კომპიენი (ფრანგ.
მდებარეობს ამიენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კილომეტრში, ხოლო პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 71 კმ-ში. ქალაქში გაედინება მდინარე უაზა. კომპიენის მახლობლად მდებარეობს ვრცელი კომპიენის ტყე.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კომპიენი Compiègne | |||
ქალაქის მერია | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
რეგიონი | პიკარდია | ||
დეპარტამენტი (საფრანგეთი)|საფრანგეთის დეპარტამენტები|დეპარტამენტი | უაზა | ||
კოორდინატები | 49°24′54″ ჩ. გ. 2°49′23″ ა. გ. / 49.41500° ჩ. გ. 2.82306° ა. გ. | ||
მმართველი | Philippe Marini | ||
ფართობი | 53,10 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 41 მეტრი | ||
მოსახლეობა | 40 517 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 763 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 60200 | ||
საფოსტო ინდექსი | 60200[1] | ||
ოფიციალური საიტი | mairie-compiegne.fr | ||
888 წელს კომპიენში ტახტზე ავიდა საფრანგეთის მეფე ედი. 1430 წელს, ასწლიანი ომის პერიოდში, კომპიენის გასათავისუფლებლად ჯარით მიმავალი ჟანა დ’არკი ბურგუნდიელებმა ტყვედ აიყვანეს. 1630 წელს აქ გადაასახლეს ლუი XIII-ის დედა მარია მედიჩი, საიდანაც ერთი წლის შემდეგ მარია მედიჩი ბრიუსელში გაიქცა.
1794 წელს დაპატიმრეს და 17 ივლისს სიკვდილით დასაჯეს კონტრევოლუციაში ბრალდებული 16 მონაზონი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა კომპიენელი მოწამეების სახელით.
1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში, რკინიგზის ვაგონში ხელი მოაწერეს კომპიენის ზავს, რომლის ძალითაც პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. 22 წლის შემდეგ, 1940 წლის 22 ივნისს ამავე ვაგონში, ხელი მაწერეს მეორე ზავს, რომლის მიხედვითაც ჰიტლერმა მოახდინა საფრანგეთის ოკუპაცია. მოგვიანებით კომპიენში საკონცენტრაციო ბანაკი ჩამოყალიბდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კომპიენი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.