კვირაცხოვლობა
კვირაცხოვლობა — ხალხური დღესასწაული, აღდგომის სწორს იმართებოდა ჩუღურეთის კვირაცხოვლის ეკლესიასთან.
კვირაცხოვლობა — ხალხური დღესასწაული, აღდგომის სწორს იმართებოდა ჩუღურეთის კვირაცხოვლის ეკლესიასთან.
კვირაცხოვლობას დიდი ზეიმი იცოდნენ. ამ დღეს ქართველებს წესად ჰქონდათ ბურთის თამაში. ეკლესიაში წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის ხელში ჩასაგდებად. მრევლის რწმენით, რომელი ჯგუფიც გაიმარჯვებდა, მთელი წლის მანძილზე სიუხვე და ბარაქა არ მოაკლდებოდა. ზოგჯერ ბურთს ნაკუწ-ნაკუწ გლეჯდნენ და ინაწიებდნენ, იმდენად მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას. ეს წეს-ჩვეულება თანდათან დავიწყებას მიეცა და XIX საუკუნეში ჩუღურეთში მდებარე კვირაცხოვლის გორას გაუჩნდა მეორე სახელი „წითელი გორა“, აქ კვირაცხოვლობა დღეს სააღდგომო წითელი კვერცხების დაგორების გამო (ეს წესი რუსმა მართლმადიდებლებმა შემოიტანეს). გორის ფერდობზე სააღდგომო კვერცხებს დააგორებდნენ და, ვისი კვერცხიც შორს გაგორდებოდა, მოგებულიც ის იყო და წითელი კვერცხებიც მას რჩებოდა.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 593
This article uses material from the Wikipedia ქართული article კვირაცხოვლობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- ჩეხური: Tomášova neděle - Wiki čeština
- ფრანგული: Dimanche de Thomas - Wiki Français
- ხორვატული: Druga Uskrsna nedjelja - Wiki Hrvatski
- რუსული: Антипасха - Wiki русский
- სლოვაკური: Tomášova nedeľa - Wiki Slovenčina
- სერბული: Антипасха - Wiki српски / srpski
- უკრაინული: Провідна (Томина) неділя - Wiki українська
- Mingrelian: უფალთანაფა - Wiki მარგალური