ლელობურთი

ლელობურთი — ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე.

ლელობურთი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლელო (მრავალმნიშვნელოვანი).

ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.

ლელობურთი
შუხუთში ლელოს ბურთი ყოველ წელს მიაქვთ გარდაცვლილის საფლავზე

ისტორია

XIX საუკუნე ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყო საფიჩხიაზე ე. წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოები. გურიას რაც შეეხება, არსებობს ვარაუდი, როცა ხასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა შუხუთთან ბრძოლაში, მის სახელზე დაიწერა განუმეორებელი სიმღერა „ხასანბეგურა“ და ლელოს თამაშიც შუხუთში (გურიაში) სწორედ ამასთან დაკავშირებით იმართება. არსებობს გამოთქმა: „გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრითა და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო“.

საქართველოს სსრ-ში იმართებოდა ლელობურთის ყოველწლიური რესპუბლიკური ჩემპიონატი, დაწესებული იყო საქართველოს სსრ-ის სპორტის ოსტატის წოდება.

ლიტერატურა

  • ქორქია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 166.
  • მერკვილაძე გ., ქართული მოძრავი თამაშობანი, ტფ., 1922
  • შერაზადაშვილი ზ., ლახტი. ქართული ხალხური თამაშობანი, თბ., 1968

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლელობურთი ისტორიალელობურთი ლიტერატურალელობურთი პერიოდიკალელობურთი რესურსები ინტერნეტშილელობურთი სქოლიოლელობურთიბურთიგურიამატყლისპორტიშუხუთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოგანესონიქართული ენაეთიოპიადედა ენახევისბერი გოჩასახელმწიფოაფხაზეთის ომი (1992-1993)თეთნულდილიონელ მესითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიდაღესტანიშრი-ლანკაიაპონიაკილომეტრიინდოეთიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაკვიპროსიანდებიკვების ჯაჭვისტიქიური უბედურებამასონობაკუნილინგუსივახტანგ I გორგასალიხვიჩა კვარაცხელიადაცული ტერიტორიასტოიციზმიჯრუჭის I ოთხთავიგელათის მონასტერიEuropebetლიბერალიზმირომიფილების ტექტონიკაობობებიირემიკვადრატიქართველი მწერლების სიასოკოებიიუპიტერიკარტოფილიქართველებიზმნიზედარომბიტყექართული ხელნაწერი წიგნიინფექციური დაავადებებიმანიფესტიბახტრიონის ბრძოლაცილებისაუდის არაბეთინარკოტიკინაცვალსახელირომანტიზმიოტელო (ვერდის ოპერა)ძაღლითითაობაკვარციტელეფონების ნომრები საქართველოშიახალციხებელგიასიტყვავილი სანიოლიპითაგორას თეორემაშინაური ძაღლიბაროკორუსთავიეკოლოგიადიდგორის ბრძოლაჭიანჭველასებრნიქართული გვარიამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს კონსტიტუციანატრიუმიწყალდიდობასაქართველო IX-X საუკუნეებშიორგაზმიასურეთიპარიზიმუშთაიდის ბაღიისლამი🡆 More