ლათინური ენა (ლათ.
რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის ფორმალური ენა. ლათინური მკვდარი ენა არის. ვატიკანის ფარგლებს გარეთ მისი ძირითადი გამოყენება აკადემიური და სამეცნიერო ხასიათისაა.
ლათინური ენა lingua Latina | |
გავრცელებულია | ფაქტობრივად მკვდარი ენა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | უცნობია |
ოფიციალური სტატუსი | ვატიკანის ოფიციალური ენა მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი იტალიკური ენები |
დამწერლობის სისტემა | ლათინური ანბანი |
ენის კოდები | ISO 639-1: la ISO 639-2: lat SO/FDIS 639-3: lat |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-la}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ლათინური ენა |
თავდაპირველად ამ ენაზე მეტყველებდა აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ლაციუმში (ახლანდელი იტალიის ოლქი ლაციო) მობინადრე ერთ–ერთი უძველესი იტალიკური ტომი, რომელსაც ლათინებს უწოდებდნენ. ლაციუმის მთავარი ქალაქი რომი, გადმოცემის თანახმად, დაარსებულა ძვ. წ. 753 წელს. ლათინურმა ენამ სახელწოდება მიიღო ლათინთა ტომისაგან, ხოლო ამ ენაზე მეტყველ ხალხს რომაელები ქალაქ რომის სახელის მიხედვით ეწოდა.
აპენინის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ სხვა იტალიკური ტომებიც. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ოსკები, უმბრები, საბინები... ლაციუმს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრებოდა ეტრუსკებით დასახლებული ეტრურია, უძველესი ცივილიზაციის მხარე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია რომაულ ხელოვნებას, რელიგიას, დამწერლობას. აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და სიცილიაში, ე.წ. „დიდ საბერძნეთში“ მოსახლეობდნენ ბერძნები, რომელთა ენამ და კულტურამ ასევე დიდი გავლენა იქონია ლათინური ენისა და რომაული კულტურის განვითარებაზე.
ლათინებმა თანდათანობით დაიპყრეს მეზობელი ტომები, დაიმორჩილეს ოსკები, უმბრები, ეტრუსკები, სიცილიელი ბერძნები და ლათინური ენა მთელს იტალიაში გაავრცელეს (ძვ. წ. III ს.). შემდეგ, როცა რომმა პუნიკურ ომებში კართაგენზე გაიმარჯვა (II პუნიკური ომი) და ხმელთაშუაზღვის აუზს დაეპატრონა (ახ. წ. I ს.), შექმნა უზარმაზარი იმპერია, დასავლეთ პროვინციებში (ესპანეთში ანუ იბერიაში, გალიაში და ა.შ.) ლათინური ენა ითვლებოდა სახელმწიფო ენად, აღმოსავლეთ პროვინციებში (საბერძნეთში, მცირე აზიაში, აფრიკის ჩრდილო სანაპიროზე და ა.შ.) სადაც რომაელთა შეჭრამდე ძლიერი იყო ბერძნული ენისა და კულტურის გავლენა, ლათინურმა ენამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ბილინგვიზმი, ბერძნები ეუფლებიან ლათინურ ენას და რომაელები ბერძნულს.
რომის იმპერიის არსებობის პერიოდში ლათინური მთელს მის ტერიტორიაზე ოფიციალური სამუშაო ენა იყო. დროთა განმავლობაში მან განდევნა იმპერიის ევროპული ნაწილის სხვა ენები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენად იქცა.
უპირველესი ნიმუში ლათინური დამწერლობისა არის წარწერა ოქროს ბალთაზე, რომელიც აღმოჩენილია რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პრენესტეში 1871 წელს. იგი ძვ. წ. VII ს. დასასრულს მიეკუთვნება. წარწერა იუწყება, რომ ბალთა დაუმზადებია ვინმე მანიუსს ნუმერიუსისთვის. უძველესია აგრეთვე 1978 წელს სატრიკში (რომის მახლობლად მდებარე ძველი ქალაქი) აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. შემდეგი წარწერა საკრალური ხასიათის ტექსტის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც შავი ქვის სტელის ნამსხვრევზე არის შესრულებული. იგი აღმოაჩინეს რომის ფორუმის გათხრების დროს 1899 წელს. დათარიღებულია ძვ. წ. V საუკუნით. შედარებით გვიანდელი პერიოდის არის 1880 წელს რომში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე შესრულებული წარწერა, რომელიც „დუენოსის“ სახელითაა ცნობილი (რადგან წარწერაში იკითხება Bonus-ის უძველესი ფორმა duenos – „კეთილი“). ძვ. წ. III საუკუნიდან უფრო მრავლად მოიპოვება ლათინური წერილობითი ძეგლები.
ლათინური ენის განვითარებაში გამოჰყოფენ შემდეგ პერიოდებს:
XVII - XVIII საუკუნეში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა მეცნიერებით, კათოლიკური ეკლესიითა და დიპლომატიით - ლათინურ ენაზე წერდნენ შრომებს დეკარტი, გასენდი, სპინოზა, ბეკონი, ნიუტონი, ლაიბნიცი, ლომონოსოვი, ეილერი და სხვ.
ამჟამად ლათინური ენა საზ.-პოლიტიკური და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ძირითადი წყარო და კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური ენაა. კულტურის ისტორიაში (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ისტორიაში) მან უდიდესი როლი ითამაშა, რასაც ადასტურებს უამრავი ნასესხები სიტყვა ევროპის ყველა ენაში. სხვა ენათა მსგავსად ქართულ ენაშიც ლათინური წარმომავლობის მრავალი სიტყვაა შემოსული (კომუნიზმი, რევოლუცია, პროლეტარიატი, კონსტიტუცია, იმპერია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, ლექტორი, სტუდენტი და სხვა ).
ლათინურ ანბანს საფუძვლად დაედო ეტრუსკულისა და დასავლეთ ბერძნული ენის ანბანი. ძვ. წ. I საუკუნემდე ლათინური ანბანი 21 ასოს შეიცავდა.
ეს 21 ასო შეადგენდა ოფიციალურ ლათინურ ანბანს. მას შემდეგ დაემატა y – „ი ფსილონი“ („ი გრეკუსი“, ე.ი. „ბერძნული ი“) და შემდგომ z ზეტა, რომლებიც ბერძნულიდან შეთვისებულ სიტყვებში იხმარებოდა.
ეს ორი ასო ბოლოში დაერთო ლათინურ ანბანს.
U კლასიკურ ლათინურში აღნიშნავდა ხმოვანსაც (უ) და თანხმოვანსაც (ვ).
XVI საუკუნეში თანხმოვნის აღსანიშნავად შემოიღეს ცალკე გრაფიკული ნიშანი V. ეს ასო მოთავსდა U-s შემდეგ. ამგვარად, მივიღეთ სულ 24 ასო.
ზოგჯერ ხმოვნის წინ მოთავსებულ i ხმოვნისათვის იყენებენ j-s: iodum - იოდი, ან jodum.
ბერძნულიდან შეთვისებული სიტყვებისათვის ლათინებმა ბერძნული ფშვინვიერი თანხმოვნების φ, θ, χ, ρ გადმოსაცემად ლათინურ თანხმოვანთა კომპლექსებს მიმართეს, მკვეთრს p, t, c-სა და r-s დაუმატეს h და ამრიგად მიიღეს: ფ, თ, ქ, ჰრ. ბერძნულიდან შეთვისებული ეს თანხმოვნები თავდაპირველად ბერძნულ გამოთქმას უახლოვდებოდნენ, შემდეგ კი: ch – გამოითქმის როგორც „ხ“, ph - როგორც – „ф“, th დაუახლოვდა „ტ“–ს, rh-მ კი დაკარგა ფშვინვიერება.
ლათინურ ენაში ექვსი ხმოვანია: a, e, i, y, o, u. ამ ხმოვანთათვის დამახასიათებელია სიგრძე-სიმოკლე, ანუ კვინტიტატი (quintitas). გრაფიკულად მოკლე და გრძელი ხმოვნები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სახელმძღვანელოებსა და ლექსიკონებში ხმოვნის სიგრძის აღსანიშნავად გამოიყენება ნიშანი —, ხოლო სიმოკლისათვის ‿. ეს ნიშნები ხმოვანს თავზე დაესმის.
ლათინურ ენაში არის დაღმავალი დიფთონგები. ე.ი. მეორე ხმოვანი უმარცვლოა. დიფთონგებია: ae, oe, au, eu.
ae დიფთონგში თავდაპირველად გამოითქმოდა ორივე ხმოვანი, მხოლოდ e უფრო სუსტად. შემდგომ ამ დიფთონგის გამოთქმა დაემსგავსა გრძელ e ხმოვანს.
œ დიფთონგშიც o ხმოვნის გვერდით გამოითქმოდა e-ც, მაგრამ შემდეგ დაემსგავსა გერმანულ ö–ს.
au დიფთონგი გამოითქმოდა როგორც აუ ან ავ, eu – როგორც ეუ ან ევ.
როცა ზემოთ დასახელებული ხმოვნები ერთმანეთის მეზობლობაში არ ქმნიან დიფთონგებს, მეორე ხმოვანს დაესმის ორი წერტილი ე.წ. puncta diaereseos „განყოფის წერტილები“ ან სიგრძის ნიშანი.
c ასო არქაულსა და კლასიკურ ლათინურში გამოითქმოდა როგორც კ. მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. VI საუკუნეში, e, i, y, ae, oe ხმოვნების და დიფთონგების წინ პალატიზირებულ იქნა და გამოთქმაში მოგვცა „ც“.
ti კომპლექსი კლასიკურ ხანაში გამოითქმოდა როგორც „ტი“. მხოლოდ ახ. წ. IV-V საუკუნეებში პალატალიზირებულ იქნა ხმოვნების წინ და გამოთქმაში მოგვცა „ცი“.
შენიშვნა: ti არ გამოითქმოდა როგორც ცი შემდეგ შემთხვევაში:
c არქაულ ლათინურში გამოხატავდა როგორც კ, ასევე გ ბგერასაც. „დუენოსის“ წარწერაში იკითხება virco - ქალიშვილი, ნაცვლად virgo-სი. საკუთარი სახელის Gaius-ის შემოკლებული ფორმაა C. ხოლო Gnaeus-ის Cn.
k ასო, რომელიც კ ბგერას გამოხატავდა, ადრე გამოვიდა ხმარებიდან. ის მხოლოდ ორ სიტყვაში გვხვდება:
q გვხვდება u თანხმოვანთან ერთად და გამოითქმის როგორც „კვ“. aqua (აკვა) – წყალი.
გ თანხმოვნისათვის ძვ. წ. III საუკუნეში შემოიღეს ახალი ასო, ოდნავ განსხვავებული c-სგან, 'g'.
ngu კომპლექსი ხმოვნის წინ გამოითქმის როგორც „გვ“. lingua (ლინგვა) – ენა.
ასევე ხმოვნის წინ su კომპლექსიც ზოგჯერ „სვ“–დ იკითხება. suadeo (სვადეო) ვურჩევ.
s კლასიკურ ხანაში ყველა პოზიციაში გამოითქმოდა როგორც ს, გვიანდელ ეპოქაში ორ ხმოვანს შორის მოქცეულმა, ანუ ინტერვოკალურმა s-მ გამოთქმაში მოგვცა „ზ“.
მარცვლები იყოფა შემდეგნაირად:
მარცვალი დახურულია, თუ თანხმოვნით მთავრდება, ღიაა, თუ ხმოვნით ბოლოვდება:
მარცვალი გრძელია, თუ გრძელ ხმოვანს შეიცავს, მოკლეა, თუ მოკლე ხმოვანს შეიცავს.
ხმოვანი შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე ბუნებით (natúra), ან მდებარეობით (positione).
მახვილი ლათინურ ენაში სიტყვას მოუდის ბოლოდან მეორე გრძელ მარცვალზე, ან მესამეზე (თუ მეორე მარცვალი მოკლეა): tábula, amícus, monuméntum
შენიშვნა:
თუ que არ გაიაზრება როგორც კავშირი, მაშინ მახვილი ჩვეულებრივი წესით დაისმის: úndique - ყოველი მხრიდან, ítaque - ამგვარად.
ლათინურ ენაში 18 თანხმოვანია:
ხშული თანხმოვნები შემდეგნაირად ჯგუფდება:
მოკლე ხმოვანი შუა მარცვალში, განსაკუთრებით ნარნარა თანხმოვნებთან, ამოვარდება. ამ მოვლენას სინკოპე ეწოდება:
მოკლე ხმოვანი სიტყვის ბოლოს ხშირად იკარგება. ამ მოვლენას აპოკოპეს უწოდებენ:
ზოგჯერ თანხმოვნებს შორის ჩაერთვის მოკლე ხმოვნები i, e, u. ამას ანაპტიკსი ეწოდება:
ინტერვოკალური s ლათინური ენის განვითარების გარკვეულ პერიოდში გადავიდა r-ში:
m თანხმოვანი d, t, s თანხმოვნის წინ გადადის n-ში:
b, g თანხმოვნები s, t-ს წინ გადადის p, c-ში
c, g, p, f, t, r, l, s თანხმოვნების წინ d სრულ ასიმილაციას განიცდის:
t თანხმოვანი s-ის წინ სრულ ასიმილაციას განიცდის: dots - doss - dos - მზითევი
ორმაგი თანხმოვანი სიტყვის ბოლოს თანხმოვანთან მეზობლობაში, ან გრძელი ხმოვნისა თუ დიფთონგის შემდეგ, მარტივდება:
ორი ერთნაირი ან ერთმანეთის მსგავსი თანხმოვნებიდან ერთი განიმსგავსებს:
გრძელი ხმოვანი, რომელიც მოკლე ხმოვანს მოსდევს, ზოგიერთ ორმარცვლიან სიტყვაში მოკლდება: mihi - მე (მიც.), tibi – შენ (მიც.), sibi - მას (ბოლოკიდური i ყველგან მოკლეა).
ლათინური ენა სინტეთიკურია, ანუ გრამატიკული კატეგორიები სუფიქსებით და არა დამხმარე სიტყვებით გამოიხატება.
არსებით სახელს ლათინურ ენაში აქვს სამი სქესი (genus): მამრობითი (masculinum), მდედრობითი (femininum) და საშუალო (neutrum).
სქესის განსაზღვრა შეიძლება სუფიქსებისა და სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით. მნიშვნელობის მიხედვით მამრობით სქესს მიეკუთვნებიან: მამრობითი სქესის ცოცხალ არსებათა სახელები, მდინარეთა, ქართა, თვეთა სახელები. მდედრობითისაა: მდედრობითი სქესის ცოცხალ არსებათა სახელები, ხეების, ქვეყნების, კუნძულების სახელები. საშუალო სქესისაა: უბრუნველი და სუბსტანტირებული არსებითი სახელები:
ზოგ სახელს ორი სქესი აქვს (Nomina communia)
ზოგი სახელი, რომელსაც ორი სქესი აქვს, ბოლოკიდურის მიხედვით განასხვავებს სქესს (Nómina mobilia);
ლათინურ ენაში ორი რიცხვია, მხოლობითი და მრავლობითი.
ლათინურ ენაში 7 ბრუნვაა:
gradus positivus | gradus comparativus | gradus superlativus |
---|---|---|
longus, longa, longum - გრძელი | მამრ. და მდედრ. სქ. longior, საშ. სქ. longius - უფრო გრძელი | მამრ. სქ. longissimus, მდედრ. და საშ. სქ. -a, -um - ყველაზე გრძელი |
brevis, breve - მოკლე | მამრ. და მდედრ. სქ. brevior, საშ. სქ. brevius - უფრო მოკლე | მამრ. სქ. brevissimus, მდედრ. და საშ. სქ. -a, -um - ყველაზე მოკლე |
ლათინურ ენაში (უღლებად, ფინიტურ) ზმნას აღწერენ შედეგი კატეგორიების მიხედვით:
ლათინურ ენაში ზმნის უღლების ოთხი ტიპია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ლათინური ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.