ლემი

„ლემი“ — ზოომორფული დროშა, რომელიც დაცულია სვანეთში სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში (მესტიის რაიონი).

გამოჰქონდათ ზაფხულის დღესასწაულზე, „ხილიშზე“ („ჰჷლიშ“). „ლემი“ ხისტარიანი იყო. ტარს ჩამოცმული ჰქონდა ვერცხლის შუბისებრი თავი, რომელზეც წმინდანთა გამოსახულებები და ასომთავრული წარწერა იყო ორივე მხარეზე. კერავდნენ აბრეშუმის ქსოვილისაგან, უკეთებდნენ ვერცხლის ყბებს, კბილებსა და ენას. თავზე აკერებდნენ ყურებს, თვალები და ცხვირი გამოჰყავდათ ვერცხლისფერი სირმით. დროშას, კუდის ჩათვლით 2,4 მსიგრძე ჰქონდა. სწრაფი მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და ცხოველის ფორმას იღებდა.

ლემი
ლემი

ხალხური გადმოცემა პირველი „ლემის“ დამზადებას ქალღვთაება ლამარიას მიაწერს, ზოგი კი თამარ მეფეს. „ლემი“ სეტის წმინდა გიორგის ყველაზე ძლიერ რელიკვიად ითვლებოდა. მას განაგებდა და იცავდა პრივილეგირებული გვარიდან არჩეული მელომე, რომელიც ლემით ხელში წინ უძღოდა ლაშქარს ომიანობისას. დღეობის ბოლოს იმართებოდა დოღი, სადაც მელომეც იღებდა მონაწილეობას. მისი გამარჯვება საქმეში გამარჯვებასა და ხვავრიელ წელიწადს ნიშნავდა.

ლემი არქაული წარმომადგენების საფუძველზეა აღმოცენებული. იგი უნდა უკავშირდებოდეს სვანეთში დამოწმებულ ტოტემური მგლის რწმენებს, შესაძლოა წმ. გიორგის ზოომორფული გამოვლინებაც იყოს. ანალოგიური დროშები გავრცელებული იყო სკვითებს, სარმატებსა და პართელებს შორის, საიდანაც გადაიღეს რომაელებმა და სასანურმა ირანმა. აქედან კი — ბიზანტიელებმა და შუასაუკუნეების ევროპელებმა.

ლიტერატურა

  • ბარნაველი ს., ქართული დროშები, თბ., 1953;
  • Бардавелидяе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;

Tags:

მესტიის რაიონისვანეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რიცხვითი სახელიპლურალიზმილუდვიგ ვან ბეთჰოვენიბუნებრივი გადარჩევააფხაზეთიკოსმოპოლიტიზმისისხლის მიმოქცევის სისტემაუშგულის თემიქრისტეფორე კოლუმბიკვიპროსითეიმურაზ Iგორიმთაწმინდის პანთეონიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაჯონჯოლიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობათრომბოციტებიკახა კალაძექრისტესისხლაჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიამილიმეტრიკვარციწმინდა გიორგიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიფემინიზმიევერესტიმაცივარიქუნთრუშაექვთიმე თაყაიშვილიელინიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგალაკტიონ ტაბიძეოქსიდიYouTubeპოლიტიკური პარტიები საქართველოშისაქართველოს სამოქალაქო ომიქართლის ცხოვრებადუბაის საამიროჰიმალაიიოჰან სებასტიან ბახიიულონ გაგოშიძედასავლეთ რომის იმპერიის დაცემამოსკოვისვანეთიგელათის მონასტერიდიმიტრი სამხარაძეჰაერილონდონიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითბუღა თურქის შემოსევაკვადრატიიგიმიკროორგანიზმებიმეორე მსოფლიო ომიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიპითაგორას თეორემადედამიწის სტრუქტურაკონსტანტინოპოლილიბერალიზმილავრენტი ბერიაკოლოსეუმიქართული ფილმების სიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)კავკასიასტუმარ-მასპინძელიფერნანდო მაგელანიმონაკოლადო ასათიანიკურდღელიგიორგი სააკაძეინსულტითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიFacebookუფლისციხეპარტიკულარიზმიდინოზავრები🡆 More