭრობის მცირე შეზღუდვები.

ზოგი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოქალაქეთა გაძლიერების გამო უზრუნველყოფს დემოკრატიისკენ წინსვლას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კუბა. ამასთან, სადავოა ისიც, რომ თუ ადრე ეკონომიკურმა ზრდამ დემოკრატიზაცია გამოიწვია, შესაძლოა მომვალში იგივე არ მოხდეს.

მაღალი ხარისხის ნავთობის ან წიაღისეულის ექსპორტი მკაცრად ასოცირდება არადემოკრატიულ მმართველობასთან. ეს ვრცელდება მსოფლიოში და არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთში. დიქტატორებს, რომლებსაც აქვთ ამ ფორმის სიმდიდრე, შეუძლიათ მეტი თანხა დახარჯონ თავიანთ უსაფრთხოების აპარატზე და უზრუნველყონ სარგებელი, რომელიც ამცირებს საზოგადოების არეულობას. ასევე, ასეთ სიმდიდრეს არ მოჰყვება სოციალური და კულტურული ცვლილებები, რამაც შეიძლება საზოგადოება გარდაქმნას ჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდით.

2006 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ დემოკრატიას პირდაპირი გავლენა არ აქვს ეკონომიკურ ზრდაზე. ამასთან, მას აქვს ძლიერი და მნიშვნელოვანი არაპირდაპირი შედეგები, რაც ხელს უწყობს ზრდას. დემოკრატია ასოცირდება ადამიანური კაპიტალის მაღალ დაგროვებასთან, ინფლაციასთან, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან და უფრო მაღალთან ეკონომიკური თავისუფლებასთან. ასევე არსებობს გარკვეული დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ იგი ასოცირდება უფრო დიდ მთავრობებთან და საერთაშორისო ვაჭრობის უფრო მეტ შეზღუდვებთან.

თუ გამოვტოვებთ აღმოსავლეთ აზიას, მაშინ ბოლო ორმოცდახუთი წლის განმავლობაში ღარიბი დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკა 50%-ით უფრო სწრაფად გაზარდა, ვიდრე არადემოკრატიული ქვეყნების. ისეთი ღარიბი დემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები, ბოტსვანა, კოსტა რიკა, განა და სენეგალი, უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე არა დემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა ანგოლა, სირია, უზბეკეთი და ზიმბაბვე.

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე ოთხმოცი ფინანსური კატასტროფებიდან მხოლოდ ხუთი მოხდა დემოკრატიულ ქვეყნებში. ანალოგიურად ღარიბი დემოკრატიული ქვეყნები, როგორც მოსალოდნელია, არადემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით ერთი წლის განმავლობაში მშპ-ს 10%-იან შემცირებას განიცდის.

შიმშილი და ლტოლვილები

ცნობილმა ეკონომისტმა ამარტია სენმა აღნიშნა, რომ არცერთ მოქმედ დემოკრატიას დიდი შიმშილი არ განუცდია. ლტოლვილთა კრიზისი თითქმის ყოველთვის ხდება არადემოკრატიულ ქვეყნებში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ლტოლვილთა ნაკადის მოცულობის მიხედვით, პირველი ოთხმოცდაშვიდი შემთხვევა ავტოკრატიებში მოხდა.

ადამიანის განვითარება

დემოკრატია დაკავშირებულია ადამიანის განვითარების ინდექსის უფრო მაღალ მაჩვენებელთან და ადამიანის სიღარიბის დაბალ ინდექსთან. დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ უკეთესი განათლების, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ახალშობილთა დაბალი სიკვდილიანობის, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისა და უკეთესი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შესაძლებლობა. რაც გამოწვეულია ხშირი უცხოური დახმარების მიღებით ან ჯანმრთელობისა და განათლებისთვის მშპ-ს უფრო მეტი პროცენტის დახარჯვაზე.

ჯანმრთელობის რამდენიმე ინდიკატორს (სიცოცხლის ხანგრძლივობა და ახალშობილთა და დედთა სიკვდილიანობა) უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი კავშირი აქვს დემოკრატიასთან, ვიდრე აქვთ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს, სახელმწიფო სექტორის ზრდას ან შემოსავლების უთანასწორობას.

დემოკრატიული მშვიდობის თეორია

მრავალმა კვლევამ, სხვადასხვა სახის მონაცემების, განმარტებებისა და სტატისტიკური ანალიზების გამოყენებით, მხარი დაუჭირა დემოკრატიული მშვიდობის თეორიას. თავდაპირველი დასკვნის მიხედვით, ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებს არასდროს დაუწყიათ ომი ერთმანეთთან. ბოლო დროინდელმა კვლევამ გააფართოვა თეორია და აღმოჩნდა, რომ დემოკრატულ ქვეყნებს აქვთ რამდენიმე მილიტარიზებული სახელმწიფოთაშორისი დავა, რაც იწვევს მსხვერპლს. ამ მილიტარიზებულმა სახელმწიფოთაშორისმა დავებმა, რომელიც დემოკრატიებს შორის მოხდა, ადამიანების სიკვდილი გამოიწვია და რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ცოტა სამოქალაქო ომი ხდება. თეორიის მიმართ არსებობს მრავალი კრიტიკა მათ შორის, სულ მცირე, იმდენი უარყოფა, რამდენადაც სავარაუდო მტკიცებულებებია თეორია და 200-მდე შებრუნებული შემთხვევა.

მთავრობის მიერ მასობრივი მკვლელობები

ამერიკელი პროფესორი რუდოლფ რუმელი ირწმუნებოდა, რომ დემოკრატიულ ერეში ნაკლებადაა მთავრობის მიერ განხორცილებული მკვლელოვები ან გენოციდის შემთხვევები.

პოპულიზმის საფრთხე

პოპულიზმი, როგორც იდეოლოგია, ძირეულად არ არის არადემოკრატიული, მაგრამ არის ანტილიბერალური, იგი ემყარება კონფლიქტს „ხალხსა“ და „ელიტას“ შორის, სადაც იდეოლოგია მხარს „ხალხს“ უჭერს. ამიტომ ეს არის უმრავლესობის ფორმა, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიბერალური დემოკრატიის ზოგიერთ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ინდივიდუალური უფლებები.ლიბერალური დემოკრატიისთვის პოპულიზმი განსაკუთრებული საფრთხეა, რადგან იგი იყენებს ლიბერალური დემოკრატიული სისტემის სისუსტეებს. ლიბერალური დემოკრატიის მთავარ სისუსტეს, რომელიც ხაზგასმულია „როგორ იღუპებიან დემოკრატიები“ ეს არის აზრი, რომ პოპულისტური მოძრაობების ან პარტიების დათრგუნვა არალიბერალურია. გარდა ამისა, ლიბერალური დემოკრატიის ეფექტურობისთვის საჭიროა კომპრომისი, რადგან პიროვნების უფლებების დაცვა უპირატესობას ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ემუქრებიან უმრავლესობის ნებას. რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ლიბერალურ დემოკრატიას თავი დაიცვას პოპულიზმისგან.

იხილეთ აგრეთვე

დამატებითი ლიტერატურა

  • Ghasemi, Mehdi. „Paradigms of Postmodern Democracy.“ Sage Open, 2019, April–June: 1–6.
  • Haas, Michael (2014). Deconstructing the 'Democratic Peace': How a Research Agenda Boomeranged. Los Angeles, CA: Publishinghouse for Scholars. თარგი:ISBN?
  • Willard, Charles Arthur (1996). Liberalism and the Problem of Knowledge: A New Rhetoric for Modern Democracy. University of Chicago Press. ISBN 0226898458. OCLC 33967621.

სქოლიო

Tags:

ლიბერალური დემოკრატია წარმოშობალიბერალური დემოკრატია უფლებები და თავისუფლებებილიბერალური დემოკრატია წინაპირობებილიბერალური დემოკრატია მსოფლიოს ირგვლივლიბერალური დემოკრატია ტიპებილიბერალური დემოკრატია მიზეზები და კრიტიკალიბერალური დემოკრატია მაჟორიტარიზმილიბერალური დემოკრატია იხილეთ აგრეთველიბერალური დემოკრატია დამატებითი ლიტერატურალიბერალური დემოკრატია სქოლიოლიბერალური დემოკრატიაადამიანის უფლებებიარჩევნებიკანონის უზენაესობაკლასიკური ლიბერალიზმისაბაზრო ეკონომიკასამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისამოქალაქო თავისუფლებახელისუფლების დანაწილება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ძახილის წინადადებასუვერენიტეტიიბერიაქართველი მწერლების სიაკახეთიკოლხეთის სამეფოფარავანილადო გუდიაშვილირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)დოფამინიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიშენგენის ზონაიაპონიაჰარი პოტერიფასკუნჯიქრისტიანობაივანე მაჩაბელიდედამიწის ისტორიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიძალანიდერლანდებინიკორწმინდაქართული ენააშშ-ის სამოქალაქო ომიფოტოსინთეზიჭიანჭველასებრნირუსეთიქართული დამწერლობაYouTubeწნევასინონიმებისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიდავით I კურაპალატითბილისის ისტორიამცენარეებიბარბიტურატებიმთავარი გვერდიადამიანის უფლებებიზოროასტრიზმილარითბილისიემპათიასვანური კოშკიშარკა ბლუთბილისის ბოტანიკური ბაღილეონარდო და ვინჩიჯიქიბასიანის ბრძოლაანემიათავისუფლება (ფილოსოფია)კრწანისის ბრძოლაბენიტო მუსოლინითემურლენგისაჰარალევან საგინაშვილიზურმუხტიათეროსკლეროზიმღრღნელებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიანიუტონის კანონებიმდგრადი განვითარებასაათი (ერთეული)შიდა ქართლიაია-სოფიას ტაძარიმარქსიზმიბახტრიონი (პოემა)საქართველო XV საუკუნეშიპარალელოგრამისაქართველოს დემოგრაფიარომის რესპუბლიკამონღოლთა ბატონობა საქართველოშირუსეთ-საქართველოს ომი (1921)დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა🡆 More