ლეჩხუმური დიალექტი

ლეჩხუმური დიალექტი — ქართული ენის დიალეტი, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხის — ლეჩხუმის — მცხოვრებთა მეტყველება.

ლეჩხუმური დიალექტი კილოკავურად ერთიანია და თუ რაიმე დიფერენციაცია შეიმჩნევა, ეს აიხსნება მომიჯნავე კილოთა თუ ენათა გავლენით. მომიჯნავე კილოები რაჭული და იმერულია, მომიჯნავე ენები — სვანური და ზანური.

ლეჩხუმურ დიალექტში დასტურდება , უ̂', . ჲ გვხვდება: ა) დაბოლოების მქონე სახელებთან ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში: ბიცოლეს, ბიცოლეთ; ბ) კონტამინირებულ ფორმებთან სახელობით ბრუნვაში: დედა || დედე დედაე; უ̂ დასტურდება: ა) თანხმოვნის მომდევნო ხმოვნის წინ: ყუუ̂ ა; ხმოვნის მომდევნოდ თანხმოვნის წინ: ბეუუ̂ რი; ჷ დამოწმებულია მავრცობი - ხმოვნის პოზიციაში: კაცსე || კაცს; სპორადულად ისმის გრძელი ხმოვანი, მიღებული ორი ხმოვნის შერწყმით: მერე → მეე → მე.

ლეჩხუმურ დიალექტში ფართოდაა წარმოდგენილი ფონეტიკიური მოვლენები; აეეე: ბიძაები → ბიძეები; ოეეე: ჩამოეკიდა → ჩამეეკიდა; აი, ოიეი: ბიცოლაჲ → ბიცოლეი → ბიცოლე; აუოუ: შინაური → შინოური; ეუოუ: აპეური → აპოური და სხვა.; ვე ფართოდაა გავრცელებული ყველა პოზიციაში: სჩვევია → სჩოვია; თავკიდური ხმოვნის წინ ვითარდება || უ̂' : ორი → ორი.

გვხვდება თანხმოვანთა როგორც რეგრესული (საევს → საფსე), ასევე პროგრესული (წახდება → წახთება) ასიმილაციის შემთხვევები; თანხმოვანთა დისიმილაცია (არაფერი → არაფელი, სულელი → სუნელი). ხშირია ბგერათა დაკარგვა და ჩართვა (ხშირად ერთი და იმავე ბგერისა ერთსა და იმავე პოზიციაში). სისტემურად იკარგება : ეს კაცი → ე კაცი, არის → არი.

ლეჩხუმური დიალექტისთვის ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფონეტიკური მოვლენაა სუბსტიტუცია: მალავ → მალამ, ყავს → ყამს, თევზი → თებზი, ბურღი → ბულღი, საქონელი → სახონელი. ხშირად იცვლება სწ კომპლექსი: ნასწავლი → ნასტავლი, სწორი → სტორი. ბგერათშენაცვლების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა აფრიკატიზაცია: მოხარშავს → მოხარჩამს. სახელობით ბრუნვაში ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები = ი ნიშანს არ დაირთავენ, მაგრამ მისი კვალი მაინც ჩანს: ტომარე (← ტომარეი ← ტომარაჲ). ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ერთ ან ორმარცვლიან სახელებს შესაძლოა დაერთოს ბრუნვის ნიშანი: კტეი, უროი. თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ორმარცვლიან საკუთარ სახელებში = სახელობით ბრუნვის ნიშანი ფუძისეულად გაიაზრება: ვახტანგიმ, მაგრამ გვაქვს საპირისპიროც: აკაკი – აკაკმა.

უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ლოკატივის დანიშნულებით: ჩამევიდა ლაილაშ. ასევე ლოკატივს გამოხატავს ნანათესაობითარი მიცემითი: მეზობლისას. ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები, ჩვეულებრივ, არ იკვეცება და არც ბრუნვის ნიშანი რედუცირდება: ქვაის//ქვაჲს, ქვაით//ქვაჲთ. ვით. ბრუნვის ნიშნად გვაქვს -ად → -ათ (||- დ → თ), -ა (სწორა). წოდებით ბრუნვაში გვაქვს – (დავითო, მარიამო). თანდებულთაგან ნიშანდობლივია -კე ← -კენ: ლეჩხუმისკე; -თვინ ← -თვის: ქალისთვინ; -გან თანდებულიანი მოქმედებითი გვხვდება სამი სახით: ოჯახითგან // ოჯახიდგან // ოჯახიდან. სახელის მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელია -ებ, შეინიშნება და-ნ-ი, ძმა-ნ-ი ტიპის მრავლობითიც.

II სუბიექტური და III ობიექტური პირები მეტ-ნაკლებად დაცულია ჰ- || ს- ნიშნით: სჭამ, სთხოვ. ზმნის ფუძისეული თანხმოვანი ფონეტიკურად ცვლის ნიშანს: ჰყავს → ხავს; ზოგჯერ ჰ- ფონეტიკურად ცვლის ფუძისეულ თანხმოვანს: მოჰპარა → მოფარა, ჰკითხა → ქითხა. მრავლობით რიცხვში III სუბიექტური პირის ნიშანია -ენ; წერენ, წერდ-ენ, გათბ-ენ, გარდამავალ ზმნათა აორისტში – -ეს: დაწერ-ეს, კავშირებითში – -: წერდე -.

მრავლობითის აღსანიშნავად ლეჩხუმურ დიალექტში გამოიყენება -ყე და არიენ || ლარიენ. -ყე გამოხატავს: ა) ირ. ობიექტის მრავლობითობას: ის მათ უფუჭებდა-ყე; ბ) პირდაპ. ობიექტის მრავლობითობას: მე დავტოვე-ყე; გ) რეალური სუბიექტის მრავლობითობას: ის მათ ხავს-ყე (ჰყავთ); დ) ზოგჯერ რეალური ობიექტის მრავლობითობას: ვენახები გვაყვე ← გვაქვს-ყე ← არიენ; ლარიენ: ისინი დგანლარიენ || დგილარიენ; მას ყავლარიენ; დაწოლილარიენ, ნაცემლარიენ.

-ავ თემის ნიშანი დაერთვის წარმოშობით უთემისნიშნო ზმნებს: წერ-ავ-ს. I სერიაში ფართოდ გამოიყენება მიმღეობის ფუძისაგან -ობ თემის ნიშნით ნაწარმოები ფორმები: სროულობს → სროულოფს. დამახასიათებელია IV სერიის ფორმათა პოვნიერება: ნაპარავა, ნაპარავიყო.

შეუზღუდავად იწარმოება ნასახელარი ზმნები: სახურავი → მოასახურავეფს. ქვე || ქე გვხვდება დადასტურებითი მნიშვნელობით. სპეციფიკური მოვლენაა -სე ნაწილაკ-მორფემოიდის პოვნიერება. იგი დაერთვის ხმოვანზე დაბოლოებულ სახელებსა და ზმნებს: დაეჭირა კაცი-სე, იკითხა-სე. სახელდების პრინციპის თვალსაზრისით საინტერესოა მცენარეთა სახელწოდებანი, ნაწარმოები მო – კონფიქსით: მოჭარხლუა// მოჭარხლუე.

ლეჩხუმური დიალექტი ყურადღებას იქცევს მდიდარი დარგობრივი ლექსიკით. მრავლადაა ზანიზმები: რაგადობს – ლაყბობს, ძღაბი – გოგო; სვანიზმები – მექვი (სვ. მექ) – თივის ბულული, მოღავი (სვ. მოღა) – ჭირნახული.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი, თბ., 2019;
  • ძიძიგური შ., ლეჩხუმური დიალექტი, თბ., 1956;
  • ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, წგ. 1, თბ., 1989.

Tags:

ზანური ენაიმერული დიალექტიკილოკავილეჩხუმირაჭული დიალექტისაქართველოსვანური ენაქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სომხური სამოციქულო ეკლესიათემურლენგიევერესტიუინსტონ ჩერჩილიცივი ომინატვრის ხე (ფილმი)ბუნებრივი გადარჩევამთატოლერანტობაჯაყოს ხიზნებიკვადრატიდიდი ბარიერული რიფირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ნაციონალიზმიქრისტიანობაგოგირდითხის რქა (ასტროლოგია)ეიფელის კოშკიგულისამკურნალო მცენარეებივახტანგ VIალექსანდრე ყაზბეგიღამურაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისასწორი (ასტროლოგია)სსრკ-ის დაშლაშიდსიკრწანისის ბრძოლათითაობალეჩხუმიინდოეთიეთიკასინონიმებიეგვიპტემილიმეტრირელიგიამაიკლ ჯექსონიადმირალი (პეპელა)ფემინიზმიგიორგობამარკ ტვენიბორჯომის ხეობის ხანძარი (2017)ჰემანგიომაშარკა ბლუეთიოპიასაქართველოს პარლამენტივიკისაწყობისიმონ Iგაერთიანებული ერების ორგანიზაციათორნიკე ერისთავიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშინიჰილიზმისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024გალაკტიონ ტაბიძეეგვიპტის პირამიდებიჰაერიგიორგი IV ლაშააფხაზთა სამეფობორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკივიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიმზეEuropebetტელეფონების ნომრები საქართველოშიგიორგი მამარდაშვილირუსული დამწერლობამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ბაში-აჩუკიჰომოფობიასოციალიზმიმინერალებიმანდარინიათონის ივერთა მონასტერინოქალაქევიდაუნის სინდრომიმეორე მსოფლიო ომიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი🡆 More