კახაბერ ვარდანისძე

კახაბერ ვარდანისძე, კახაბერ ვარდანის ძე — ქართველი დიდგვაროვანი, ვარდანისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი, 1180-იანებში თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი.

კახაბერ ვარდანისძე
საქართველო
საქართველო
საქართველოს სამეფო
საქართველო
საქართველო
მეჭურჭლეთუხუცესი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
XII საუკუნის მეორე ნახევარი: დაახ. 1185 წლიდან – 1180-იანების ბოლომდე
მონარქი  თამარ მეფე
წინამორბედიყუთლუ-არსლანი
მემკვიდრეაბულასანი

ეროვნებაქართველი
საქმიანობასახელმწიფო მოხელე, მეჭურჭლეთუხუცესი

კახაბერ ვარდანისძეს მეჭურჭლეთუხუცესობა უბოძეს ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლისა და მისი გადაყენების შემდეგ. ამ თანამდებობაზე დაჰყო 1180-იანების ბოლომდე, ხოლო შემდეგ დაინიშნა აბულასანი.

თამარის ისტორიკოსი კახაბერ ვარდანისძეს, სხვა მოხელეებისაგან გამორჩევით, საგანგებოდ უწოდებს „დიდსა და გუარიან კაცს“. ვარდანისძეთა წარმოჩინებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ისისნი ლიხთ-იმერეთის ორ სხვა საგვარეულოსთან (საღირისძეებთან და ამანელისძეებთან) ერთად მონაწილეობდნენ თამარის კურთხევაში. მათ ჩააბარეს თამარს მთავარსარდლის ინსიგნია — ხმალი. დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანთა და, კერძოდ, ვარდანისძეთა დაწინაურებას სამეფო კარზე ხელი შეუწყო დემნა უფლისწულის აჯანყებამ (1177), რომელშიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, ხოლო გიორგი რუსის აჯანყებამ, რომელშიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს დიდგვარიანები მონაწილეობდნენ, გამოიწვის ამ საგვარეულოთა დაქვეითება და სამეფო კარისაგან ჩამოცილება. XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII საუკუნის II ნახევრამდე ვარდანისძეთ აღარ ჰქონდათ სამეფო კარის უწყების გამგებლობა (უხუცესობა).

ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე ტ. 2, თბ., 1959;
  • მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955;
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962;
  • შოშიაშვილი ნ., XII-XIV სს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიე

Tags:

1180-იანებივარდანისძენითამარ მეფემეჭურჭლეთუხუცესისაქართველოს სამეფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბარსელონაკურდღელიბუდუ ზივზივაძედინოზავრებიეკატერინე IIიუნესკოსტუმარ-მასპინძელიჭინჭარისატურნიმარკ ტვენილურჯი ვეშაპიგიორგი V ბრწყინვალეოშკიიალბუზითავისუფლება (ფილოსოფია)ბაბილონიისლამირეფერენდუმილაშა ტალახაძეჯონჯოლინაპოლეონ ბონაპარტიეპითეტიაბანოთუბანიხმოვანიმუხახელოვნური თანამგზავრიკუთრი თბოტევადობანიდერლანდებიშუმერისაბერძნეთიალიტერაციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაბესლანის ტერაქტიჰაერისინონიმებიერეკლე IIწითელათეატრიდიდი პანდასინგაპურისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტითურქეთიდავით I კურაპალატიჰოლოკოსტირომის იმპერიამარჯნის რიფირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარებატონებისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიგიორგი I (საქართველოს მეფე)ალმასისაქართველოს სახელმწიფო დროშაალჟირიკონტინენტიცხოველებისაფრანგეთის რევოლუციამტკვარიფსიქოლოგიაჰექტარისოკოებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშინახშირწყლებიადოლფ ჰიტლერილითოსფეროფილოსოფიატერორიზმისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაბას I (ირანი)ტრეფიკინგიწყალითებულოსმთაგოდერძი ჩოხელიჟან-მიშელ ბასკიათვალიგარემოს დაბინძურებაძაღლიინგლისივლადიმერ ლენინი🡆 More