კაშხალი — ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გადატიხრავს მდინარეს (ან სხვა წყალსადინარს) დინების ზემო ნაწილში წყლის დონის ასაწევად, ნაგებობის მდებარეობის ადგილზე წყლის დაწნევის გასაზრდელად ან/და სხვადასხვა დანიშნულების წყალსაცავის შესაქმნელად.
ძველად კაშხალს უმეტესად სარწყავად აშენებდნენ. ამჟამად კი კაშხლები გამოიყენება როგორც სარწყავი წყლის დასაგროვებლად, ასევე ჰესებისათვის, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით და სხვა.
კაშხლის მშენებლობის შესახებ ცნობები დაცულია ეგვიპტეში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ინდოეთში (ძველი წელთაღრიცხვის 4000), ჩინეთში და სხვ. ძველად მას უმთავრესად მიწისგან ან ხისგან აგებდნენ და მცირე სიმაღლე ჰქონდა. კაშხლების მშენებლობა ფართოდ გაიშალა ახალი წელთაღრიცხვის XVI-XVII საუკუნეებში, განსაკუთრებით კი — XIX საუკუნის II ნახევრიდან, როდესაც დაიწყეს ჰიდროელექტროსადგურების აგება.
დანიშნულების მიხედვით არსებობს წყალსაცავი და წყალსაწევი კაშხლები. არის აგრეთვე ყრუ და წყალგადასაშვები კაშხლები. ძირითადი საშენი მასალის მიხედვით კაშხალი შეიძლება იყოს მიწის, ქვის, შერეული, ბეტონის, რკინაბეტონის და სხვა.
ხშირად მდინარეზე შენდება მცირე სიმაღლის (ანუ დაბალზღურბლიანი) წყალსაშვიანი დასაშლელი კაშხლები.
საქართველოში არსებული კაშხლებიდან აღსანიშნავია ენგურის თაღოვანი კაშხალი.
თარიღი | კაშხალი | ადგილი | დაღუპულები | სურათი | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1928 წელი | სენტ-ფრენსისი კაშხალი | აშშ | დაახლ. 600 ადამიანი | კაშხალი კატასტროფამდე. | ბეტონის ნაგლეჯი კატასტროფის ადგილიდან. | ||||
1941 წელი 1943 წელი | დნეპროჰესი | უკრაინა | ათასობით ადამიანი | დნეპროჰესი, 1942. | ჰესის აფეთქების შემდეგ. | ||||
1959 წელი | მალპასეს კაშხალი | საფრანგეთი | 423 ადამიანი | კაშხლის ნარჩენები. | |||||
1963 წელი | ვაიონტის კაშხალი | იტალია | 2500 ადამიანი | კაშხლის კონსტრუქცია. | ქალაქი ლონგარონე კატასტროფის შემდეგ. | ||||
1975 წელი | ბაინციაოს კაშხალი | ჩინეთი | 171 ათასი ადამიანი |
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article კაშხალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.