კირმანეული თეთრი

კირმანეული თეთრი — XIII-XV საუკუნეებში დასავლურ-ქართული ვერცხლის ფული.

კირმანეული თეთრი
კირმანეული თეთრი

სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან „კირ“ და „მანუელ“ (ბატონი მანუელი) და დაკავშირებულია ტრაპიზონის კეისრის მანუელ I-ის (1238-1263) სახელთან. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე და დამახინჯებული ბერძნულით აწერია ტრაპიზონის კეისრების მანუელის ან იოანეს სახელი. კეისრის ფეხთან გამოხატულია ექვსქიმიანი ვარსკვლავი (ე. წ. „სოლომონის ბეჭედი“). ზურგზე ტრაპიზონის იმპერიის მფარველის წმ. ევგენის გამოსახულებაა და ბერძნულად აწერია წმინდანის სახელი.

ტრაპიზონის იმპერიაში მოჭრილი ასპრი ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი შემოტანა შეწყდა, იჭრებოდა მისი მინაბაძები, რომელსაც კირმანეული ეწოდა.

ლიტერატურა

  • აბრამიშვილი თ., XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თბ., 1959;
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
  • Пахомов Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970;
  • ჯალაღანია ი., ქსე, ტ. 5, გვ. 531, თბ., 1980

Tags:

ვერცხლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გლობალიზაციასიონის ტაძარიგველებიიეთიმ გურჯივიკიპედიაეპითეტიგოდერძი ჩოხელიაზიამალტაორალური სექსიავსტრალია (კონტინენტი)ზაქარია ფალიაშვილიავსტრალია1924 წლის აგვისტოს აჯანყებაიუნესკობიპოლარული აშლილობაფუტკრებიფოტოსინთეზიქვეწარმავლებიიაკობ გოგებაშვილიადამიანის უფლებებითერგდალეულებისპილოსებრნილუკა მოდრიჩიკახა კალაძევაჟა-ფშაველაგურამ დოჩანაშვილისაქართველოს ქალაქებიგიორგი XIრუმინეთიბახტრიონი (პოემა)კლიმატიევროკავშირისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიჰაერიაშშ-ის პრეზიდენტების სიადედაენავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალირეფერენდუმიიმერეთის მხარებიზანტიის იმპერიამყინვარწვერიისლანდიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდომენტი მშვენიერაძეანა დოლიძეფარნავაზ Iუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაქართული სამზარეულოკილომეტრიდემოკრატიაჯონჯოლისაქართველოს სახელმწიფო დროშაბუნებრივი გადარჩევაანანურის ციხეხემარწყვამადრიდისაქართველო IX-X საუკუნეებშისაქართველო XVIII საუკუნეშიარსებითი სახელიმიხეილ ჯავახიშვილიკომუნიზმიეკოსისტემაესპანეთიჯვაროსნული ლაშქრობებიზაფხულითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიზმნიზედასასწორი (ასტროლოგია)ნაპოლეონ ბონაპარტიეგრისის დიდი ომიპლანეტაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისითბოდედოფალამერცხლისებრნიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაგულიატომი🡆 More