ლაზეთი: ისტორიული რეგიონი კავკასიაში

ჭანეთი ან ლაზეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

დასახლებული იყო კოლხური ტომით — ჭანებით. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.

ლაზეთი: გეოგრაფია, ისტორია, აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა
აღმოსავლეთ ლაზეთის რუკა

გეოგრაფია

მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე. სიმაღლე 3931 მ-მდე (მთა ქაჩქარი, ჭანეთის ქედზე). კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკული, ნალექები 2-3 ათასი მმ წელიწადში. სანაპირო ზოლი დამუშავებულია (თამბაქო, ვენახი, სიმინდი, ციტრუსები, ჩაი, თხილი). მთის ძირას ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი) ხშირი მარადმწვანე ქვეტყით, 400-დან 1250 მ სიმაღლემდე გავრცელებულია წიფლნარი და ნაძვნარი. 1250-იდან 1900 მ-მდე ნაძვნარში შერეული სოჭი, უფრო მაღლა ტანბრეცილი ტყე და მთის მდელოებია.

ისტორია

ლაზეთი: გეოგრაფია, ისტორია, აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა 
ლაზეთი (ჭანეთი) შუა საუკუნეებში

III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. IV საუკუნის ბოლოს ჭანები იჭრებოდნენ ბიზანტიის საზღვრებში, კაპადოკიაში, კილიკიასა და სირიაში.

VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII საუკუნეში რეგიონი საქართველოს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროს შემადგენლობაში იყო.

თურქ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ლაზისტანი ოსმალეთის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1502-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წელს ერთა ლიგამ ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.

აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ლაზეთი: გეოგრაფია, ისტორია, აღმოსავლეთი ჭანეთის (ლაზეთის) მფლობელობა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ლაზეთი გეოგრაფიალაზეთი ისტორიალაზეთი აღმოსავლეთი ჭანეთის (ს) მფლობელობალაზეთი იხილეთ აგრეთველაზეთი ლიტერატურალაზეთი სქოლიოლაზეთითურქეთიკოლხებისაქართველოჭანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს პრემიერ-მინისტრისაქართველოს სამხედრო წოდებებიგამზრდელი (პოემა)თითაობაიუნესკოქართული დამწერლობაქართული ენამართლმადიდებლობაფერნანდო მაგელანიქვათახევიკატაბარბიტურატებიკვიპროსიბუნებრივი რესურსებისამანიშვილის დედინაცვალიქრომოსომამარილებიბარდა სკლიაროსიგერმანიის ქალაქების სიასახელმწიფომსოფლიოს მოსახლეობასამეგრელოვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)კათოლიციზმიკარტოფილისამხრეთი კორეაეოზონოფილებიაფრიკის ქვეყნების სიაყინწვისის მონასტერიდანიაპირველი მსოფლიო ომირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებილაზებიფოთილეონარდო და ვინჩივეფხისტყაოსანილაშა ტალახაძესაქართველოს დამოუკიდებლობის დღეჩინეთიკოლხეთის სამეფოდიდება (ჰიმნი)დისკრიმინაციაასტრიდ ლინდგრენისოკოებიანანურის ციხესაქართველოს სახელმწიფო დროშამასტურბაციაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიიმერეთიწყნარი ოკეანეოქროს საწმისიავტორიტარიზმიბიძინა ჩოლოყაშვილიძველი თბილისიკრწანისის ბრძოლაასურეთისლოვაკეთიპოლიტიკური გეოგრაფიაოპერაკლიმატის ცვლილებაქართლის გაქრისტიანებათავის ტვინიმთათავისუფლების ქანდაკებაკარლეს პუჩდემონინიკო ნიკოლაძეგეორგიევსკის ტრაქტატიბაგრატიონებისპილოსებრნინახშირწყლებიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაგიორგი II (საქართველოს მეფე)მტკვარიქრისტიანობაარაბთა სახალიფოაბრეშუმის დიდი გზასაქართველოს სატელეფონო კოდები🡆 More