კატასტროფა (ძვ.
ბერძნ. καταστροφή — გადატრიალება, ჩამოგდება, სიკვდილი) — ბუნებრივი ან ტექტოგენური საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი მოვლენები, რომელსაც თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი ან რაიმე გამოუსწორებელი შედეგი ამა თუ იმ ობიექტის ისტორიაში. ტერმინი კატასტროფა მეცნიერებაში დაამკვიდრა ფრანგმა მათემატიკოსმა რენე ტომმა. განისაზღვრება როგორც ტრაგიკული მოვლენა, რომელიც მიწისძვრის, წყალდიდობის, კატასტროფული ავარიის, ხანძრისა და აფეთქების შემდეგ გამომდინარეობს. ეს ცნება ასე განისაზღვრება: ობიექტის ხარისხობრივი ცვლილება ამ ობიექტზე მოქმედი პარამეტრების თანაბარი, თანდათანობითი ცვლილებებისას. ჟორჟ კიუვიემ განავითარა „კატასტროფების თეორია“ — ცოცხალი ორგანიზმების ფორმების ცვალებადობის ახსნა გლობალური კატასტროფებით და ახალი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტებით. არსებობს გაგება ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც გულისხმობს 1) ბუნებრივ ანომალიას; 2) ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვა ავარიას; 3) სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენურ საზიანო ჩარევას. ფართოდ არის ცნობილი მაგალითად ჩერნობილის კატასტროფა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კატასტროფა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.