კომორის არქიპელაგი (შიკომორი Komori; არაბ.
ფართობი — 2235 კმ². მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლისთვის შეადგენს 1 018 738 ადამიანს; უპირატესად ანტალოატრას (კომორელები) ხალხი.
მშობ. სახელი: შიკომორი Komori არაბ. جزر القمر ფრანგ. Les Comores | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 12°08′24″ ს. გ. 44°15′00″ ა. გ. / 12.14000° ს. გ. 44.25000° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 33 |
მთავარი კუნძული | ნგაზიჯა |
ფართობი | 2235 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2361 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 018 738 (2015) |
სიმჭიდროვე | 455,81 ად. /კმ² |
კუნძულები ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნძუანი (ანჟუანი), მვალი (მოჰელი), რიფი ვაიე და მთელი რიგი სხვა კუნძულები და რიფები შეადგენენ კომორის კუნძულების კავშირს. კუნძულები მაიოტა (მაორე), პამანზი, მზამბორო და სხვები შეადგენენ საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას, რომელზეც დამოუკიდებლობის მიღებიდანვე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.
არქიპელაგი შედგება 4 დიდი, 2 პატარა და რამდენიმე ათეული მომცრო კუნძულებისაგან:
გეოგრაფიულად არქიპელაგს მიეკუთვნება დაშორებული (მაიოტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 125 კმ-ზე) რიფი ბანკ-დიუ-ჟეზერი (რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ საფრანგეთი (ეპარსეს კუნძულების ტერიტორიული წარმონაქმნის გამო), კომორის კუნძულების კავშირი და მადაგასკარი), ასევე მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 99 კმ-ში მდებარე გლორიოსის კუნძულები, რომელზეც მადაგასკართან ერთად პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთი (ეპარსეს კუნძულების ტერიტორიული წარმონაქმნის გამო).
კუნძულები მთიანია (სიმაღლე 2300 მეტრამდე). უმაღლესი წერტილია — მოქმედი ვულკანი კართალა (2361 მეტრი). გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. კლიმატი ტროპიკული, ნოტიო და ცხელი. ნალექების რაოდენობა: 1100 მმ-დან 3000 მმ-მდე წელიწადში. მთების ფერდოების ზედა ნაწილი დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით, ქვედა ნაწილში მდებარეობენ სავანები და ბუჩქოვანი მცენარეები. მთელი წლის განმავლობაში არსებობს მალარიის სენით დაავადების საფრთხე.
გეოლოგიურად უძველესი კუნძულია — მაიოტა, მისი სიგრძეა — 39 კმ, სიგანე — 22 კმ, ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი — მთა ბენარა (ფრანგ. Mont Bénara, 660 მეტრი). ვულკანური წარმოშობის გამო ზოგიერთ რაიონში ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია. მარჯნის რიფი, რომელიც გარს ეკვრის კუნძულის დიდ ნაწილს, უზრუნველყოფს მას თევზით და იცავს ადგილობრივ გემებს.
მცენარეულობას წარმოადგენს: შაქრის ლერწამი, ქოქოსის პალმა, ბანანი, ყავის ხე, მიხაკის ხე.
კომორის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი მადაგასკარის და კომორის კუნძულების ენდემებია: ლემურები, პატარა თუთიყუში-ვაზა (ლათ. Coracopsis nigra), ფართეკუდიანი ფელზუმა (ლათ. Phelsuma laticauda), ამაურისები (ლათ. Amauris comorana-ის სახეობა გვხვდება მხოლოდ კომორის კუნძულებზე). კომორის კუნძულების ენდემია — კომორის მფრინავი მელა (ლათ. Pteropus livingstonii).
1843 წლიდან კუნძული მაიოტა, ხოლო 1886 წლიდან — ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნძუანი (ანჟუანი) და მვალი (მოჰელი) იმყოფებოდნენ საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. 1909 წელს არქიპელაგი ოფიციალურად გამოცხადდა საფრანგეთის კოლონიად. 1974 წლის რეფერენდუმზე კუნძულების უმრავლესობამ ხმა მისცა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას. მათ შორის, ნგაზიჯას (გრანდ-კომორი), ნძუანის (ანჟუანი) და მვალის (მოჰელი) მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო კუნძულ მაიოტას მოსახლეობის 60 %-მა დამოუკიდებლობაზე უარი განაცხადა. 1975 წელს გამოცხადდა დამოუკიდებელი კომორის კუნძულების კავშირი. საერთოკომორული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ აღიარა კომორის უფლებები ყველა ოთხივე კუნძულზე და მოუწოდა საფრანგეთს დაეტოვებინა იგი. მაგრამ, საფრანგეთმა გამოყო მაიოტა კომორისაგან და გამოაცხადა იგი ზღვისიქითა თანამეგობრობად. 2009 წლის რეფერენდუმზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტად გადაქცევის შესახებ. 2001 წლის რეფერენდუმზე მიღებული კომორის კუნძულების კავშირის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კომორის კუნძულების კავშირი შედგება 4 ავტონომიური კუნძულისაგან, კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩათვლით.
2001 წლის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კომორის კუნძულების კავშირი შედგება 4 ავტონომიური კუნძულისგან, საფრანგეთის კონტროლ ქვეშ არსებული მაიოტას (მაორე) ჩათვლით. ფაქტობრივად კომორის კუნძულების კავშირი მოიცავს მხოლოდ 3 ავტონომიურ რეგიონს (ავტონომიურ კუნძულს), რომელიც შეესაბამება დიდ კუნძულებს და რომლებზეც მდებარეობს 16 პრეფექტურა.
დროშა | ავტონომიური რეგიონი | ადრინდელი სახელწოდება | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2015) | სიმჭიდროვე, ად./კმ² | პრეფექტურების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|---|
ნგაზიჯა | გრანდ-კომორი | მორონი | 1148 | 399 919 | 348,4 | 8 (მორონი-ბამბაო, ამბუ, დასავლეთ მბაჯინი, აღმოსავლეთ მბაჯინი, ოიჩილი-დიმანი, ამაჰამეტ-მბოინკუ, მიცამიული-მბუდე, იცანდრა-ამანვუ) | |
ნძუანი | ანჟუანი | მუცამუდუ | 424 | 332 466 | 784,1 | 5 (მუცამუდუ, უანი, დომონი, მრემანი, სიმა) | |
მვალი | მოჰელი | ფომბონი | 290 | 52 380 | 180,6 | 3 (ფომბონი, ნიუმაშუა, ჯანდო) | |
მაორე | მაიოტა | მამუცუ | 376 | 233 993 | 622,3 | ||
სულ | 1862 (2235) | 784 745 (1 018 738) | 421,5 (455,8) | 16 (...) |
This article uses material from the Wikipedia ქართული article კომორის არქიპელაგი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.