კამბოჯის დროშა

კამბოჯის დროშა (ქმერ.

ទង់ជាតិកម្ពុជា) 一 კამბოჯას სამეფოს ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფო სიმბოლო, რომლის ამჟამინდელი სახე 1948 წელს დამტკიცდა, შემდგომში კი კვლავ აღდგა 1993 წელს, მონარქიის აღდგენის შემდეგ.

კამბოჯის დროშა
კამბოჯის დროშა
მიღებულია 1948
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
ლურჯი და წითელი ჰორიზონტალური ზოლები 1:2:1 შეფარდებით, ცენტრში გამოსახულია კამბოჯის ეროვნული სიმბოლო ანგკორ-ვატი.

აღწერა

დაახლოებით 1850 წლიდან, კამბოჯის დროშაზე გამოსახულია ანგკორ-ვატი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ტაძარს წარმოადგენს. ამჟამინდელი დროშა, რომელიც შეიცავს ორ ლურჯ და ცენტრში გამავალ წითელ ზოლს (რომელთა თანაბარდობაა 1:2:1) მიიღეს კამბოჯის დამოუკიდებლობის შემდეგ 1948 წელს. იგი გამოიყენებოდა 1970 წლის 9 ოქტომბრამდე, სანამ ახალი დროშა შემოიღეს ქმერული რესპუბლიკისთვის, რომელიც გაგრძელდა 1975 წლის ქმერების აღებამდე. შემდგომში, დემოკრატიული კამპუჩიის სახელმწიფო, რომელიც 1975-1979 წლებში არსებობდა, იყენებდა წითელ დროშას სამკოშკიანი ანგკორ ვატის დიზაინით, რომელიც შენარჩუნდა 1976 წლამდე. ამის შემდეგ კამბოჯის ტერიტორიაზე იჭრება ვიეტნამი, რის შედეგადაც ყალიბდება კამპუჩიის რესპუბლიკა.

კამპუჩიის ეროვნულმა გაერთიანებულმა ფრონტმა (FUNSK) კვლავ ახალი დროშის შემოღება განიზრახა, რომელიც შეიქმნა ანტიფრანგული მოძრაობის დღეებში. ამ დროშას ჰქონდა იგივე ფერის ნიმუში, როგორც დემოკრატიულ დროშას, თუმცა ამჯერად ხუთკოშკიანი ანგკორ ვატის გამოსახულებით.

1993 წელს, 1948 წლის კამბოჯის დროშის ხმარება განახლდა. კამბოჯის ახლანდელი დროშა, პორტუგალიის, სან-მარინოსა და ესპანეთის დროშებთან ერთად, არის ერთადერთი სახელმწიფო დროშა, რომელზეც გამოსახულია შენობა. წითელი და ლურჯი კამბოჯის ტრადიციული ფერებია.

დროშა, რომელიც დღეს გამოიყენება, იგივეა, რაც დაარსდა 1948 წელს, თუმცა ყოფილ დროშაზე ანგკორ-ვატის გამოსახულება წითელი კონტურითაა შემოსაზღვრული, როცა თანამედროვე ვარიაციაში ეს ფერი შავითაა ჩანაცვლებული. მას შემდეგ გამოიყენეს ხუთი ინტერვენციული დიზაინი, რომელთაგან ყველამ გამოიყენა ანგკორ ვატის განმოსახულება დროშაზე ამა თუ იმ ფორმით. ეს ცნობილი ტაძრის კომპლექსი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება, აშენდა მაჰიდარაპურას მონარქების მიერ. მას აქვს ხუთი კოშკი, თუმცა ეს ყოველთვის სტილიზებული ვერსიით არ იყო გამოყენებული. მონარქია აღდგა 1993 წლის სექტემბერში და 1948 წლის დროშა ხელახლა მიიღეს იმავე წლის ივნისში.

სიმბოლიზმი

ცენტრში გამოსახული ანგკორ-ვატის ტაძრის კომპლექსის კონფიგურაცია ერთობას, სამართლიანობასა და მემკვიდრეობას განასახიერებს, ლურჯი ფერი ასახავს თავისუფლებას, თანამშრომლობასა და ძმობას, ხოლო წითელი ფერი სიმამაცეს, თავდადებასა და ვაჟკაცობას სიმბოლიზირებს.

სამეფო სტანდარტი

კამბოჯის სამეფოს ემბლემა (ქმერ. ទង់ព្រះមហាក្សត្) არის კამბოჯის მონარქის პერსონალური დროშა. პირველად მისი გამოყენება 1993 წელს დაიწყო, თუმცა 1941 წელსაც იყო შედგენილი მისი დიზაინი. იგი კამბოჯის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოთაგანია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კამბოჯის დროშა აღწერაკამბოჯის დროშა სიმბოლიზმიკამბოჯის დროშა სამეფო სტანდარტიკამბოჯის დროშა იხილეთ აგრეთვეკამბოჯის დროშა რესურსები ინტერნეტშიკამბოჯის დროშა სქოლიოკამბოჯის დროშა19481993კამბოჯა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართლიწიგნი სიბრძნე სიცრუისასტოიციზმიმსოფლიოს მოსახლეობაშუშანიკის წამებადედოფალაეგვიპტეასტიგმატიზმიწითელი წიგნითხის რქა (ასტროლოგია)სიყვარულის დღეერაყიკურო (ასტროლოგია)სისხლიღანძილისაქართველოს ისტორიაილონ მასკიასომთავრულიბაბილონილავრენტი ბერიაპირველი მსოფლიო ომიმამუკა მდინარაძე15 აპრილიდავით გურამიშვილიგიორგი მამარდაშვილითორნიკე ერისთავიბულგარეთითუშეთივახტანგ I გორგასალიმზის დაბნელებათელავიმორალიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშინეიტროფილებიხინკალიანტონიმისაფრანგეთის რევოლუციაშუა ქალაქშიბზობალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიბათუმიკონცეფციააბსცისაქართული ფილმების სიაუფლისციხეისლამიქართლ-კახეთის სამეფოქეთო და კოტე (ოპერა)ყინწვისის მონასტერივასკულიტიიოსებ სტალინიაჭარაუკრაინაედუარდ შევარდნაძეალცჰაიმერის დაავადებაყვავილიფილტვებიიუდაიზმიემი უაინჰაუსირომბიგია ყანჩელიოქროს საწმისითბილისის ისტორიაალავერდირობერტო კავალისაუდის არაბეთიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიიეთიმ გურჯიგერმანიაექვთიმე თაყაიშვილინუსხურიტურიზმიისრაელ-ჰამასის ომი (2023)კილომეტრიცადამაყვანაჰოლოკოსტი🡆 More