კავკასიის ნაკრძალი

კავკასიის ნარკძალი (რუს.

ფართობი 263,5 ათასი ჰა (1977). დაარსდა 1924 წელს ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის მიზნით.

კავკასიის ნაკრძალი
კავკასიის ნაკრძალის ერთ-ერთი მონაკვეთი

კავკასიის ნაკრძალში 300-მდე ენდემური სახეობაა. ზღვის დონიდან 900-1200 მ-ზე ფართოდ არის გავრცელებული წიფლნარი, სამხრეთი კალთები 900 მ-მდე დაფარულია მუხნარით, რომელშიც შერეულია რცხილა, პანტა, მაჟალო, ტყემალი, ლეკა, ცაცხვი და სხვა. 1000-1900 მ-ზე ჭარბობს სოჭნარი. ტყის სარტყლის ზედა საზღვარზე სუბალპური ტანბრეცილი ტყეებია, შერეულია არყის, ცირცელის, მაღალმთის ბოკვის, მუხისა და წიფლის ხეები. 1900-2500 მ-ზე სუბალპური და ალპური მდელოებია. სუბნივალურ სარტყელში (2800-2900 მ-ზე ზემოთ) შიშველ კლდეებზე თითო-ოროლა ბალახოვანი მცენარეა, უფრო მაღლა კი ნივალური სარტყელია. ნაკრძალის დასავლეთ ნაწილში კოლხური ტიპის ქვეტყეა, სადაც ხარობს წყავი, შქერი, ბზა, ბაძგი, ივლი და თავგისარა.

ნააკრძალში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, კავკასიური ირემი, ტყისა და თეთრყელა კვერნა, წავი, წაულა, პრომეთესეული მემინდვრია და სხვა. ცდილობენ ადრე განადგურებული კავკასიური დომბის მოსენებას. წინათ აქ ჯიქიც ყოფილა.

ნაკრძალში შედის აგრეთვე დიდი ახუნის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე განლაგებული ხოსტის რელიქტური ბზიანუთხოვრიანი კორომი (ფართობი 300 ჰა).

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

კავკასიონიკრასნოდარის მხარემაიკოპინაკრძალირუსული ენასოჭი (ქალაქი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეროზიაკულტურაევროკავშირიერითროციტებიმარჩბივი (ასტროლოგია)თებულოსმთააღდგომასვანური კოშკიმიხეილ ჯავახიშვილიკორუფციათბილისის მეტროპოლიტენიალავერდიბაბუაწვერაქართული გვარიილია თოფურიადედა ენაინფორმაციასტოიციზმიკუთხენაციონალ-სოციალიზმიწნევაანტონიმისისხლიპუნიკური ომებიმასტურბაციაალცჰაიმერის დაავადებალეიკოციტებიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითთირკმელიინსულტივენააშშ-ის სამოქალაქო ომიკუნილინგუსიზურა ყიფშიძესომხეთიკლიმენტი წიტაიშვილისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)კოსმოპოლიტიზმისიოგუნიძველი ეგვიპტეხევსურეთიპროტესტანტული რეფორმაციაინგლისიმუნიამფიბიებიშხარადავით IIIაშშ-ის პრეზიდენტების სიაშრი-ლანკაშამქორის ბრძოლა (1195)თურქეთივოლფგანგ ამადეუს მოცარტიმორალიძაღლიისლამისაქართველო IX-X საუკუნეებში1924 წლის აგვისტოს აჯანყებაკახა კალაძეფობიების სიაჰექტარისიმკვრივეილია IIსარკაზმიეგრისის დიდი ომიარჩვიოპერაEuropebetგამზრდელი (პოემა)იგავ-არაკილომი (ასტროლოგია)ანა კალანდაძემურა დათვიქეთევან დედოფალიგარემოს დაბინძურებამელანომამეორე მსოფლიო ომიარსებითი სახელიბაგრატიონები🡆 More