ირიგაცია

ირიგაცია — მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა.

მორწყვა ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, კერძოდ ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გამოშრობილი ნიადაგის ვარგისიანად გადაქცევას. მორწყვას ასევე აქვს სხვა გამოყენებები მნიშვნელობა მოსავლის მიღებაში, მათ შორის ყინვებისგან დაცვაც, მინდვრის სარეველების ზრდის შეჩერება და ნიადაგის კონსოლიდაციის თავიდან აცილება. ამ ხერხის გამოყენებით აღარ არის საჭირო, რომ მოსავლის მიღება დამოკიდებული იყოს წვიმის მოსვლაზე.

ირიგაცია
ირიგაციის სისტემა

სარწყავი სისტემები ასევე გამოიყენება პირუტყვის გასაგრილებლად, მტვრის ნაწილაკების შესამცირებლად და სხვა. მორწყვის დროს ნაკვეთს წყალი ქვესადგურიდან ტუბმოს საშუალებით მიეწოდება. მორწყვის ტექნიკა სოფლის მეურნეობაში 5000 წელზე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება მრავალ კულტურაში.

ისტორია

ირიგაცია 
ირიგაცია ცხოველების საშუალებით, ეგვიპტე.

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ სარწყავი სისტემები დიდი ხნის არსებობდა ისეთ ადგილებში, სადაც არ მოდიოდა საკმარისი ბუნებრივი ნალექი. ამ ტექნოლოგიის ადრეული გამოყენება თარიღდება ძვ.წ.VI ათასწლეულით ხუზისტანის ოსტანში დღევანდელი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

სარწყავები ასევე გამოიყენებოდა ინდის ცივილიზაციაში, რეგიონში მისი გამოყენება, სავარაუდოდ, ძვ.წ. 4500 წლიდან დაიწყეს და ამან მკვეთრად გაზარდა მოსავლის რაოდენობა, რაც იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე სასიკეთოდ აისახა. ინდის ცივილიზაციამ შეიმუშავა დახვეწილი სარწყავი და წყალსაცავის სისტემები, მათ შორისაა გირნარში არსებული ხელოვნური წყალსაცავები, რომლეიბიც ძვ. წ. 3000 წლით არის დათარიღებული.

მესოპოტამიის დაბლობზე ფერმერები მორწყვის ტექნიკას ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან იყენებდნენ. მათ შეიმუშავეს მრავალწლიანი სისტემა, ისინი რეგულარულად რწყავდნენ ტერიტორიებს მატრიცული არხების მეშვეობით. ძველი ეგვიპტელები სარწყავად იყენებდნენ ნილოსის აუზს, არსებობს ფაქტები ვძელი ფარაონ ამენემჰეტ III-ს დროიდან, რომლის თანახმადაც ეგვიპტელები მშრალი სეზონების დროს წყლის რესურსად იყენებდნენ ხელოვნურად შექმნილ ოაზისებს.

შრი-ლანკა

შრი-ლანკაში სარწყავი სისტემები, ჯერ კიდევ ძვ.წ. 300 წელს იყო და შემდეგი ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა, იგი წარმოადგენდა უძველესი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ სარწყავ სისტემას. არხების გარდა, სინჰალელები პირველები იყვნენ, რომლებაც ააშენეს სრულიად ხელოვნური წყალსაცავები. ამ სარწყავი სისტემების უმეტესი ნაწილი ანურადჰაპურასა და პოლონარუვაში დღემდე ჯერ კიდევ დაუზიანებელი შემორჩა, მშენებლობის ხარისხის გამო.

ჩრდილოეთ ამერიკა

სასოფლო სარწყავი არხის ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც ცნობილია ახლანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, თარიღდება ძვ.წ. 1200 წლით, აღმოაჩინეს არიზონაში, 2009 წელს.

თანამედროვე პერიოდი

2000 წელს, მოსავლისთვის განკუთვნილი მთლიანი მიწის რესურსი შეადგენდა 2 788 000 კმ²-ს (დაახლოებით 689 მილიონი ჰექტარი) და იგი აღჭურვილი იყო სარწყავი ინფრასტრუქტურით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ტერიტორიის დაახლოებით 68% აზიაში მდებარეობდა, ამერიკაში 17%, ევროპაში 9%, აფრიკაში 5% და ოკეანეთში 1%. მათგან ყველაზე დიდი უბნებია: ჩრდილოეთ ინდოეთსა და პაკისტანში, მდინარე განგისა და ინდის გასწვრივ, ჩინეთში ჰაი ჰეს, ხუანხესა და იანძის აუზებში, ეგვიპტესა და სუდანში მდინარე ნილოსის გასწვრივ და მისისიპის-მისურის მდინარის აუზში, კალიფორნიის ნაწილებში. მცირე ზომის სარწყავი ინფრასტრუქტურა გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა დასახლებულ ნაწილში.

2012 წლისთვის, სარწყავი მიწის ფართობი გაიზარდა დაახლოებით 3 242 917 კმ²-მდე (801 მილიონი ჰექტარი), რომელიც მასშტაბით თითქმის ინდოეთის ზომისაა.

ირიგაციის სახეობები

ირიგაცია 
მიწის ზედაპირის დატბორვა.

არსებობს მორწყვის რამდენიმე მეთოდი. ისინი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ მიეწოდება წყალი მცენარეებს. მიზანი არის ის, რომ მცენარეებს წყალი მაქსიმალურად ერთნაირად მიეწოდოთ, რათა თითოეულ მცენარეს ჰქონდეს საჭირო რაოდენობა, არც ზედმეტი და არც ძალიან მცირე.

ზედაპირის მორწყვა

ზედაპირის მორწყვა არის მორწყვის უძველესი ფორმა, რომელიც გამოიყენება ათასობით წლის განმავლობაში. მეთოდი მოიცავს არხებით მორწყვას ან ტერიტორიის დატბორვას, რათა მიწამ წყალი შეიწოვის. ისტორიულად, ეს ფორმა სოფლის მეურნეობაში ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო და დღესაც გამოიყენება მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.

მორწყვის ეს ხერხი ხშირად გვხვდება ბრინჯის ტერასულ მინდვრებში, სადაც ნიადაგი მთლიანად დატბორილია. წყლის კონტროლი ხდება სხადასხვაგვარად, იგი ზოგიერთ შემთხვევაში იტუმბება, ადამიანის ან ცხოველის საშუალებით. ზედაპირის მორწყვის ეფექტიანობა, როგორც წესი, დაბალია, მორწყვის სხვა მეთოდებთან შედარებით.

მიკრო ირიგაცია

ირიგაცია 
წვეთოვანი ირიგაციის მოწყობილობა.

მიკრო სარწყავი, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ლოკალიზებულ ირიგაციას, გამოიყენება მცრირე მასშტაბებზე და არის სისტემა, სადაც წყალი დაბალი წნევის ქვეშ ნაწილდება მილსადენების ქსელის საშუალებით და გამოყოფს მცირე რაოდენობის წყალს თითოეულ მცენარის ძირში ან მის გვერდით.

მიკრო ირიგაციის ერთ-ერთი სახეა წვეთოვანი ირიგაცია. წყალი წვეთოვანი გზით მიეწოდება მცენარეების ზუსტად იმ ზონას, სადაც ფესვებია განლაგებული. ეს მეთოდი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ზუსტ და ეფექტიან მეთოდად, მორწყვის სხვა ხერხებთან შედარებით. მისი ეფექტიანობა, როგორც წესი, 80-დან 90 პროცენტამდე მერყეობს, სწორად რეგულირების შემთხვევაში.

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში წვეთოვანი სარწყავი ხშირად პლასტიკურ საწვეთურთანაა შერწყმული, რაც კიდევ უფრო ამცირებს აორთქლებას და მეტად ეფექტიანს ხდის მეთოდს.

ჰაერში მიმოფრქვევა

ირიგაცია 
წყლის წვეთების ჰაერში მიმოფრქვევა.

ამ მეთოდის დროს, წყალი მიედინება ერთ ან რამდენიმე ადგილზე, მაღალი წნევის ქვეშ წნევის. როდესაც წყალი მილების საშუალებით ზემოთ აიწევს მაღალი წნევა მას წყლის წვეთების სახით გარშემო მიმოაფრქვევს, დანადგარს ასევე შეუძლია ბრუნვა, რაც წყალს ყველა უბანში თანაბრად ანაწილებს. ბრუნვა შეიძლება ხდებოდეს მთლიანად მის გარშემო ან ნაწილობრივად. აპარატები ძირითადად იყენებენ ძალიან მაღალ წნევას დაახლოებით 275-დან 900 კილოპასკალამდე, ხოლო წყლის გადაადგილება ტოლია 3-დან 76 ლიტრამდე წამში. მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ სარწყავად, არამედ ჰაერში მტვრის კონცენტრაციის შესამცირებლად.

ავტომატურად მოძრავი ბორბლიანი სისტემებით, შეიძლება მოირწყას ისეთი ადგილები, როგორიცაა მცირე ნაკვეთები, სპორტული მოედნები, პარკები, საძოვრები და სასაფლაოები. მათი უმეტესობა იყენებს პოლიეთილენის მილებს, რომლებშიც ჩამონტაჟებულია მეტალის მოწყობილობა. მას შემდეგ, რაც მილში წყალი გაივლის, ძრავის საშუალებით იგი მორწყავს სასურველ ტერიტორიას.

სარწყავი სისტემები

სარწყავი სისტემა წარმოადგენს სარწყავ ტერიტორიაზე განლაგებული არხებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ და საექსპლუატაციო ნაგებობების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება რწყვა.

სარწყავი სისტემა არის რეგულარული, პერიოდული და გამაწყლოვანებელი. რეგულარული სარწყავი სისტემის დანიშნულებაა სარწყავ ფართობს ნებისმიერ ნაწილში საჭიროების შესაბამისად მიაწოდოს განსაზღვრული რაოდენობის წყალი. იგი შედგება სარწყავი ტერიტორიის, სარწყავი წყაროს (მდინარე, ტბა), წყალმიმღები კვანძის, სარწყავი ქსლის, წყალგამტარ ქსლის, წყალშემკრებ-წყალსაგდებ და საკოლექტორო-სადრენაჟო ქსელისაგან, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ (სარწყავ და წყალგამტარ ქსელზე) და საექსპლუატაციო ნაგებობებისაგან, ტყის ზოლებისაგან და სხვა; პერიოდული სარწყავი სისტემა მოქმედებს თოვლის დნობის ან წყალდიდობის პერიოდში. მას განეკუთვნება ლიმანური და წყალდიდობისმიერი რწყვა; გამანაწყლოვანებელი სარწყავი სისტემის დანიშNულებაა სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგება, აგრეთვე მცირე ნაკვეთების მორწყვა.

სარწყავი სისტემა არის თვითდინებადი და მექანიკური, კონსტრუქციის მიხედვით — ღია, დახურული და კომბინირებული. საქართველოში რეგულარულად მოქმედი, თვითდინებითი, კომბინირებული სარწყავი სისტემის მაგალითია ზემო სამგორის სარწყავი სისტემა.

ეფექტიანობა

მორწყვის თანამედროვე მეთოდები არის ეფექტიანი, ისინი უზრუნველყოფენ მთელი ნაკვეთის მასშტაბით მცენარეებს ერთნაირი რაოდენობის წყლით, ისე, რომ თითოეულ მცენარეს ჰქონდეს საჭირო რაოდენობის წყალი.

1960-იან წლებამდე გავრცელებული იყო შეხედულება, რომ წყალი უსასრულო რესურსს წარმოადგენდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ დროს პლანეტაზე ადამიანთა რაოდენობა დღევანდელის ნახევარზე ნაკლები იყო. ხალხი ისეთი მდიდარი არ იყო უწინ, როგორც დღეს, ისინი უფრო ნაკლებად ან ზომიერად მოიხმარდნენ საკვებს, ამიტომ მათი საკვების წარმოებისთვის ნაკლები წყალი იყო საჭირო. დღეს ბევრად უფრო ინტენსიურია წყლის რესურსების გამოყენება. ეს იმიტომ ხდება, რომ პლანეტაზე დღესდღეობით შვიდ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს წყალზე უფრო მეტ მოთხოვნას. გლობალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს მოუწევთ შეეცადონ გაზარდონ საკვების წარმოება, ხოლო მრეწველობასა და ქალაქებში უნდა იპოვნონ წყლის უფრო ეფექტიანად გამოყენების გზები.

წარმატებული სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია იმ ფერმერებზე, რომელთაც წყალი საკმარისი რაოდენობით აქვთ. ამასთანავე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წყლის სიმცირე უკვე გადამწყვეტი შეზღუდვაა სოფლის მეურნეობისთვის. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკი მიზნად ისახავს სურსათის წარმოებას და წყლის მენეჯმენტს, როგორც გლობალურ საკითხს. წყლის ფიზიკური ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ არ არის საკმარისი წყალი, რათა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ძირითადად წყლის ნაკლებობა პრობლემას მშრალი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უქმნის, თუმცა ანალოგიური პრობლემები ხდება იქ, სადაც წყალი უხვად აქვთ, მაგრამ ამ რესურსებს საკმარისად არ იყენებენ. ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ რეგიონში არ იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილემადე. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ჰიდრავლიკური ინფრასტრუქტურის დანერგვა ან განვითარება. დღესდღეობით დაახლოებით 2,8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ რეგიონში, სადაც წყლის მცირე რაოდენობა აქვთ.

ლიტერატურა

  • Elvin, Mark. The retreat of the elephants: an environmental history of China (Yale University Press, 2004)
  • Hallows, Peter J., and Donald G. Thompson. History of irrigation in Australia ANCID, 1995.
  • Howell, Terry. "Drops of life in the history of irrigation." Irrigation journal 3 (2000): 26–33. the history of sprinker systems online
  • Hassan, John. A history of water in modern England and Wales (Manchester University Press, 1998)
  • Vaidyanathan, A. Water resource management: institutions and irrigation development in India (Oxford University Press, 1999)
  • Deutsches Institut für Normung (Hrsg.): Bewässerung, Entwässerung: Normen. DIN-Taschenbuch. 5. Auflage. Nr. 187. Beuth, Berlin/Wien/Zürich 2007, ISBN 978-3-410-16461-6.
  • Deutscher Verband für Wasserwirtschaft und Kulturbau DVWK (Hrsg.): Ecologically Sound Resources Management in Irrigation. DVWK Bulletin. Nr. 19. Hennef 1993 (dwa.de).
  • E. W. Herrmann u. a.: Beregnung. Warum? Wann? Womit? DLG e. V., Frankfurt am Main 1977.
  • Susanne Neubert, Lena Horlemann: Empfehlungen zur zukünftigen strategischen Orientierung der deutschen EZ im Wasser- und Bewässerungssektor. Schlussgutachten im Rahmen des Forschungs- und Beratungsprojekts „Wasser und Armut“ – Schlussfolgerungen für die Umsetzung des Aktionsprogramms 2015 und die Millennium Development Goals (= DIE-Discussion Paper. Band 4/2005). Deutsches Institut für Entwicklungspolitik DIE, Bonn 2005, ISBN 3-88985-287-4 (die-gdi.de [PDF; 1000 kB]).
  • Susanne Neubert, Waltina Scheumann, Annette van Edig: Integriertes Wasserressourcenmanagement (IWRM). 1. Auflage. Nomos, Baden-Baden 2005, ISBN 3-8329-1111-1.
  • Bruce Withers, Stanley Vipond: Bewässerung. Parey, Hamburg/Berlin 1978, ISBN 3-489-71510-1 (englisch: Irrigation – design and practise. Übersetzt von Kurt Lecher, Neuauflage 1993 bei Blackwell-Wissensch.-Verlag Berlin).
  • Empfehlungen für die Planung, Installation und Instandhaltung von Bewässerungsanlagen in Vegetationsflächen. 2010, ISBN 978-3-940122-21-6. (Regelwerk-Herausgeber: Forschungsgesellschaft Landschaftsentwicklung Landschaftsbau e. V. (FLL))
  • Constantino Constantinidis, Bonifica ed Irrigazione. Edagrícola. Ediciones Calderini. Bologna, Italia. 1970.
  • Potencial del Riego Extensivo en Cultivos y Pasturas. 1.er Seminario Internacional / Paysandú / Uruguay. Agosto, 2010.
  • Riego en cultivos y pasturas. 2.º. Seminario Internacional / Salto / Uruguay / 2012.
  • Мелиорация земель / Н. С. Ерхов, Н. И. Ильин, В. С. Мисенев. — 2-е изд., перераб. и доп. — М.: Агропромиздат, 1991. — 319 с.: ил. ISBN 5-10-000840-7.
  • Колпаков В. В., Сухарев И. П. Сельскохозяйственные мелиорации / Под ред. И. П. Сухарева. — М.: Колос, 1981. — 328 с., ил.
  • Черемисинов А. Ю., Бурлакин С. П. Сельскохозяйственные мелиорации: Учебное пособие. — Воронеж: ФГОУ ВПО ВГАУ, 2004. — 247 с. ISBN 5-7267-0365-0.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ირიგაცია ისტორიაირიგაცია თანამედროვე პერიოდიირიგაცია ირიგაციის სახეობებიირიგაცია სარწყავი სისტემებიირიგაცია ეფექტიანობაირიგაცია ლიტერატურაირიგაცია რესურსები ინტერნეტშიირიგაცია სქოლიოირიგაციალანდშაფტინიადაგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ენდომეტრიოზიმსოფლიო მიზიდულობის კანონირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეპარიზიაბსცისადემეტრე Iთუშეთიკურდღელისალომე ზურაბიშვილიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)მარქსიზმინაცვალსახელიმურა დათვიგამარჯვების დღეიბერიათეთრი დათვიბრაზილიასაქართველოს გეოგრაფიადავით I კურაპალატივოლფგანგ ამადეუს მოცარტიდუბაის საამიროწყალისახელმწიფოაჭარაბარაკონიქრისტიანობაბაროკოდავით IV აღმაშენებელისაქართველოს დემოგრაფიასვანური კოშკიგოგირდიტიციან ტაბიძეკარტოფილისუვერენიტეტიეკატერინე IIსეტყვალონდონიცადამაყვანარენესანსივინსენტ ვან გოგიალექსანდრე ჭავჭავაძეალექსანდრე მაკედონელისიმბოლიზმიჩინეთის დიდი კედელისაბერძნეთიიაკობ გოგებაშვილიელენე ახვლედიანიკოპენჰაგენიბაყაყინაციონალ-სოციალიზმიდისკრიმინაციაიასამანიიტალიასაქართველო IX-X საუკუნეებშიმსოფლიოს მოსახლეობაიოსებ სტალინიგია ყანჩელიარჩვინიკოლოზ ბარათაშვილისსრკ-ის დაშლავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)მუსიკასაქართველოს მდინარეების სიაეპითეტითავისუფლება (ფილოსოფია)ფრანკთა სახელმწიფომუხაივანე მაჩაბელიმასონობაძაღლიქართული ხალხური ცეკვებიზურმუხტისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიმიხეილ მესხის სტადიონიმიხეილ ჯავახიშვილიესპანეთირაჭა🡆 More