კავკასიის მთის შროშანი (ლათ.
კავკასიის მთის შროშანი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Lilium martagon (L.) | ||||||||||||||||
სინონიმები | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
|
მრავალწლოვანი ბოლქვოვანი სახეობაა, რომელიც ანთროპეგენური ზემოქმედების გამო ძლიერ შემცირდა. ყვავის მაის-ივნისში. მრავლდება თესლით, იშვიათად კი ვეგეტატიურად — ბოლქვის დაყოფით ან ნაბარტყით.
გავრცელებულია კავკასიონის ქედის დასავლეთით, ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში. კრასნოდარის მხარეში (გორიაჩი კლუჩი, აფშერონსკი, მდინარე ციცეს აუზში, შახე-მზიმთას წყალგამყოფ ქედზე) და ადიღეს რესპუბლიკაში. საქართველოში მისი გავრცელების არეალი აფხაზეთის მთიანი ნაწილი, აფიანჩას მიდამოებია. გვხვდება თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.
გვხვდება მუხნარებში, წაბლნარებში, წიფლნარებში და შედარებით ნაკლებად ურთხელისა და ბზის კორომებშიც. მეზოფილური სახეობაა და გავრცელებულია მთის სარტყლების დაბალ და საშუალო ტენიან ზონაში ფართოფოთლოვანი ტყეების მიმდებარედ.
საქართველოში შესაბამისი მონაცემები არ არსებობს, რუსეთში კი ცნობილია მისი გავრცელების 25-მდე არეალი. იქ სადაც გავრცელების ბუნებრივი არეალი ადამიანის ზემოქმედების გამო დაზიანებული არაა, სახეობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კავკასიის მთის შროშანი დეკორატიულ მცენარედ ითვლება. ბუნებაში ადამიანების მიერ მუდმივად ნადგურდება (თხრიან ბოლქვებს, თაიგულებისათვის აგროვებენ ყვავილებს). ბოლქვებს შინაური საქონლის საჭმელადაც აგროვებენ. თუმცა, მთავარი საფრთხე ბუნებრივი გავრცელების არეალის შემცირებაა. შეტანილია საქართველოსა და რუსეთის წითელი წიგნში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კავკასიის მთის შროშანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.