კარდანახი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 510 მეტრი, გურჯაანიდან 14 კილომეტრი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3873 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
კარდანახი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | კარდანახი |
კოორდინატები | 41°40′20″ ჩ. გ. 45°53′13″ ა. გ. / 41.67222° ჩ. გ. 45.88694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 510 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3873 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში გავრცელებული გვარია ვაჩნაძე. XVII საუკუნეში სოფელში დასახლდა აფხაზეთიდან გადასული შარვაშიძეების ერთი შტო, რომლებმაც შემდგომში მიიღეს გვარი აფხაზი.
კარდანახი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ასევე მოხსენიებულია როგორც კარდენახი. სოფელში განვითარებულია მეურნეობის მრავალი დარგი, მათ შორის მემინდვრეობა, მეცხოველეობა და მევენახეობა. ხალხში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, სოფლის სახელი კარდანახი „კარგ ვენახთანაა“ დაკავშირებული. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „კარდანახს აქვს ვენახები აღმოსავლეთით და ღვინო აქაური კეთილ“. სოფელი ისტროიულად ქიზიყს მიეკუთვნება. იქაური ჯარი ბოდბელი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყო. კარდანახი თავდაპირველად საქართველოს, ხოლო შემდგომში კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI-XVII საუკუნის მიჯნიდან მასზე ცალკეული ფეოდალები, ვაჩნაძეები, ანდრონიკაშვილები და აფხაზიშვილები იდებდნენ წილს. იოანე ბაგრატიონი თვლის, რომ აფხაზიშვილები კახეთში აფხაზეთიდან მოსულან. 1636 წელს, მეფე თეიმურაზს ისინი თავადების ხარისხით მიუღია და კარდახანში ყმა-მამული უბოძებია. კარდანახში მამულები ჰქონდათ ბარათაშვილებსაც. აღნიშნულ ფეოდალებს ერთმანეთთან დავა მამულებზე, სავარგულებზე წისქვილებზე და სასახლეებზე ჰქონდათ.
1719 წლის შეთანხმების თანახმად, ვახტანგ VI-მ ლეკებთან საბრძოლველად, კახეთის მეფე დავით II იმამყული ხანს ჯარი მიაშველა. ეს ჯარი, ყაფლანიშვილის მეთაურობით, მოსულან კარდანახში და აქ მთელი თვე უქმად იდგნენ, რადგან დავით იმამყული ხანმა ლეკებთან საბრძოლვევად არც კახელები და არც ქართლელები არ გაიყვანა.
თეიმურაზ II-ის 1737 წლის წყალობიდან ჩანს, რომ ამ დროისათვის სამეფო კარს კარდანახის ყმა-მამულის ერთ ნაწილზე საკუთარი საკუთრება აღუდგენია.
XVIII საუკუნის მეორე ნახეარში სამეფო ხელისუფლაბას სოფელში რამდენიმე ცილინდრული კოშკი აუგია. გარდა ამისა, კარდანახელები მონაწილეობდნენ სიღნაღის ციხე-კოშკების მშენებლობაში, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში თავსაც აფარებდნენ. სიღნაღის ციხის კოშკებს შორის ერთ-ერთს „კოშკი კარდანახისა“ რქმევია.
ივანე ჯავახიშვილი კარდანახს იმ სოფლებს შორის ასახელებს, რომლებშიც წმინდა გიორგის დღეობები გამორჩეულად აღინიშნებოდა.
სოფელში დაიაბადნენ:
This article uses material from the Wikipedia ქართული article კარდანახი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.