იტაიპუს კაშხალი

იტაიპუს კაშხალი (გუარანი Itaipu; პორტ.

Itaipu; ესპ. Itaipú) — ჰიდროელექტრო დამბა მდინარე პარანაზე, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე. სახელი „იტაიპუ“ აღებულ იქნა იმ პატარა კუნძულისგან, რომელიც ნაგებობის სიახლოვეს მდებარეობდა. გუარანის ენაზე ეს სიტყვა „ქვის ხმას“ ნიშნავს.

იტაიპუს კაშხალი
იტაიპუს კაშხალი
იტაიპუს კაშხალი

წლიური გამომუშავების სიმძლავრით, კაშხალი რიგით მეორეა მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს შორის. 2008 წელს 94.7 TWh გამოიმუშავა, 2009 წელს 91.6 TWh, მაშინ, როდესაც ჩინეთში მდებარე სანსიის კაშხალმა 2008 წელს 80.8 TWh და 2009 წელს 79.4 TWh გამოიმუშავა. კაშხლის სიმძლავრე 14 000 მეგავატია და მეორეა 22 500 მეგავატიანი სანსიის კაშხლის შემდეგ. სადგურის ოპერირებას ორი ქვეყანა — ბრაზილია და პარაგვაი ახდენენ, რადგან ის მდინარე პარანაზე ამ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მონაკვეთზე, ქალაქ სიუდად-დელ-ესტესთან მდებარე მეგობრობის ხიდიდან 15 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. ნაგებობა გადაჭიმულია ბრაზილიის ქალაქ ფოს-დუ-იგუასუდან პარაგვაის ქალაქ სიუდად-დელ-ესტემდე. 2008 წელს სადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ პარაგვაიში მოხმარებული ენერგიის 90% და ბრაზილიაში მოხმარებულის 19% შეადგინა. 2012 წელს სადგურის გამომუშავებულმა ენეერგიამ 98.2 ტერავატ საათი შეადგენდა.

ამჟამად დამონტაჟებულია 20 ერთეული გენერატორი, რომელთაგან ათი პარაგვაისთვის 50 ჰერცის სიხშირის ენერგიას გამოიმუშავებს, ათი კი 60 ჰერცს ბრაზილიისთვის. ორი 600 kV HVDC გადამცემი ხაზი, თითოეული 800 კმ სიგრძის, ორივე ქვეყნის ენრეგიას სან-პაულუში გზავნის, სადაც ტერმინალი მას 60 ჰერციან ენერგიად გარდაქმნის. უკანასკნელი 2 გენერატორი 2007 წელს დამონტაჟდა.

მშენებლობის ისტორია

კაშხლის დაპროექტება 1971 წელს დაიწყო. 1978 წელს, მიმდებარე კლდეში 150 მეტრიანი გვირაბი გაჭრეს. კაშხლის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო, მას შემდეგმ, რაც პარანის ძირითადი კალაპოტი დააშრეს. რეზერვუარის ავსება 1982 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო და ძლიერი წვიმების შემდეგ, უკვე 27 ოქტომბერს წყალგადასაშვევბებზე წყლის დონემ 100 იარდს მიაღწია. 1984 წლის 5 მაისს გაეშვა პირველი ჰიდროგენერატორი.

მშენებლობისას სულ 63,85 მილიონი მ³ მიწა და კლდე იქნა მოჭრილი, ჩაყრილი იქნა 15 მლნ მ³ გრუნტი და 12.57 მლნ მ³ ბეტონი.

კაშხლის მარცხენა ნაწილის პანორამული ხედი (ფოტოს გადაღებისას, წყალგამშვებებიგამორთულია)

რესურსები ინტერნეტში

იტაიპუს კაშხალი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ბრაზილიაგუარანის ენაესპანური ენაპარაგვაიპარანა (მდინარე)პორტუგალიური ენასაზღვარი (სახელმწიფო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავტომობილიალცჰაიმერის დაავადებადეჟავიუნივთიერებადინოზავრებიგიორგი XIსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიგორის ციხეკვიპროსიიაკობ გოგებაშვილინიამორისაჭმლის მომნელებელი სისტემააზერბაიჯანიდაცული ტერიტორიაიულიუს კეისარიარაბთა სახალიფოაპენდიციტიმაჰმადისაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)ელექტრული დენიბუნებრივი რესურსებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ჭიამაიასებრნიედუარდ შევარდნაძემილიმეტრიშინაური ძაღლისინონიმებივულკანიდედაენაფობიების სიაპეპ გვარდიოლაამერიკის შეერთებული შტატებიმეწყერისასწორი (ასტროლოგია)სამკუთხედიიასამანიგულირომის რესპუბლიკარუმინეთიდავითგარეჯაქართული ფილმების სიასამასი არაგველირაკეტათავისუფლება (ფილოსოფია)კომუნიზმიპარტიკულარიზმისიზმარიშხარანერვული სისტემასაქართველო XV საუკუნეშიგოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენიიურიდიული პირისილიციუმირუსეთ-საქართველოს ომი (2008)რომბიილია ჭავჭავაძედავითი (მიქელანჯელო)სამკურნალო მცენარეებიკირჩხიბი (ასტროლოგია)სიტყვაჭიანჭველასებრნიჩრდილოეთი ამერიკადომენტი მშვენიერაძესპილოსებრნიბათუმის ბოტანიკური ბაღითავისუფლების მოედანი (თბილისი)პითაგორაკლიმატის ცვლილებამოსკოვიფილების ტექტონიკასაქართველოს მდინარეების სიაუდაბნოსტუმარ-მასპინძელიკენგურუებიმიგრაციაბუ🡆 More