კვიპროსი

კვიპროსი (ბერძ.

Κύπρος, თურქ. Kıbrıs), ოფიციალურად კვიპროსის რესპუბლიკა (ბერძნ. Κυπριακή Δημοκρατία, თურქ. Kıbrıs Cumhuriyeti) — კუნძულოვანი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. კვიპროსი როგორც მოსახლეობის რაოდენობით ასევე ფართობის სიდიდითაც ხმელთაშუა ზღვაში მესამეა. გეოგრაფიულად ეკუთვნის აზიას, თუმცა კულტურულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. ის მდებარეობს თურქეთის სამხრეთით, სირიისა და ლიბანის დასავლეთით, ისრაელის ჩრდილო-დასავლეთით, ეგვიპტის ჩრდილოეთით და საბერძნეთის აღმოსავლეთით.

კვიპროსის რესპუბლიკა
Κυπριακή Δημοκρατία (ბერძნული)
Kıbrıs Cumhuriyeti (თურქული)
კვიპროსი
კვიპროსი კვიპროსის
დროშა გერბი
ჰიმნი: μνος εἰς τὴν Ἐλευθερίαν
თავისუფლების ჰიმნი
კვიპროსის მდებარეობა ევროპაში
კვიპროსის მდებარეობა
კვიპროსის მდებარეობა ევროპაში
კვიპროსი
კვიპროსის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ნიქოზია
35°10′ ჩ. გ. 33°22′ ა. გ. / 35.167° ჩ. გ. 33.367° ა. გ. / 35.167; 33.367
ოფიციალური ენა
უმცირესობის ენები
ეთნიკური ჯგუფები
ეთნოქორონიმი კვიპროსელი
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი
საკანონმდებლო ორგანო წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან
 -  ლონდონისა და ციურიხის შეთანხმებები 19 თებერვალი, 1959 
 -  დამოუკიდებლობის გამოცხადება 16 აგვისტო, 1960 
 -  დამოუკიდებლობის დღე 1 ოქტომბერი, 1960 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ [ა] 9 251 კმ2 (168-ე)
 -  წყალი (%) 9
მოსახლეობა
 -  2011 შეფასება 1 117 000
 -  2011 აღწერა 838 897
 -  სიმჭიდროვე 90.7 კაცი/კმ2 (114-ე)
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ $23.613 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $27 085
მშპ (ნომინალი) 2012 შეფასება
 -  სულ $23.006 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $26 389
ჯინი (2011)29.1
დაბალი · მე-19
აგი (2013)კვიპროსი 0.845
ძალიან მაღალი · 32-ე
ვალუტა ევრო (€) (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +357
ინტერნეტ-დომენი .cy [ბ]
ა. ^  მათ შორის ჩრდილოეთი კვიპროსი, გაეროს ბუფერული ზონა და აკროტირი და დეკელია.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

კვიპროსზე უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე X ათასწლეულით. იმ პერიოდის არქეოლოგიური ძაგლებში გვხვდება კარგად შემონახული ნეოლითის ხანის სოფელი ხიროკიტია. კვიპროსზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში სახლობდნენ მიკენიელი ბერძნები. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო დიდ იმპერიებს ჰქონდათ დაპყრობილი. მათ შორის: ნეო-ასურეთს, ძველ ეგვიპტს და აქემენიანთა იმპერიას. ძვ. წ. 333 წელს ის ალექსანდრე დიდმა გაათავისუფლა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ის მოექცა პტოლემეების დინასტიის მმართველობაში. შემდგომში ის შედიოდა რომის, ბიზანტიის იმპერიების, ვენეციის რესპუბლიკის და ბოლოს 3 საკუნის განმავლობაში 1571–1878 წლებში (დე იურე 1914 წლამდე) ოსმალეთის შემადგენლობაში.

1878 წლიდან კვიპროსი მოექცა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ, საიდანაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 1960 წელს მოიპოვა. 1961 წელს ის შეუერთდა ერთა თანამეგობრობას. 1963 წელს დაიწყო 11-წლიანი ინტერკომუნალური დაპირისპირება კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის.საბოლოოდ დაპირისპირება 1984 წელს კვიპროსის გაყოფითა და ჩრდილოეთი კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დასრულდა.

კვიპროსს აქვს დე იურე სუვერენიტეტი, რომელიც ვრცელდება მთელს კუნძულზე და მის შემოგარენ წყლებზე, გარდა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების – აკროტირი და დეკელიასი. 2004 წლის 1 მაისს კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი, ხოლო 2008 წლის 1 იანვარს შეუერთდა ევროზონას.

სახელწოდება

  • ოფიციალური — კვიპროსის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: ბერძნული — Κύπρος; Kypriake Dimukratia; თურქული — Kibris; Kibris Cumhuriyeti.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum, მართლაც ქვეყანა უხსოვარი დროიდანვე ცნობილია სპილენძის საბადოებით.

გეოგრაფია

კვიპროსი 

რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 9251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3355 კმ²) და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც დღემდე მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული.

კვიპროსი სიდიდით მესამე კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში, ის მხოლოდ იტალიის კუნძულებს — სიცილიასა და სარდინიას ჩამორჩება (როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მიხედვით). კვიპროსი არის მსოფლიოში 81-ე უდიდესი კუნძული ფართობის მიხედვით და 51-ე მოსახლეობის მიხედვით. კუნძულის მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 240 კმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიგანე 100 კმ-ს.

კვიპროსი დაშორებულია სირიის სანაპიროდან 105 კმ-ით (აღმ.), ლიბანის სანაპიროდან — 108 კმ-ით (აღმ), ისრაელიდან — 200 კმ-ით (სამხ-აღმ.), ეგვიპტიდან — 380 კმ-ით (სამხ.), საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან — 400 კმ-ით, ხოლო საბერძნეთის კონტინენტური ნაწილიდან — 800 კმ-ით (ჩრ-დას).

გეოპოლიტიკურად, კუნძული დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში კვიპროსის რესპუბლიკას უკავია კუნძულის დაახ. ორი მესამედი (59,74 %), ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას უკავია საერთო ფართობის დაახ. მესამედი (34,85 %), გაეროს მიერ კონტროლირებადი „მწვანე ზოლი”, რომელიც ბუფერულ ზონას წარმოადგენს და ორ მხარეს ერთმანეთისაგან ჰყოფს, კუნძულის ფართობის 2,67 % უკავია, ხოლო ბრიტანეთის საკუთრებაში არსებული ორი ბაზა — აკროტირი და დეკელია მოიცავს დარჩენილ 2,74 %.

ბუნება

ნაპირები უმთავრესად დაბალია, ნაკლებად შეჭრილ-შემოჭრილი, ჩრდილოეთით ციცაბო, კლდოვანი. ჭარბობს მთიანი რელიეფი. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქრომიტები, რკინისა და სპილენძის მადანი, აზბესტი და სხვა. ჰავა სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის. დამახასიათებელია ცხელი (25-35 °C) ზაფხული და რბილი (10-15 °C), შედარებით წვიმიანი ზამთარი.

ფაუნა

ფაუნის შემადგენლობაში 20 სახეობის ძუძუმწოვარი და 20-ზე მეტი სახეობის მობუდარი ფრინველია. გვხვდება სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი ქვეწარმავალი (30-ზე მეტი სახეობა). დაცულია გადაშენების პირას მყოფი ენდემური კვიპროსული ცხვარი (მუფლონი). კუნძულზე იზამთრებს მრავალი გადამფრენი ფრინველი. სანაპიროებზე ზღვის კუების რამდენიმე სახეობა (ჩვეულებრივი, მწვანე) დებს კვერცხებს.

ისტორია

კვიპროსი 
კვიპროსი პტოლემაიოსთა სამეფოს შემადგენლობაში (ძვ. წ. 294-258)

კვიპროსის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ნეოლითის ხანიდან (ძვ. წ. VI ათასწლ.). ძვ. წ. XVI-XIV სს-ში გაჩნდა პირველი ადრეკლასობრივი საზოგადოებები, ქალაქ-სახელმწიფოები (პოლისები). ძვ. წ. XV ს-ის დამლევს — ძვ. წ. XI ს-ში მოხდა მოხდა კვიპროსის ბერძნული (აქაველები) კოლონიზაცია, რის შედეგადაც ის იქცა მიკენური ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრად. ძვ. წ. IX ს-ის დასაწყისიდან კვიპროსი ფინიკიელების კოლონიზაციის ობიექტი იყო. ძვ. წ. VIII ს-ის დამდეგს დაიპყრო ასურეთმა; დაახლ. ძვ. წ. 560 წელს ეგვიპტემ; დაახლ. ძვ. წ. VI ს-ის შუა წლებში — აქემენიანთა ირანმა. ძვ. წ. 333-323 წლებში შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის, ხოლო ძვ. წ. 294-258 წლებში პტოლემეების სამეფოს შემადგენლობაში. ამ დროისათვის დასრულდა კვიპროსის ელინიზაცია. ძვ. წ. 58 წელს დაიპყრო რომმა; ახ. წ. 395 წელს შევიდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. 648 წელს დაიპყრეს არაბებმა, 965 წელს ბიზანტიამ დაიბრუნა. 1191 წელს ხელთ იგდო ჯვაროსნული ლაშქრობების მონაწილე ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულმა, რომელმაც ის იერუსალიმის სამეფოს გადასცა. 1489 წელს დაიპყრო ვენეციის რესპუბლიკამ, ხოლო 1571 წელს — ოსმალეთის იმპერიამ.

1878 წლის 4 ივნისს ინგლისმა ოსმალეთს თავს მოახვია ე. წ. კვიპროსის კონვენცია. ინგლისს მიეცა კვიპროსის ოკუპაციის უფლება, მაგრამ იმ პირობით, რომ იგი ოსმალეთის იმპერიას აზიური კოლონიების დაცვაში დაეხმარებოდა. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის ჩაბმის შემდეგ, 1914 წლის 5 ნოემბერს ინგლისმა გამოაცხადა კვიპროსის ანექსია. 1925 წლის მაისში კვიპროსმა მიიღო ინგლისის კოლონიის სტატუსი.

1960 წლის 16 აგვისტოს კვიპროსი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა (1963 წლიდან ეს დღესასწაული აღინიშნება 1 ოქტომბერს). იმავე წლის სექტემბერში კვიპროსი გაეროს წევრი გახდა.

უახლესი ისტორია

1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვის. გაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას.

სახელმწიფო

ადმინისტრაციული დაყოფა

კვიპროსის რესპუბლიკა იყოფა 6 რაიონად (ბერძ. επαρχίες, ეპარქია).

  • ნიქოზია (Λευκωσία ლევქოზია, თურქ. ლევკოშა) — იყოფა ბერძნულ და თურქულ სექტორებად;
  • კირენია (Κερύvεια, თურქ. გირნე) — მთლიანად თურქულ სექტორშია;
  • ლარნაკა (Λάρνακα, თურქ. იშქელე) — ბერძნული სექტორი, მცირე ნაწილი თურქულ სექტორში;
  • ლიმასოლი (Λεμεσός ლემესოსი) — ბერძნული სექტორი;
  • პაფოსი (Πάφος, თურქ. ბაფი) — ბერძნული სექტორი;
  • ფამაგუსტა (Αμμόχωστος ამოხოსტოსი, თურქ. გაზიმაგუშა (მაგუშა) — უდიდესი ნაწილი მდებარეობს თურქულ სექტორში, სამხრეთი ნაწილი ბერძნულ სექტორში.

დემოგრაფია

კვიპროსი 
1960 წლის ეთნოგრაფიული რუკა.

2001 წლის CIA World Factbook-ის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობის 77% შეადგენდა ბერძენს, ხოლო 18% თურქს. 2011 წლის აღწერის მიხედვით კუნძულზე ასევე 10,520 რუსი ცხოვრობდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მთლიან კუნძულზე პირველი აღწერა ჩტარდა 1960 წელს, რომლის მიხედვითაც მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 573 566 ადამიანს, საიდანაც 442 138 (77,1 %) იყო ბერძენი, 104 320 (18,2 %) თურქი, და 27 108 (4,7 %) სხვა ეროვნების.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მონაცემებით 2010 წელს კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 1,1 მილიონს, რომელთაგანაც ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები დაახლოებით 300 000 ადამიანი დაბადებულია თურქეთში.

ქალაქები

კუნძულის უდიდესი ქალაქებია: ლიმასოლი (101 000), სტროვოლოსი (67 904), ნიქოზია (55 014), ლარნაკა (51 468), ლაკატამია (38 435), პაფოსი (32 892).

რელიგია

კვიპროსი 
კიკოს მონასტერი

კვიპროსზე მაცხოვრებელი თითქმის ყველა ბერძენი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, ხოლო თურქების უმეტესობა სუნიზმის წარმომადგენელია. 2005 წლის Eurobarometer-ის მიხედვით, კვიპროსი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური სახელმწიფოა. კვიპროსის პირველი პრეზიდენტი მაკარიოს III იყო მთავარეპისკოპოსი. კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის დღევანდელი მთავარი არის ქრიზოსტომოს II.

ხალა სულთან ტეკეს მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ლარნაკას მლაშე ტბასთან არის სუნიტების მესამე ყველაზე წმინდა ადგილი და წარმოადგენს მოლოცვის საგანს როგორც მუსლიმანების ასევე ქრისტიანებისთვისაც.

ენები

კვიპროსი 
საგზაო ნიშნები ბერძნულად და ინგლისურად.

კვიპროსს აქვს ორი ოფიციალური ენა, ბერძნული და თურქული. სომხური და კვიპროსულ-არაბული არის აღიარებული როგორც უმცირესობის ენები. მიუხედავად ოფიციალური სტატუსის არქონისა სალაპარაკოდ ინგლისური ფართოდ გამოიყენება. ინგლისური გამოიყენება გზების აღნიშვნებზა, რეკლამებში და ა.შ. ბრიტანული მმართველობის პერიოდში ინგლისური იყო ერთადერთი ოფიციალური ენა, ასევე დე ფაქტო 1986 წლამდე გამოიყენებოდა სასამართლოში, ხოლო საკანონმდებლო საქმიანობაში 1996 წლამდე. ბერძნული მოსახლეობის 80,4%-სთვის ინგლისური წარმოადგენს მეორე ენას. ქვეყნის უმცირესობებში ფართოდ გამოიყენება რუსული ენა. ასევე მოსახლეობის 12 % საუბრობს ფრანგულად, ხოლო 5 % გერმანულად.

კვიპროსის არარეზიდენტი უდიდესი ჯგუფები
ეროვნება რაოდენობა (2011)
კვიპროსი  საბერძნეთი 29 321
კვიპროსი  გაერთიანებული სამეფო 24 046
კვიპროსი  რუმინეთი 23 706
კვიპროსი  ბულგარეთი 18 536
კვიპროსი  ფილიპინები 9413
კვიპროსი  რუსეთი 8164
კვიპროსი  შრი-ლანკა 7269
კვიპროსი  ვიეტნამი 7028
კვიპროსი  სირია 3054
კვიპროსი  ინდოეთი 2933

ეკონომიკა

ტურიზმი

ტურიზმს კვიპროსის ეკონომიკაში დომინანტი როლი უკავია. 2006 წელს, ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 10,7 % შეადგინა. მასში დასაქმებული იყო 113 000 ადამიანი.

კვიპროსში, მსოფლიოში მე-40 ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქვეყანაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის.

1975 წელს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შექმნისთანავე კვიპროსი მისი სრულუფლებიანი წევრი გახდა.

2011 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით კვირპროსს 24-ე ადგილი უკავია. ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, კვიპროსს მსოფლიოში 1-ლი ადგილი უკავია.

მემკვიდრეობა

ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსი, ტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.

ბრიტანული კოლონიზაციის, რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა, ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა.

ნიქოზია და კოლოსი ცნობილია თავიანთი ციხე-სიმაგრეებით. სწორედ კვიპროსში ნახავთ ლაზარეს სამარხს, წმინდა პეტრეს კოლონას და ლიმასოლი, თავისი სასახლე-ციხე-სიმაგრით, სადაც 1191 წელს ლეგენდარულმა მეფემ რიჩარდ ლომგულად წოდებულმა ქორწილი გამართა, მეფემ კუნძული იერუსალიმისკენ მიმავალმა დაიპყრო.

მართლმადიდებლური კვიპროსის მონასტრების უმრავლესობას იუნესკო იცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი კიკოსია, რომელიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. ხატის დანახვა ადამიანს არ შეუძლია: მას სპეციალური ქსოვილით ფარავენ და მხოლოდ პატარა „ფანჯარას“ უკეთებენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულების დროს აღებენ. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვინც ხატს დაინახავდა ის დბრმავდებოდა. როდესაც ბერები ქსოვილს ცვლიან, მაშინაც ხატს ყველა იქ დამსწრემ თვალი უნდა აარიდოს.

ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ღვინის ნამდვილი კულტია. როგორც ამბობენ კუნძულზე ორი სახის ღვინოა: კარგი და უფრო კარგი.

კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამას მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს.

იხილეთ აგრეთვე

კვიპროსი 
არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

კვიპროსი სახელწოდებაკვიპროსი გეოგრაფიაკვიპროსი ბუნებაკვიპროსი ისტორიაკვიპროსი სახელმწიფოკვიპროსი ადმინისტრაციული დაყოფაკვიპროსი დემოგრაფიაკვიპროსი ეკონომიკაკვიპროსი ტურიზმიკვიპროსი მემკვიდრეობაკვიპროსი იხილეთ აგრეთვეკვიპროსი ლიტერატურაკვიპროსი სქოლიოკვიპროსიაზიაბერძნული ენაეგვიპტეევროპათურქეთითურქული ენაისრაელიკუნძულილიბანისაბერძნეთისირიახმელთაშუა ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აბსოლუტური მონარქიამარტივი რიცხვიფარნავაზ Iმინერალებიქვეყნების სიაბუდუ ზივზივაძემთავარი გვერდირასიზმიღვარცოფიბალდუინ IV იერუსალიმელიშავი ზღვის თევზების სიაგოგირდიგეორგიევსკის ტრაქტატიანა კალანდაძედეჟავიუქართველებიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიარაჭადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაინსულტისვანური კოშკიამეთვისტოქართული ვაზის ჯიშებიგიორგი სააკაძეანემიაკვიპროსიქართველური ენებიმიუზიკლისამკუთხედიაფრიკაერთეულთა საერთაშორისო სისტემასაქართველოს პარლამენტიგამაფრთხილებელი შეფერილობაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ციყვიქართული საბჭოთა ენციკლოპედიადისლექსიაზოდიაქოლეიკოციტებინიგერიაზომიერი სარტყლებიბათუმიშალვა პაპუაშვილიდელფინებიქრომოსომაჩინეთის ისტორიამიხეილ ხერგიანიგოდერძი ჩოხელიდავით IV აღმაშენებელიქრისტესისხლაძაღლისაქართველოს სამეფოძუძუმწოვრებიაფხაზეთიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიგურამ დოჩანაშვილიეგრისის დიდი ომიამერიკამასტურბაციაალცჰაიმერის დაავადებაკანადასასანიანთა იმპერიაგონიოს ციხეთბილისის ზღვანაცვალსახელიბარბარიზმიილია IIრუსეთის იმპერიააკაკი წერეთელითანდებულისაქართველოს ისტორიაარსებითი სახელიმდგრადი განვითარებაკახა კალაძემეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიდავითგარეჯალუვრისაქართველოს მდინარეების სიაკოლოსეუმი🡆 More