ირინა პალეოლოგოსი

ირინა პალეოლოგოსი (ბერძ.

Ειρήνη Παλαιολογίνα; დ. 1315 – გ. 1341 წლის შემდეგ) — ტრაპიზონის იმპერატორი 1340-1341 წლებში.

ირინა პალეოლოგოსი
Ειρήνη Παλαιολογίνα
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1340
მმართ. დასასრული: 1341
წინამორბედი: ბასილი
მემკვიდრე: ანა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1315
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
გარდ. თარიღი: 1341 წლის შემდეგ
მეუღლე: ბასილი
დინასტია: პალეოლოგოსები
მამა: ანდრონიკე III

ბიოგრაფია

ირინა იყო ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე III-ის უკანონო შვილი. 1335 წელს ცოლად გააყოლეს ტრაპიზონის იმპერატორ ბასილი I-ს. არსებობს ეჭვი, რომ მან მოწამლა ბასილი 1340 წელს. ბასილის გარდაცვალების შემდეგ ბასილის შვილები ირინა ტრაპიზონელისაგან, ალექსი III და კალო-იოანე, გაგზავნა კონსტანტინოპოლში და თავად ავიდა ტახტზე. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბიზანტიური და ქართული ორიენტაციის პარტიები. ირინას მხარს უჭერდნენ ამიძანტარები, სამხედრო ელიტა და სამოქალაქო მოხელეები. მის წინააღმდეგ გამოდიოდა ადგილობრივი ლაზური არისტოკრატია და არქონტები. თავდაპირველად ირინამ წარმატებას მიაღწია. 1340 წელს ლიმნიიდან ტრაპიზონში ჩავიდა იოანე ევნუხი დიდძალი ჯარით და დაამარცხა დედოფლის წინააღმდეგ აჯანყებულები, გადაწვა ევგენიოსის ეკლესია, სადაც აჯანყებულები იყვნენ გამაგრებულები, დააპატიმრა და მოკლა აჯანყებული მთავრები. პარალელურად, ტრაპიზონიას იმპერიას ჰქონდა შეტაკებები ამიდელ თურქებთან პარხარსა და ტრაპიზონში. ამ ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა ტრაპიზონის იმპერიას, რის გამოც მოსახლეობა ირინა პალეოლოგის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ამას ემატებოდა ისიც, რომ ის აპირებდა გათხოვილიყო ტომით უცხოელ დიდებულზე. 1341 წელს ირინა პალეოლოგოსის საწინააღმდეგო პარტიას სათავეში ჩაუდგა ანა კომნენოსი. მან ლაზთა დიდი ჯარით აიღო ტრაპიზონი. 17 ივნისს ირინა პალეოლოგისი ტახტიდან გადადგა და ფრანკთა გემით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ამის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ირინა პალეოლოგოსი ბიოგრაფიაირინა პალეოლოგოსი იხილეთ აგრეთვეირინა პალეოლოგოსი რესურსები ინტერნეტშიირინა პალეოლოგოსი სქოლიოირინა პალეოლოგოსი13151341ბერძნული ენატრაპიზონის იმპერია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიფილების ტექტონიკაღამურადაირაადიშის ოთხთავიჩინეთის დიდი კედელიარასამთავრობო ორგანიზაციაზოლებიანი აფთარიგოდერძის ნამარხი ტყესაქართველოს ეროვნული მუზეუმი22 აპრილიაბო თბილელის წამებაილია IIეკოსისტემაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამაგნიუმიკავკასიონიმოწამეთადედამიწაგიორგი I (საქართველოს მეფე)ბეთანიის მონასტერისაქართველოს სოფლებიაია-სოფიას ტაძარინიკო ნიკოლაძეავსტრალიასპილოსებრნინოდარ დუმბაძესათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიმართკუთხედიქართული გვარინარკომანიაძველი საბერძნეთიავტომობილიედუარდ შევარდნაძეუქმე დღეები საქართველოშიშოთა რუსთაველიალმასიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითპუნიკური ომებიგოდერძის უღელტეხილიჭიანჭველასებრნიირლანდიადათვიიგიფობიების სიაავსტრიაასომთავრულიბორჯომი (წყალი)ლუქსემბურგისაქართველოს სახელმწიფო გერბისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაეროზიათავისუფლების ქანდაკებაბრაზილიაკუბური მეტრინორვეგიაბიძინა ჩოლოყაშვილიირაკლი ჩარკვიანიაზიარუსეთის იმპერიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაქართული ხალხური ცეკვებიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგათევდორე კველთელიცხოველებირელიგია საქართველოშიარაბობა საქართველოშიალაზანივახტანგ VIსაქართველოს პრემიერ-მინისტრიწმინდა გიორგიალკოჰოლიზმიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიბუდუ ზივზივაძე🡆 More