კლდის მხატვრობა

კლდის მხატვრობა, პეტროგლიფი — გამოქვაბულთა კედლებზე, ჭერზე, კლდეებზე თუ ცალკეულ ქვებზე შესრულებული უძველესი გამოსახულებანი.

გვხვდება დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში და მიეკუთვნება სხვადასხვა ეპოქას — პალეოლითიდან შუა საუკუნეებამდე. პალეოლითის ხანის, კლდის მხატვრობის ნიმუშები დიდი რაოდენობით გვხვდება სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულებსა და გროტებში (კომბარელი, მონტესპანი, ლასკო და სხვა). ჭარბობს ბიზონების, ცხენების, მამონტების, მარტორქების ფიგურები, იშვიათია დათვის, გამოქვაბულის ლომის და სხვა გამოსახულებანი. პალეოლითური კლდის მხატვრობის ნიმუშები ნაპოვნია კაპოვის მღვიმეში (ურალზე), სოფ. შიშკინოს კლდეებზე (ციმბირში მდინარე ლენაზე).

მკვლევართა აზრით, კლდის მხატვრობის მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მისი შესრულების სტილი და ტექნიკა მრავალფეროვანია — გვხვდება კონტურული, ამოკაწრული, პოლიქრომული ნახარი (იყენებდნენ მინერალურ საღებავებს), ბარელიეფი. სკანდინავიის, (ალტას კლდის მხატვრობა), აღმოსავლეთ ესპანეთის, სამხრეთ იტალიის, ჩრდილოეთ აფრიკის (ტალისინ-აჯერი), ცენტრალური და აღმოსავლეთი საჰარის მხატვრობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ნადირობის, ბრძოლების, რიტუალების ამსახველ რთულ კომპოზიციებს. კლდის მხატვრობა ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს, განსაკუთრებით ადრინდელი რკინის ეპოქაში.

საქართველოში აღსანიშნავია მღვიმევის (ზედა პალეოლითი) კლდის მხატვრობა. კლდის მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუშები ნაპოვნია წალკის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, სოფ. თაქ-ქილისას ამავე სახელწოდების მდინარის მარჯვენა ნაპირზე, 1976 წელს აქ თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. გაბუნია) ამოკაწრულ, ხაზოვან-გეომეტრიულ პეტროგლიფებს მიაკვლია, რომლებზეც გამოსახულია ცხოველები — ცხენი, ირემი, ჯიხვი, მელია, შველი, აქლემი, ლომი და სხვა. აგრეთვე ფანტასტიკის არსებანი, სხვადასხვა ხასიათის სცენები, ადამიანთა, მზის, ჯვრების გამოსახულებები, გეომეტრიული ფიგურები. აღნიშნული ნახატები სხვადასხვა პერიოდისაა.

პრეისტორიული კლდის ხელოვნების ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე
ძეგლი ადგილმდებარეობა მხატვრობის ტიპი პერიოდი
მღვიმევი იმერეთი, ჭიათურის მუნიციპ. პეტროგლიფი, ხაზოვან-გეომეტრიული ზედა პალეოლითი
აღცა აფხაზეთი, გუდაუთის მუნიციპ. პეტროგლიფი, ხაზოვან-გეომეტრიული ზედა პალეოლითი, შუა საუკუნეები
თრიალეთი ქვემო ქართლი, წალკის მუნიციპ. პეტროგლიფი, პიქტოგრაფი, ანთროპომორფული, ზოომორფული, გეომეტრიული, აბსტრაქტული მეზოლითი – შუა საუკუნეები
დამირგაია ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპ. პიქტოგრაფი, ანთროპომორფული, ზოომორფული, გეომეტრიული, აბსტრაქტული გვიანი ნეოლითიხალკოლითი
ზურტაკეტი ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპ. პეტროგლიფი, ხაზოვან-გეომეტრიული, ზოომორფული შუა ბრინჯაო

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 553.
  • Thomas Heyd and John Clegg, eds. Aesthetics and Rock Art. Ashgate Publishing, Aldershot, England and Burlington, VT, USA. 2005. ISBN 0-7546-3924-X
  • Gregory Curtis, The Cave Painters: Probing the Mysteries of the World's First Artists, Knopf, New York, NY, USA, 2006. 1-4000-4348-4

რესურსები ინტერნეტში

კლდის მხატვრობა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო


Tags:

კაპოვის მღვიმელენა (მდინარე)პალეოლითის ხანა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოქროს საწმისიმღრღნელებიკვადრატიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაიმერეთივარძიავენერაასტრიდ ლინდგრენითავისუფლების დიდი ქარტიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემერაბ კოსტავამარკ ტვენიმზეწელიწადის დროებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნივენასომხეთიუშბარუსული დამწერლობაალტრუიზმიკილოგრამიორალური სექსიტელეფონების ნომრები საქართველოშისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიინსულტიმეგობრობაYouTubeაფრიკაგელათის მონასტერიჭიანჭველასებრნიგლობალური დათბობაგიორგი სააკაძესამკურნალო მცენარეებითხის რქა (ასტროლოგია)ძაღლიჰაერიბაში-აჩუკი (ფილმი)გამარჯვების დღევერძი (ასტროლოგია)ქეთევან დედოფალიელ კლასიკონარიყალაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგავნების კვირაიუპიტერილეჩხუმიკარტოფილიმიხეილ სააკაშვილითეთრი დათვიდედა ენაჩუტყვავილასაქართველოს პრემიერ-მინისტრირომან ფიფიალარიგიორგი V ბრწყინვალემე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ფრინველებიურანიზაქარია ფალიაშვილიატომიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითწინადადებასარკაზმიდემოკრატიამურა დათვიადიშის ოთხთავივასკულიტიკახეთის მხარეევერესტიათი მცნებარომიბრუნებამეიოზიშოვი🡆 More