კოსმონავტიკა

ასტრონავტიკა (ბერძნულიდან astron ვარსკვლავი, nautike ნავიგაცია), იგივე კოსმონავტიკა — კოსმოსურ სივრცეში ფრენის ხელოვნება, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგების ერთობლიობა ადამიანთა საჭიროებისათვის საფრენი აპარატებით კოსმოსის და ციური სხეულების გამოკვლევის და ათვისების შესახებ.

ასტრონავტიკა მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს:

  • კოსმოსურ ფრენათა თეორიის: ტრაექტორიების გამოთვლა და ა.შ.
  • სამეცნიერო-ტექნიკური: რაკეტების, ძრავების საბორტო სისტემების, ავტომატური სადგურების კონსტრუირება;
  • სამედიცინო-ბიოლოგიური: სიცოცხლისუნარიანი საბორტე სისტემების შექმნა, ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე მოვლენების კომპენსირება, როგორებიცაა უწონადობა, რადიაცია, გადაღლა და სხვა.
  • სამართლებრივი: კოსმოსური სივრცის და პლანეტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბება.

კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირში გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი. ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინი, სსრ კავშირი), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგი, ედვინ ოლდრინი, აშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.

იხილეთ აგრეთვე

  • ცნობილი ასტრონავტები
  • კოსმონავტიკის ისტორია

Tags:

კოსმოსიმეცნიერებატექნიკახელოვნება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაასპინძის ბრძოლათინათინ ბოკუჩავათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისოკოებიმაცივარიმასტურბაციარატი ამაღლობელიცენტნერიბალდუინ IV იერუსალიმელიაშშ-ის პრეზიდენტების სიაბუნების დაცვამშვილდოსანი (ასტროლოგია)რელიგია საქართველოშიმეწყერიდისკრიმინაციაგიორგი VII (საქართველოს მეფე)ბაგრატ III (საქართველოს მეფე)აქლემიიუნესკოუფლისციხე9 აპრილის ტრაგედიაგიორგი XIIმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატილუდვიგ ვან ბეთჰოვენიცხენიმილიმეტრიგიორგი II (საქართველოს მეფე)ეროზიაიბერიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეალცჰაიმერის დაავადებალარიმგელიზაქარია ფალიაშვილითურქეთითავისუფლება (ფილოსოფია)იურიდიული პირიპაბლო პიკასოშეცდომა (ქართული ტელესერიალი)გლობალური დათბობაეგზისტენციაჰოლოკოსტიკოლხეთის სამეფოევროპის ჰიმნიკარლეს პუჩდემონითამარ მეფეავტომობილისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018ანანურის ციხეძუძუმწოვრებისაქართველოს სახელმწიფო დროშაკალიებივენდეტაბაბუაწვერაირანიკუებიიტალიაჰაერის დაბინძურებალექსი ვეფხისა და მოყმისაბორჯომი (წყალი)ოსმალეთის იმპერიაფარნავაზ Iისრაელისაქართველოს პრეზიდენტირუსეთ-საქართველოს ომი (1921)კრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიკუნილინგუსიელენე ახვლედიანიწმინდა ნინომიქელანჯელო ბუონაროტირომის დაარსებატელეფონების ნომრები საქართველოშივერძი (ასტროლოგია)შინაური კატაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდევი ჭანკოტაძე🡆 More