კოქტეილი

კოქტეილი (ინგლ.

cocktail, სიტყვასიტყვით მამლის ბოლო) — სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღებული სასმელი. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას - მაგარსა და სადესერტოს. ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი უშუალოს ჭიქაში.

კოქტეილი
„ცეცხლოვანი კოქტეილი“ შეიცავს მცირე რაოდენობით აალებად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დალევამდე იწვის.

კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.

ისტორია

პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი".

სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.

ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს:

  1. Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.
  2. შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი.
  3. ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.
  4. 1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო ჰგავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.
  5. უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

კლასიფიკაცია

ცნობილი კოქტეილები

რესურსები ინტერნეტში

იხილეთ აგრეთვე

Tags:

კოქტეილი ისტორიაკოქტეილი კლასიფიკაციაკოქტეილი ცნობილი კოქტეილებიკოქტეილი რესურსები ინტერნეტშიკოქტეილიარაყითაფლიინგლისური ენაკვერცხიკონიაკინაყინირომი (სასმელი)ღვინოხილიჯინი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვლადიმერ პუტინიაკა მორჩილაძეკავკასიონიაფრიკის ქვეყნების სიაასურელი მამებისამცხე-ჯავახეთის მხარეალუდა ქეთელაურიოსმალეთის იმპერიის ისტორიაარწივიანტარქტიდაბუნებრივი გადარჩევაკუთხეძველი თბილისიაშშ-ის პრეზიდენტების სიამსოფლიოს შვიდი საოცრებაირანიპლებისციტიჭიანჭველასებრნიმარკ ტვენიპლანეტაილია ჭავჭავაძეეგრისის დიდი ომისოლომონ Iგიორგი XIIკილოგრამიდიდგორის ბრძოლაწითელი წიგნიარჩვიაზერბაიჯანიოპერატიული მეხსიერებაბერძნული მითოლოგიალუვრისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიცილებიდედამიწის ისტორიასაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიEuropebetგიორგი III (საქართველოს მეფე)მიხეილ ხერგიანიაზოტიგავრილოვის ღამეოლიმპიური თამაშებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითბოგამტარობასოციალიზმილეიკოციტოზიმღრღნელებივახტანგ I გორგასალისამასი არაგველისაქართველოს კანონისილიციუმილადო ასათიანისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა69 (სექსუალური პოზა)სოზარ სუბარიალცჰაიმერის დაავადებაკარლეს პუჩდემონიაპენდიციტიდანიამონღოლებიბიზანტიის იმპერიადემოკრატიაზამთარიქრისტიანობარითმასუვერენიტეტიგიორგი V ბრწყინვალეთბილისიკონსერვატიზმიკარტოფილიერლინგ ჰოლანივანდალიზმიპროპაგანდაქართლის ცხოვრებაალექსანდრე დუგინიThe Beatlesსიონის ტაძარიქვემო ქართლის მხარე🡆 More