ლეჩაქი

ლეჩაქი — ქართველი ქალის თავხურვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი (ჩიხტი-კოპთან და ბაღდადთან ერთად).

ამზადებდნენ სხვადასხვა ფერისა და ხარისხის თხელი ქსოვილისაგან (ტული, ბლონდი, ატლასი, „ჯალშაია“, „თალათინი“, „ფლორი“, „შილა“, „მარმაში“, „ბურსუ“ და სხვა). ლეჩაქს ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ. ადგილობრივი სალეჩაქე არშიებიდან განთქმული იყო „თელავური“ და „კახური“ არშიები.

XIX საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი — სადა, ნაკერი (აბრეშუმით ან სირმით ნაქარგი) და დასმული (ბასმით — თეთრი წებოთი მოხატული). სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვიარე ქალები (ესენი უარშიოდ) ატარებდნენ; ნაკერსა და დაბასმულს კი — უპირატესად ახალგაზრდები. სახელწოდება ლეჩაქი კავკასიის და შუა აზიის ხალხებშიც იყო გავრცელებული. მის ნაცვლად ძველ ქართულ წყაროებში გვხვდება „კუბასტი“, „მაკნანი“, „მაკინაკი“, „ჩიქოლა“.

ლეჩაქი ქართულ წერილობით ძეგლებში XVII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII საუკუნის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული.

ლიტერატურა

  • ბოჭორიშვილი ლ., კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), «ანალები», 1947, ტ. 1;
  • ყარაულაშვილი ც., ხალხური ქსოვის ისტორიიდან. ბადური ქსოვა, კტ.: საქართველოს ეთნოგრაფიის საკითხები, თბ., 1964;
  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1962;

Tags:

ბაღდადი (თავსაბურავი)ქალიქართველებიჩიხტი-კოპი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქვეყნების სატელეფონო კოდების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატითეიმურაზ Iთეთრი დათვითბილისიქრისტიანობაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ირაკლი აზაროვისამეგრელობანგკოკიმსოფლიოს შვიდი საოცრებაჩარლი ჩაპლინი27 მარტიგიორგი ქინქლაძექრისტეფორე კოლუმბიThe Beatlesმერცხლისებრნიპი (რიცხვი)ბერძენ-სპარსელთა ომებივირუსებინიკო ფიროსმანითევზები (ასტროლოგია)ერთა ლიგაბაგრატის ტაძარიზურაბ ხიზანიშვილიერითროციტებილუარსაბ IIნაწლავებიზვიად გამსახურდიაოპერანიკესქესობრივი აქტილუი XIVეგრისის სამეფოსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამონღოლთა იმპერიაოქროს საწმისისამკურნალო მცენარეებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022საკუთარი და საზოგადო სახელებიდიდი პანდაუშგულის თემიევოლუციადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასვანეთიძალაბანგლადეშივიკიპედიაჰეკლაემპათიაუილიამ შექსპირინაღვლის ბუშტიშოთა არველაძეაფხაზეთის ომი (1992-1993)ანტონიმინიდერლანდებიკურდღელილომიტემპერამენტის ტიპებიმდგრადი განვითარებარკინაქაშვეთის ეკლესიანიკოლა ტესლასამასი არაგველიიპოლიტე ხვიჩიალიტრიქვეწარმავლებიაშშ-ის ისტორიაქუნთრუშათითაობასაქართველოს პარლამენტიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჯანსუღ კახიძერომის იმპერიაისლამური სახელმწიფოთხის რქა (ასტროლოგია)🡆 More