ტაშირ-ძორაგეტის მეფე კვირიკე Ii

კვირიკე II — ტაშირ-ძორაგეტის მეფე (1048/1049—1089 წწ.).

თავის ძმასთან, ჰერეთ-კახეთის მეფე გაგიკთან ერთად იბრძოდა ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ.

1064 წელს ტაშირს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ. კვირიკე II-მ სულთან ალფ-არსლანს მორჩილება გამოუცხადა და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. ალფ-არსლანმა მოითხოვა მისთვის ცოლად მიეთხოვებინათ კვირიკე II-ის ძმისწული, რომელიც ამავე დროს საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის დისწული იყო. კვირიკემ უარი განაცხადა ამ მოთხოვნების შესრულებაზე.

ეს გარემოება საბაბად გამოიყენა ბაგრატმა და 1065-1066 წელს დალაშქრა სომხითი. ბაგრატის ერისთავმა ვარაზბაკურ გამრეკელმა ქვეშის ჭალაში შეიპყრო კვირიკე II, ძელზე გასვა და აიძულა სამშვილდის გარნიზონის მეთაური, კვირიკეს ძმა ადარნასე, საკუთარი ძმის სიცოცხლის გადასარჩენის სანაცვლოდ დაეთმო სამშვილდე.

სამშვილდის დაკავების შემდეგ საქართველოს სამეფომ კონტროლი დააწესა მთელი ქვემო ქართლზე. კვირიკე II ვასალობის პირობით კვლავ დარჩა ტერიტორიულად შემცირებული სამეფოს მფლობელად. მან დედაქალაქად ლორე გამოაცხადა. ამის შემდეგ „მონებდეს სომეხნი ქართველთა“.

კვირიკე II უკანასკნელად წყაროებში 1089 წელს იხსენიება. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1973
  • თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982

Tags:

104810491089ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გაგიკიტაშირ-ძორაგეტის სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითევროპული საბჭოასურეთიისრაელიოქსიდიენერგიაგერმანიადუბაის საამიროკავკასიური ნაგაზიარაგვიმთვარეძაღლიგამზრდელი (პოემა)აგენტიმამუკა მდინარაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხვიჩა კვარაცხელიაბიპოლარული აშლილობაფოტოსინთეზი17 აპრილიათეროსკლეროზიმიხეილ სააკაშვილიაშშ-ის პრეზიდენტების სიახევისბერი გოჩატოლგვერდა სამკუთხედიანტანტაეგზისტენციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკლიმატიდეჟავიუჯიხვიბორჯომიყიზილბაშებიმირიან IIIადამიანის ჩონჩხინიკოლოზ ბარათაშვილიფილების ტექტონიკაპეტრე I დიდიგია ყანჩელილურჯი ვეშაპიდევი ჭანკოტაძემუშთაიდის ბაღიშვეიცარიაკეთილშობილი ირემიგარემოს დაცვაკავკასიონიქუნთრუშაკუნილინგუსიწითელაკალათბურთიციყვილეკებიქართული მითოლოგიაპლებისციტიდავითგარეჯაგულივერცხლირუსეთის იმპერიაკაცხის სვეტიოქროს საწმისიგარემოს დაბინძურებაძველი თბილისიკალიებინარიყალაენდომეტრიოზიკუთხეთევდორე კველთელიერთეულთა საერთაშორისო სისტემაუცხოური აგენტების კანონიფრინველთა მიმოფრენასიმკვრივექვემო ქართლის მხარესანდრო ახმეტელიერეკლე IIვახტანგ I გორგასალიჩინეთის დიდი კედელიადიშის ოთხთავი🡆 More